კვაისა
ვიკიპედიიდან
კვაისა - დაბა ჯავის რაიონში, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე. მდებარეობს მდინარე ჯეჯორაზე, ქალაქ ცხინვალიდან 60 კმ-ზე, მის ჩრდილო-დასავლეთით ცხინვალი-ონის საავტომობილო გზაზე. კვაისაში წარმოებს სპილენძის და თუთიის საბადოების დამუშავება.