გაგრა
ვიკიპედიიდან
გაგრა — ქალაქი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გაგრის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქად გამოცხადდა 1933 წელს. მოსახლეობა 26,9 ათასი (1991 წ.). გაგრა ცნობილი ზღვისპირა კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტია, პორტი შავ ზღვაზე. რკინიგზის სადგური.
წყაროებში პირველად მოხსენიებულია XIV ს-ში გაგარის ფორმით. გაგრა ფეოდალური საქართველოს მნიშვნელოვანი ნავსადგური იყო. საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ მეფის მთავრობამ აღადგინა გაგრის ციხე და იქ რუსული გარნიზონი ჩააყენა.
გაგრაში არის რკინიგზის სადგური, კლიმატური კურორტი, მცირე საწარმოები. გაგრაში არის ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის რეზიდენცია.