Ebooks, Audobooks and Classical Music from Liber Liber
a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z





Web - Amazon

We provide Linux to the World


We support WINRAR [What is this] - [Download .exe file(s) for Windows]

CLASSICISTRANIERI HOME PAGE - YOUTUBE CHANNEL
SITEMAP
Audiobooks by Valerio Di Stefano: Single Download - Complete Download [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Alphabetical Download  [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Download Instructions

Make a donation: IBAN: IT36M0708677020000000008016 - BIC/SWIFT:  ICRAITRRU60 - VALERIO DI STEFANO or
Privacy Policy Cookie Policy Terms and Conditions
ბათუმი - ვიკიპედია

ბათუმი

ვიკიპედიიდან

ბათუმი 1911 წელს.
გაზარდეთ
ბათუმი 1911 წელს.

ბათუმი -- ქალაქი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრი, ქალაქი 1878 წლიდან. მოსახლეობა 121,8 ათასი (2002 წ.).

მსხვილი საერთაშორისო ნავსადგური შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე, ბაქო - ბათუმის რკინიგზისა და ნავთობსადენის ბოლო პუნქტი, საავტომობილო გზების კვანძი. 137,5 ათასი მცხოვრები (1991). გაშენებულია ღრმა, კარგად დაცული ბუნებრივი ნავსაყუდელის ბათუმის ყურის ნაპირას. ზღვის დონიდან 5 მ, თბილისიდან 350 კმ (რკინიგზით).

ქალაქი გადაჭიმულია ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისაკენ 7 კმ-ზე. სიგანე ზღვის ნაპირიდან გორაკ-ბორცვებამდე 1-2,5 კმ. 1937 ჰა, აქედან განაშენიანებულია 1300 ჰა-ზე მეტი. ბათუმის ძირითადი ნაწილი სამხრეთიდან ეკვრის ყურეს და გაშენებულია კახაბრის ვაკის ჩრდილოეთ მონაკვეთზე, დანარჩენი ნაწილი ყურის აღმოსავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით - მდინარეების ბარცხანისა და ყოროლისწყლის გასწვრივ.

სექციების სია

[რედაქტირება] ისტორიული ცნება

ბათუმსა და მის მიდამოებში, მდ. ყოროლისწყლის შესართავთან, მის მარცხენა ნაპირზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა (გორა, სადაც VI საუკუნეში ციხე აიგო, რომელსაც მოსახლეობა დღეს "თამარის ციხეს" უწოდებს) ადასტურებს, რომ ეს მიდამოები ადამიანის მიერ ათვისებული იყო ჯერ კიდევ ძვ. წ. II-I ათასწლეულების მიჯნაზე. ადრინდელი ანტიკური ხანაში აქაურ მოსახლეობას ფართო სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა მეზობელ და შორეულ ქვეყნებთან. ძველი ბერძნები ამ პუნქტს "ბათჳსის" (Bathus) სახელით იცნობდნენ (პირველად მოხსენიებული აქვს არისტოტელეს). მომდევნო ხანის ბერძენი და რომაელი ავტორები (პლინიუსი, არიანე და სხვები) ამ სახელით მხოლოდ მდინარეს იხსენიებენ. რომაელ იმპერატორ ადრიანეს დროს (II ს.) დღევანდელი ბათუმის ტერიტორიაზე რომაელთა სამხედრო ბანაკი იყო. ადრინდელ ფეოდალურ ხანაში, სხვა ზღვისპირა პუნქტებისაგან განსხვავებით, ბათუმი დაწინაურებული იყო, რასაც ხელს უწყობდა მისი მდებარეობა ქვეყნის შიდა რაიონებისაკენ მიმავალი გზების დასაწყისში. ფეოდალურ ხანაში ბათუმის ციხის გარშემო არსებობდა სოფლის ტიპის დასახლება, მაგრამ იგი ქალაქადაც იხსენიება (ამბროჯო კონტარინი). XIII საუკუნის დასასრულს - XIV საუკუნის დასაწყისში ბათუმი ოდიშის მთავრებს - ბედიანებს ეკუთვნოდათ. XV საუკუნეში საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ გურიელების სამფლობელოა. 1547 წელს ქალაქი ოსმალებმა დაიკავეს. 1564 წელს როსტომ გურიელმა დაიბრუნა, მალე ისევ ოსმალთა ხელში გადავიდა. 1609 წელს მამია გურიელმა გაანადგურა ბათუმში მყოფი ოსმალთა გარნიზონი. მიუხედავად ამისა, ოსმალები კვლავ დაეუფლნენ ბათუმს. ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, XVIII საუკუნეში ბათუმი მცირე ქალაქი იყო, რასაც საუცხოო ციტადელი ჰქონდა. ბერლინის ტრაქტატით (1878) ბათუმი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. 1878-1886 წლებში ბათუმის ნავსადგური გამოცხადდა პორტო-ფრანკოდ (უცხოუხი საქონლის უბაჟოდ შემოტანა-გატანის უფლების მქონე ნავსადგურად), რამაც ხელი შეუწყო ქალაქის ზრდას. ბაქო-ბათუმის რკინიგზის გაყვანის (1883), ნავსადგურის რეკონსტრუქციისა და ბაქოსთან ნავთობსადენი მილით დაკავშირება (1897-1907) შემდეგ ბათუმი შავიზღვისპირეთის მნიშვნელოვანი ნავსადგური გახდა. აქედან გაჰქონდათ ნავთობპროდუქტები სხვა ქვეყნებში. ცარიზმი ბათუმსა და მთლიანად აჭარაში თანამიმდევრულად ახორციელებდა რუსიფიკატორულ პოლიტიკას. ბათუმში წარმოიქმნა ეროვნული მოძრაობის ძლიერი კერა, რომელსაც მესვეურობდნენ ი. მესხი, ვ. ასათიანი, მ. და ჰ. აბაშიძეები, გ. კაიკაციშვილი, დ. კლდიაშვილი და სხვები. ქართველი მოღვაწეები შეუპოვრად ებრძოდნენ რუს შოვინისტ მოხელეებს და თურქ ანექსიონისტებს. ქართული სულისკვეთბის აღორძინებაში დიდ როლს თამაშობდა ბათუმის ქართული გიმნაზია და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება. XX საუკუნის დამდეგს ბათუმის ნავთობის საწარმოებში შეიქმნა მუშათა სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციები, რომლებიც აწყობდნენ პოლიტიკური ხასიათის აქციებს. 1905 წლის ივლისში ბათუმის მუშები ჩაებნენ სამხრეთ რუსეთის საყოველთაო გაფიცვაში. 30 ნოემბერს მოხდა მუშათა შეიარაღებული აჯანყება, რომელსაც მხარი დაუჭირეს გურიის და ქვემო აჭრის შეიარაღბულმა "წითელმა ასეულებმა", რეაქციის წლებში ცარიზმმა ბათუმში გააძლიერა რეპრესიებო. I მსოფლიო ომის (1914-1918) დროს თურქეთის სარდლობის ცდა, ხელთ ეგდო ბათუმი, ჩაიშალა. ბრესტის ზავის (1918) თანახმად, ამიერკავკასიის კომისარიატისა და სეიმის თანხმობის გარეშე, ბათუმი და სამხრეთ საქართველოს მნიშვნელოვანი ნაწილი თურქეთს მიეკუთვნა. 1918 წლის აპრილში თურქებმა ბათუმში თავიანთი ჯარები შემოიყვანეს. I მსოფლიო ომში გერმანია-თურქეთის ბლოკის დამარცხების შემდეგ, მუდროსის დაზავების (1918) თანახმად, ბათუმში ინგლისელთა ჯარები შემოვიდნენ. ინგლისმა აქ შექმნა თავისი საგუბერნატორო. ამ დროს ბათუმის დაპატრონებას ცდილობდა, ერთი მხრივ, გენერალი ა. დენუკინი, მეორე მხრივ - პანთუქრისტული წრეების წარმომადგენელი სერვერ-ბეგ ათაბაგი, რომელიც ე. წ. "ყარსის მთავრობას" მესვეურობდა. ბათუმ-აჭარის მუსლიმანი ქართველობა წინ აღუდგა თეთრგვარდიელებისა და ოსმალო დამპყრობლების მცდელობას. 1919 წლის 31 აგვისტოს ბათუმში შეიკრიბა მუსლიმან ქართველთა წარმომადგენლობა, რომელმაც შეიმუშავა მიმაღტვა საქართველოს დამფუძნებული კრებისა და პარიზის საზავო კონფერენციისადმი. ამ მიმართვაში ბათუმი, ისევე, როგორც მთელი აჭარა, აღიარებული იყო საქართველოს განუყოფელ ნაწილად ავტონომიური მმართველობის უფლებით. საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ 1919 წლის 25 დეკემბერს აჭარის ოლქი ბათუმითურთ საქართველოს განუყოფელ ნაწილად გამოაცხადა, რაც აღიარებულია რუსეთ-საქართველოს 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებითაც. 1920 წლის 4 ივლისს ბათუმიდან გავიდა ინგლისის ჯარი. 1921 წლის თებერვალ-მარტში, როცა საბჭოთა რუსეთის ჯარები შემოიჭრნენ საქართველოში, ქემალისტურმა თურქეთმა კვლავ სცადა ბათუმის დაპატიმრება, მაგრამ გენერალ გ. მაზნიაშვილის ჯარებმა თურქებს ქალაქი დაატოვებინა. 1921 წლის 19 მარტს ბათუმი საბჭოთა რუსეთის ჯარებმა დაიკავეს.

ბათუმის მოსახლეობა და მოწინავე საზოგადოება არ შერიგებია კომუნისტურ რეჟიმს. აქაური ინტელიგენცია აქტიურად მონაწილეობდა 1924 წლის აგვისტოს ანტისაბჭოთა აჯანყებაში, რისთვისაც მწვავე რეპრესიები განიცადა.

საბჭოთა რეჟიმი ანგარიშს არ უწევდა ბათუმ-აჭარის ისტორიული ცხოვრების თავისებურებას. ფორსირებულად მიმდინარეობდა ბრძოლა ისლამური რელიგიის წინააღმდეგ, ადგილობრივი ტრადიციების (ჩადრი და სხვა) დასაძლევად, რაც მოსახლეობის დიდ უკმაყოფილებას იწვევდა. ინდუსტრიალიზაციისა და საყოველთაო კოლექტივიზაციის წლებში საბჭოთა ხელისუფლება აჭარაში ახორციელებდა მრავალ იძულებით ღონისძიებას. ყოველივე ამის გამო 1928 წელს აჭრის მოსახლეობა აჯანყდა და დაიწყო ანგარიშსწორება ხელმძღვანელი კომუნისტების მიმართ. 1937-1938 წლებში საბჭოთა ხელმძღვანელობამ ბათუმში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, განახორციელა უმკაცრესი რეპრესიები ე. წ. "ხალხის მტრების" წინააღმდეგ, რასაც ასეულობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

[რედაქტირება] ბუნება

ზღვის ნოტიო სუბტროპიკულია. იცის თბილი, უთოვლო ზამთარი და თბილი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურა 14,5°C, იანვარში საშუალო ტემპერატურა 7,1°C, აგვისტოში 23,2°C. ნალექები 2560 მმ წელიწადში. შეფარდებითი სინოტივე 81%. ხშირია კოკისპირული წვიმა თოვლი იშვიათად მოდის და მალე დნება. ზღვის წყლის საშუალო წლიური ტემპერატურა ნაპირთან 16,7°C. სანაპირო ზოლში კარგად არის გამოხატული ზღვის ბრიზები, რის გამოც სიცხე ნაკლებად შეიგრძნობა.

ბათუმის ტერიტორიაზე არის ტბა (ფართობი 0,06 კმ²). ქალაქსა და მის მიდამოებში გავრცელებულია მრავალნაირი სუბტროპიკული მცენარე. ჭარბობს ხელოვნურად გაშენებული პარკები, ჩაის პლანტაციები და ციტრუსოვანთა ნარგავები. გორაკ-ბორცვებზე აქა-იქ შემორჩენილია კოლხური ბუნებრივი ტყე და ბუჩქნარი.

[რედაქტირება] მოსახლეობა

1926 წლის აღწერით ბათუმში იყო 48,5 ათ. მცხოვრები, 1939 წ. - 70 ათ., 1959 წ. - 82,3 ათ., 1970 წ. - 101 ათ., 1979 წ. - 122, 8 ათ., 1989 წ. - 136, 9 ათასი. უკანასკნელ წლებში ქალაქის მოსახლეობის საშუალო წლიური მატება დაახლოებით 2%-ს შეადგენს. მოსახლეობა ეროვნული შემადგენლობა (1989): ქართველი - 65,9&, რუსი - 15,4%, სომეხი - 9,8%, უკრაინელი - 2,9%, ბერძენი - 2,0%, დანარჩენი - 4%.

[რედაქტირება] მმართველობა

[რედაქტირება] ეკონომიკა

ბათუმი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამრეწველო ცენტრია. მთავარი დარგებია ნავთობგადამუშავება, მანქანათმშენებლობა, ფარმაკო იმიური, მსუბუქი და კვების მრეწველობა. განვითარებულია აგრეთვე საშენი მასალების წარმოება და ხე-ტყის გადამუშავება. ზოგიერთი სამრეწველო საწარმოო უმთავრესად ადგილობრივი მოთხოვნილების ფართო მოხმარების საგნებს ამზადებს. ბათუმის ენერგეტიკული ბაზის შექმნაში დიდი როლი ითამაშა აჭარისწყლის ჰესმა, რომელიც ამჟამად ჩართულია საქართველოს ერთიან ენერგოსისტემაში. ქალაქის უმსხვილესი საწარმოა ბათუმის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა. 5 მანქანათსაშენი ქარხანა ამზადებს კვების მრეწველობის მანქანა-დანადგარებს, მცირე წყალწყვის გემებს (მ. შ. წყალქვეშაფრთიან კატარღებს), სამრეწველო და საყოფაცხოვრებო დანიშნულების ელექტროაპარატურასა და ხელსაწყოებს. მძლავრი ფარმაკოქიმიური საწარმო ამუშავებს სამკურნალო მცენარეებს და უშვებს 40-მდე დასახელების სამედიცინო პრეპარატს. სამრეწველო წარმოებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ავეჯის დამზადებას. მსუბუქი მრეწველობის საწარმოები - ტყავ-ფეხსაცმლისა და სამკერვალო გაერთიანებები - ამზადებებ საპირე ტყავს, ფეხსაცმელს, ტანსაცმელს და ფართო მოხმარების სხვა საგნებს. კვების მრეწველობის საწარმოებიდან აღსანიშნავია ციტრუსკომბინატი (უშვებს ციტრუსებსა და სხვა ხილი კონსერვებს). ქალაქში არის აგრეთვე თამბაქოსა და ჩაის ფაბრიკები, ხოცკომბინატი, პურკომბინატი, ლუდის, რძისა და თევზის ქარხნები. ბათუმზე მოდის აჭარის მრეწველობის მთლიანი პროდუქციის უდიდესი ნაწილი.

ბათუმი რესპუბლიკის მსხვილი სატრანსპორტო კვანძია, სადაც თავს იყრის საზღვაო, სარკინიგზო და საავტომობილო კომუნიკაციები. აქ წარმოებს მსხვილი საზღვაო-სატრანსპორტო ოპერაციები. ბათუმი კავკასიის ნავთობის გაზიდვის უძველესი და უმნიშვნელოვანესი ნავსადგურია შვი ზღვის მთლ სანაპიროზე. იგი აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით და დიდ საოკეანო ტანკერებს ემსახურება. სატრანსპორტო კვანძის საერთო ტვირთბრუნვაში სატრანზიტო ტვირთებთან ერთად დიდი ადგილი უკავია თვით ქალაქის და მისი უახლოესი მიდამოების სამეურნეო ტვირთებს. მთლიანად მექანიზებულია მშრალი ტვირთბის ჩატვირთვა-გადმოტვირთვის ოპერაციები. აშენდა ახალი საზღვაო ვაგზალი. მნიშვნელოვანია აგრეთვე მგზავრთა გადაყვანა შორეული და ადგილობრივი მარშრუტებით. უკანასკნელ წლებში ქალაქის ეკონომიკური კავშირურთიერთობაში დიდად გაიზარდა ავტოტრანსპორტის როლი. თანამედროვე საავტომობილო გზატკეცილებით ბათუმი დაკავშირებულია საქართველოს უმნიშვნელოვანეს ცენტრებთან, აჭარის შიგა რაიონებთან და თურქეთთან. ქალაქის მახლობლად არის აეროპორტი.

[რედაქტირება] კულტურა

[რედაქტირება] ღირშესანიშნაობანი

აჭარის მუზეუმი, ბათუმის აკვარიუმი, ბოტანიკური ბაღი, დელფინარიუმი, ცირკი და “ბათუმის რივიერა” - დასასვენებელი და გასართობი კომპლექსი შავი ზღვის სანაპიროზე. ბათუმში არის ყველა მთავარი რელიგიური მიმდინარეობის საკულტო ნაგებობები: მართლმადიდებლობის, კათოლიციზმის, ისლამის, იუდაიზმის. ბათუმში არის ბათუმისა და სხალთის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.

[რედაქტირება] ბათუმის საფოსტო მარკები

ბათუმის მარკები
გაზარდეთ
ბათუმის მარკები

ბრიტანეთის ოკუპაციის დროს ადრე გამოშვებული რუსული საფოსტო მარკების მარაგი ამოიწურა და 1919 წლის თებერვალში ადმინისტრაციამ ახალი მარკები დაბეჭდა. ეს იყო პერფორირებული მარკები ალოეს ხის გამოსახულებით და წარწერით БАТУМСКАЯ ПОЧТА. მოგვიანებით ბრიტანელებმა მასზე შტამპი "BRITISH OCCUPATION" (ბრიტანეთის ოკუპაცია) დაარტყეს. შტამპებზე ფასი ცვალებადი იყო, თუმცა მოგვიანებით, 1920 წელს, ინფლაციის დონის ზრდის გამო, ყოფილი 5 კაპიკიანი მარკები ახალი დენომინაციებით გამოიცა (50 რუბლამდე). ბრიტანეთის მმართველობის ხანმოკლეობის მიუხედავად სამი სახის მარკა დიდი რაოდენობით არსებობს (შესაძლოა დამატებითი მარკები ოკუპაციის შემდეგაც დაიბეჭდა), თუმცა ხელმეორედ გადაბეჭდილი შტამპები არც ისე ბევრია და 2003 წლისთვის კოლექციონერთა შორის მათი ფასი $500 ამ. დოლარზე მეტს აღწევდა.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში



აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
ბათუმი | ქედის რაიონი | ქობულეთის რაიონი | შუახევის რაიონი | ხელვაჩაურის რაიონი | ხულოს რაიონი
Our "Network":

Project Gutenberg
https://gutenberg.classicistranieri.com

Encyclopaedia Britannica 1911
https://encyclopaediabritannica.classicistranieri.com

Librivox Audiobooks
https://librivox.classicistranieri.com

Linux Distributions
https://old.classicistranieri.com

Magnatune (MP3 Music)
https://magnatune.classicistranieri.com

Static Wikipedia (June 2008)
https://wikipedia.classicistranieri.com

Static Wikipedia (March 2008)
https://wikipedia2007.classicistranieri.com/mar2008/

Static Wikipedia (2007)
https://wikipedia2007.classicistranieri.com

Static Wikipedia (2006)
https://wikipedia2006.classicistranieri.com

Liber Liber
https://liberliber.classicistranieri.com

ZIM Files for Kiwix
https://zim.classicistranieri.com


Other Websites:

Bach - Goldberg Variations
https://www.goldbergvariations.org

Lazarillo de Tormes
https://www.lazarillodetormes.org

Madame Bovary
https://www.madamebovary.org

Il Fu Mattia Pascal
https://www.mattiapascal.it

The Voice in the Desert
https://www.thevoiceinthedesert.org

Confessione d'un amore fascista
https://www.amorefascista.it

Malinverno
https://www.malinverno.org

Debito formativo
https://www.debitoformativo.it

Adina Spire
https://www.adinaspire.com