კიოლნის საკათედრო ტაძარი
ვიკიპედიიდან
კიოლნის საკათედრო ტაძარი (გერმ. Kölner Dom, სრული სახ. Hohe Domkirche St. Peter und Maria) ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არქიტექტურული მონუმენტია გერმანიაში და კიოლნის უმთავრეს ღირშესანიშნაობად ითვლება მე-19 საუკუნის ბოლოდან, მისი დასრულების შემდგომი დროიდან მოყოლებული. კათედრალს მართავს რომის კათოლიკური ეკლესია და აქ მდებარეობს კიოლნის არქიეპისკოპოსის რეზიდენცია. 1880 წელს ტაძრის ქიმების დასრულებიდან, კათედრალი მსოფლიოს უმაღლესი ნაგებობა იყოს ოთხი წლის განმავლობაში, რის შემდეგაც მას სიმაღლეში ვაშინგტონის მონუმენტმა გაუსწრო (ქ. ვაშინგტონში). ის ასევე მსოფლიოს უმაღლესი საცხოვრებლად ვარგისი შენობა იყო პარიზში 1889 წელს ეიფელის კოშკის დასრულებამდე. კიოლნის კათედრალის დასავლეთის ფასადი უდიდესია სხვა მსგავს ტაძართა შორის და ის დღემდე რჩება სიდიდით მეორე გოთურ ნაგებობად მსოფლიოში. ამ მხრივ მას მხოლოდ ულმის მიუნსტერის კოშკი უსწრებს.