Ebooks, Audobooks and Classical Music from Liber Liber
a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z





Web - Amazon

We provide Linux to the World


We support WINRAR [What is this] - [Download .exe file(s) for Windows]

CLASSICISTRANIERI HOME PAGE - YOUTUBE CHANNEL
SITEMAP
Audiobooks by Valerio Di Stefano: Single Download - Complete Download [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Alphabetical Download  [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Download Instructions

Make a donation: IBAN: IT36M0708677020000000008016 - BIC/SWIFT:  ICRAITRRU60 - VALERIO DI STEFANO or
Privacy Policy Cookie Policy Terms and Conditions
ასწლიანი ომი - ვიკიპედია

ასწლიანი ომი

ვიკიპედიიდან

ევროპის რუქა 1430 წლისთვის, ომის დასასრულს.
გაზარდეთ
ევროპის რუქა 1430 წლისთვის, ომის დასასრულს.

ასწლიანი ომი, ომი ინგლისსა და საფრანგეთს შორის, ფაქტობრივად გაგრძელდა 116 წელიწადს (1337 - 1453). ასწლიანი ომი თანამედროვე ისტორიკოსებმა შეარქვეს. ისტორიკოსები ამ კონფლიქტებს საერთო სახელწოდებით მოხერხებულობის გამო აერთიანებენ.

სექციების სია

[რედაქტირება] ომის მიზეზები

ასწლიანი ომის მთავარი მიზეზი იყო ბრძოლა საფრანგეთის მიწებისათვის, რომლებიც ინგლისის მეფეებს ეპყრათ ჰენრი II პლატაგენეტის დროიდან. ამ მიწებისათვის რამდენჯერმე წამოწყებული ომი XII - XIII საუკუნეები (ე. წ. "პირველი ასწლიანი ომი") დასრულდა პარიზის ზავით (1259), რომლის ძალით ინგლისმა შეინარჩუნა მხოლოდ აკვიტანია (გიენი). დავა ამ სამფლობელოებისათვის დროდადრო (1294 - 1296, 1324) იწვევდა კონფლიქტებს. ამას ემატებოდა ინგლის-საფრანგეთის უთანხმოება შოტლანდიის (რომელსაც საფრანგეთი ეხმარებოდა ინგლისის წინააღმდეგ), ბრეტანის და, განსაკუთრებით, მდიდარი, შალის მრეწველობით განთქმული, ფლანდრიის გამო, რომელიც პოლიტიკურად დაკავშირებული იყო საფრანგეთთან, ხოლო ეკონომიურად დამოკიდებული იყო ინგლისის მატყლის იმპორტზე. ინგლისის მეფემ ისარგებლა ფლანდრიელი ხელოსნების ბრძოლით (ი. არტეველდეს მეთაურობით) და ფლანდრის ინგლისის ძლიერ მოკავშირედ აქცია. ასწლიანი ომის უშუალო მიზეზად იქცა საფრანგეთის ტახტის მემკვიდრეობის საკითხი. ფილიპ IV ლამაზის უმცროსი შვილის შარლ IV-ის სიკვდილით 1328 კაპეტინგების დინასტია შეწყდა. ფრანგმა დიდკაცებმა უარყვეს ფილიპ IV-ის ასულის იზაბელად ვაჟის - ინგლისის მეფის ედუარდ III-ის პრეტენზია ("სალიკური სამართლის ძალით ქალს ტახტზე უფლება არა აქვსო") და გაამეფეს ფილპ IV-ის ძმისწული, ფილიპ VI ვალუა. ედუარდ III-მ თავდაპირველად ცნო ფილიპი საფრანგეთის მეფედ (1329), მაგრამ აკვიტანიისა და შოტლანდიის საკითხებით გამოწვეულ კონფლიქტთან დაკავშირებით განაახლა თავისი პრეტენზია და ომი გამოუცხადა მას. ასწლიანი ომი იყოფა სამ პერიოდად.

[რედაქტირება] ომის პირველი პერიოდი

ომის პირველი პერიოდი (1337 - 1360) წარიმართა ინგლისის წარმატებით, რაც განპირობებული იყო მისი ეკომოიური განვითარებისა და სამხედრო მომზადების უპირატესობით. სლეისის ბრძოლაში 1340 წლის 24 ივნისს ინგლისმა გაანადგურა საფრანგეთის სამხედრო ფლოტი. კრესის ბრძოლაში ( 1346 წლის 26 აგვისტო), როცა ინგლისელებმა პირველად გამოიყენეს არტილერია, მათ მძიმე დამარცხება აგემეს ფრანგებს და აიღეს ქ. კალე (1347). პუატიეს ბრძოლაში (1356 წლის 19 სექტემბერს) ინგლისელებმა შავი პრინცის სარდლობით სასტიკად დაასმარცხეს ფრანგები, ტყვედ იგდეს ჟან II კეთილი და მრავალი ფრანგი დიდებული. ამას მოჰყვა საფრანგეთის საქმეების აწეწა, პარიზის აჯანყება 1357 - 1358, ჟაკერია. ბრეტანიის ზავით (1360 წლის 8 მაისი) ინგლისმა მიიღო დიდძალი მიწები სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში. სამაგიეროდ ზავით მიღებული შესვენება შარლ V-მ გამოიყენა საფრანგეთის მნიშვნელოვანი გარდაქმნებისათვის (ფინანსური და სამხედრო რეფორმები, დაქირავებული ჯარისა და არტილერიის შექმნა, სამხედრო ფლოტის აღდგენა).

[რედაქტირება] ომის მეორე პერიოდი

ასწლიანი ომის მეორე პერიოდი (1369 - 1380) წარიმართა ფრანგების წარმატებით. ინგლისს შერჩა მცირედი, განცალკევებულად მდებარე მიწები (კალე, შერბური, ბრესტი, ბორდო). საერთო შუინაგანმა კრიზისმა ორივე სახელმწიფო ხანგრძლივად დააზავა ერთმანეთს (1380 - 1415). XV საუკუნის დამდეგს საფრანგეთში შექმნილი მძიმე მდგომარეობა (ფეოდალური არეულობა, შარლ VI-ის გაგიჟება, კაბოშინების აკებსა და ბურგინიონებს შორის) გამოიყენა ინგლისის მეფემ ჰენრი V-მ და განაახლა ომი.

[რედაქტირება] ომის მესამე პერიოდი

ასწლიანი ომის მესამე პერიოდი (1415 - 1453) თავდაპირველად წარიმართა ინგლისის სასარგებლოდ. ჰენრი V-მ სასტიკად დაამარცხა არმანიაკები აზენკურის ბრძოლაში (1415 წლის 25 ოქტომბერი). ბურგინიონები, რომლებიც "ნეიტრალიტეტს" იცავდნენ, მოგვიანებით (1419) ინგლისის აშკარა მოკავშირენი გახდნენ. ჰენრი V-მ დაიპყრო ჩრდილოეთ საფრანგეთი პარიზითურთ და შარლ VI-ტან დადე3ბული ტრუას ხელშეკრულებით (1420 წლის 21 მაისს) იგი ცნობილი იქნა საფრანგეთის რეგენტად და ტახტის მემკვიდრედ. ორივე მეფის სიკვდილის შემდეგ (1422), "ინგლისისა და საფრანგეთის მეფედ" აღიარეს მცირეწლოვანი ჰენრი VI (ჰენრი V-ის ძე). რეგენტის ჯ. ბედფორდის სარდლობით ინგლისელებმა და ბურგუნიონებმა დაასრულეს ლუარის ჩრდილოეთით მდებარე მიწების დაპყრობა და ალყა შემოარტყეს ქ. ორლეანს - "ლუარის გაღმა მიწების გასაღებს" (1428 წლის 12 ოქრომბერი). საფრანგეთში დაიწყო სახალხო-პატრიოტული მოძრაობა ჟან დ’არკის მეთაურობით, რომელმაც ინგლისელებსა და მათ მოკავშირეებზეე ბრწყინვალე გამარჯვებები მოიპოვა (ორლეანის ალყის მოხსნა 1429 წლის 8 მაისი, პატეს ბრძოლა 1429 წლის 18 ივნისი და სხვა), გაათავისუფლა რამდენიმე ქალაქი და უზრუნველყო შარლ VII-ის მეფედ კურთხევა რეიმსში (1429 წლის 17 ივლისი). მიუხედავად კომპიენთან ან დ’არკის დატყვევებისა (1430 წლის 23 მაისი) და კოცონზე დაწვისა (1431 წლის 30 მაისი), გამარჯვება საფრანგეთის მხარეზე იყო, რაც დააჩქარა ბურგონის ჰერცოგთან დაზავებამ (არასის ზავი, 1435 წლის 20 ოქტომბერი). განთავისუფლებულ იქნა პარიზი (1436), შამპანი (1441), მენი და ნორმანდია (1450).

გიენის განთავისუფლებით (1453) ომი ფაქტობრივად შეწყდა, მაგრამ საომარი მდგომარეობა გრძელდებოდა. მას ბოლო მოუღო ედუარდ IV-სა და ლუი XI-ს შორის დადებულმა პიკინის ზავმა (1475 წლის 29 აგვისტო). ინგლისს საფრანგეთში მხოლოდ კალე შერჩა (ფლობდა 1558-მდე), ხოლო ინგლისის მეფეს - "საფრანგეთის მეფის" ტიტული, რომელზეც იგი იძულებული იყო უარი ეთქვა ამიენის ზავის თანახმად 1802 წლის 27 მარტს.


Our "Network":

Project Gutenberg
https://gutenberg.classicistranieri.com

Encyclopaedia Britannica 1911
https://encyclopaediabritannica.classicistranieri.com

Librivox Audiobooks
https://librivox.classicistranieri.com

Linux Distributions
https://old.classicistranieri.com

Magnatune (MP3 Music)
https://magnatune.classicistranieri.com

Static Wikipedia (June 2008)
https://wikipedia.classicistranieri.com

Static Wikipedia (March 2008)
https://wikipedia2007.classicistranieri.com/mar2008/

Static Wikipedia (2007)
https://wikipedia2007.classicistranieri.com

Static Wikipedia (2006)
https://wikipedia2006.classicistranieri.com

Liber Liber
https://liberliber.classicistranieri.com

ZIM Files for Kiwix
https://zim.classicistranieri.com


Other Websites:

Bach - Goldberg Variations
https://www.goldbergvariations.org

Lazarillo de Tormes
https://www.lazarillodetormes.org

Madame Bovary
https://www.madamebovary.org

Il Fu Mattia Pascal
https://www.mattiapascal.it

The Voice in the Desert
https://www.thevoiceinthedesert.org

Confessione d'un amore fascista
https://www.amorefascista.it

Malinverno
https://www.malinverno.org

Debito formativo
https://www.debitoformativo.it

Adina Spire
https://www.adinaspire.com