პოლო, მარკო
ვიკიპედიიდან
მარკო პოლო (15 სექტემბერი, 1254, ვენეცია; 8 იანვარი, 1324, ვენეცია) – ვენეციელი ვაჭარი და მოგზაური, ერთ-ერთი პირველი ევროპელთაგანი, რომელმაც აბრეშუმის გზის გავლით ჩინეთს მიაღწია. მისი მოგზაურობა აღწერილია რუსტიჩელო პიზელის Il Milione–ში, რომელიც მარკო პოლომ თავად უკარნახა ავტორს 1298–1299 წლებში გენუაში ციხეში ყოფნისას.