Ebooks, Audobooks and Classical Music from Liber Liber
a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z





Web - Amazon

We provide Linux to the World


We support WINRAR [What is this] - [Download .exe file(s) for Windows]

CLASSICISTRANIERI HOME PAGE - YOUTUBE CHANNEL
SITEMAP
Audiobooks by Valerio Di Stefano: Single Download - Complete Download [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Alphabetical Download  [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Download Instructions

Make a donation: IBAN: IT36M0708677020000000008016 - BIC/SWIFT:  ICRAITRRU60 - VALERIO DI STEFANO or
Privacy Policy Cookie Policy Terms and Conditions
ბუნება - ვიკიპედია

ბუნება

ვიკიპედიიდან

სამყაროს ყველაზე ღრმა შესამჩნევი სინათლის გამოსახულება, გადაღებული ჰაბლიდან, ნასა.
გაზარდეთ
სამყაროს ყველაზე ღრმა შესამჩნევი სინათლის გამოსახულება, გადაღებული ჰაბლიდან, ნასა.
დედამიწის გამოსახულება მიღებული აპოლო 17-დან.
გაზარდეთ
დედამიწის გამოსახულება მიღებული აპოლო 17-დან.
Aphthona flava.
გაზარდეთ
Aphthona flava.
წყალბადის ატომები.
გაზარდეთ
წყალბადის ატომები.

ბუნება (ლათ. natura, ბერძ. φύσις) — მატერიალური სამყარო, მსოფლიო, მთელი მატერია და ენერგია მის საწყის ფორმაში, მეცნიერული შესწავლის ძირითადი საგანი. ტერმინი ხშირად გამოიყენება ადამიანის არსებობის ბუნებრივი გარემოს მნიშვნელობით (ყველაფერი რაც ჩვენს ირგვლივ გვაკრავს, ადამიანის ხელით შექმნილის გარდა).

ბუნების ლათინური ექვივალენტი natura მნიშვნელობით ენათესავება "დაბადებას", მაშინ როცა ბერძნული φύσις (ფიზის) უკავშირდება "ზრდას". ბუნების სპექტრი მოიცავს ყველაფერს უნივერსალურიდან სუბატომურამდე. მასში შედის ყველაფერი ცხოველური, მცენარეული და მინერალური; ყველა ნატურალური რესურსი და მოვლენა (ქარიშხალი, ჭექა-ქუხილი, მიწისძვრა და მისთ.). ის ასევე მოიცავს ცხოველურ არსებათა ქცევასაც და უსულო საგნებთან დაკავშირებულ პროცესებსაც - თუ რა სახით იცვლება ეს საგნები.

სექციების სია

[რედაქტირება] ბუნების ნაწილები

[რედაქტირება] ბუნება დედამიწისა და მისი ატმოსფეროს გარეთ

მოვლენები და ფენომენი დედამიწისა და მისი ატმოსფეროს გარეთ ასტრონომიის ნატურალური მეცნიერების შესწავლის საგანია.

[რედაქტირება] სიცოცხლე

სიცოცხლე, ორგანიზმთა მახასიათებლები და მათი ქცევა, თუ როგორ ჩნდება ესათუის ჯიში ან არსება, ურთიერთობა მათ შორის და გარემო რომელშიც ისინი არსებობენ არის ბიოლოგიის ნატურალური მეცნიერების შესწავლის საგანი. ბიოლოგიის განშტოება, რომელიც ორგანიზმთა ურთიერთქმედებას სწავლობს მათ გარემოზე ეკოლოგია ჰქვია.

[რედაქტირება] ქიმიური ელემენტები

ქიმიური ელემენტებისა და შენაერთთა სტრუქტურა, მახასიათებლები, შემადგენლობა და რეაქციები ნატურალური მეცნიერება ქიმიის შესწავლის საგანია.

[რედაქტირება] მატერია და ძალა

მატერიისა და ძალის ინტერაქცია და ქცევა არის ნატურალური მეცნიერება ფიზიკის შესწავლის საგანი.

[რედაქტირება] დედამიწა

ყველაფერი რაც დაკავშირებულია პლანეტა დედამიწასთან გეოლოგიის შესწავლის საგანია.

[რედაქტირება] ბუნების ფილოსოფია

[რედაქტირება] მეტაფიზიკა

ფილოსოფიაში შეხედულებას, რომლის მიხედვით ატომთა, ცხოველთა, გრავიტაციის, ვარსკვლავთა, ქართა, მიკრობთა და ა.შ. მატერიალური სამყარო ფაქტიურად არსებობს ჩვენი დაკვირვებისგან დამოუკიდებლად რეალიზმი ეწოდება; საწინააღმდეგო შეხედულებას კი - იდეალიზმი.

[რედაქტირება] ბუნებრივი და ხელოვნური

ხშირად ანსხვავებენ ერთმანეთისგან "ბუნებრივსა" და "ხელოვნურს", თუმცა რამდენად მართებული მათი განცალკევება ხშირი დებატების საგანია. ერთ-ერთი შეხედულებით ყველაფერს გონებრივს ანცალკევებენ ნატურალური სამყაროსგან; მეორე მოსაზრებით ბუნებრივს უნდა გამოეყოს არა მარტო გონებრივი, არამედ ასევე ჰუმანური (ადამიანური) და მათი ზემოქმედება. ორივე შემთხვევაში საზღვარი ნატურალურსა და ხელოვნურს შორის რთული გასავლელია (იხ. გონება-სხეულის პრობლემა.) ზოგიერთი ადამიანი მიიჩნევს, რომ პრობლემისგან თავის არიდება შეიძლება იმის დაშვებით, რომ ყველაფერი ბუნებრივია, თუმცა ეს "ხელოვნურის" კონცეფციის განსაზღვრებას არ აადვილებს. ნებისმიერ შემთხვევაში, გაურკვევლობა ნატურალურსა და ხელოვნურ ნამოქმედარს შორის არსებული ზღვარზე ოდითგანვე ხელოვნების, ლიტერატურისა და ფილოსოფიის აღმაფრენის წყარო ყოფილა.

კიდევ ერთი თვალსაზრისით უნდა გამოიყოს ნატურალური პროცესები და ხელოვნური პროცესები. ამ შეხედულებით, რაიმე პროცესი ან ადამიანის ზემოქმედებით ხდება ან არა. მაგ. ოთახი შესაძლოა ნუთურის ჩამრთველზე დაჭერით განადთეს, ან იგივე ოთახი შესაძლოა ფანჯრიდან შემოსულმა მზის შუქმა გაანათოს. ამ შეხედულებით, ხელოვნურობა მკაფიოდ ადამიანის ნებით განხორციელებული ქმედებაა.

ბუნებრივისა და ხელოვნურის ერთმანეთისგან განსხვავების პრობლემა ძველი ბერძნებისთვისაც აქტუალური იყო. თანამედროვე ფილოსოფოსები, მაგ. დევიდ ჰიუმი და ჯონ სტიუარტ მილი ხშირად აკრიტიკებენ ნებისმიერ მცდელობას რათა რაიმე მორალური მნიშვნელობა მიეცეს ამგვარ განსაზღვრებას.

[რედაქტირება] ბუნების სილამაზე

მწერალს სტივენ ფრაის კომენტარით, თუ ირგვლივ მიმოვიხედავთ, ნებისმიერ სუშნოვე ჩვენს ირგვლივ ადამიანის ხელით არის შექმნილი; ეს არგუმენტი ხელს უწყობს საყოველთაოდ გავრცელებულ აზრს იმაზე, რომ ბუნება განუსაზღვრელად ლამაზია. ის ფაქტი, რომ ბუნების სილამაზე ადამიანის ხელოვნების აღმაფრენის უდიდესი წყარო იყო ოდითგანვე კიდევ უფრო აძლიერებს ბუნებასა და სილამაზეს შორის ასოციაციას. ამ აზრს იზიარებს მრავალი მეცნიერიც; ფრანგ მათემატიკოს, ჟულს ანრი პოანკარეს (1854-1912) უთქვამს:

"მეცნიერი ბუნებას არ სწავლობს რადგან ეს მისთვის სასარგებლოა; მეცნიერი ბუნებას სწავლობს რადგან ის აღაფრთოვანებს მას, ის აღფთოვანებულია მით, რადგან ის ლამაზია. ბუნება ლამაზი რომ არ იყოს ის შესწავლის ღირსი არ იქნებოდა, და ბუნება შესწავლის ღირსი რომ არ იყოს, სიცოცხლე ცხოვრების ღირსი არ იქნებოდა. რა თქმა უნდა მე არ ვგულისხმობ სილამაზეს, რომელიც ჩვენს გრძნობებზე მოქმედებს - შემადგენლობისა და გარეგნობის სილამაზე; არც ამგვარი სილამაზის დაკნინება მსურს, თუმცა მას არავითარი კავშირი აქვს მეცნიერებასთან; მე ვგულისხმობ სილამაზეს, რომელიც მოდის ბუნების შემადგენელ ნაწილთა შორის ჰარმონიული წესრიგისგან, და რომლის შეცნობა წმინდა შემეცნებას ძალუძს".

[რედაქტირება] დაკავშირებული კონცეფციები

[რედაქტირება] იხ. აგრეთვე

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

თარგი:ბუნება

Our "Network":

Project Gutenberg
https://gutenberg.classicistranieri.com

Encyclopaedia Britannica 1911
https://encyclopaediabritannica.classicistranieri.com

Librivox Audiobooks
https://librivox.classicistranieri.com

Linux Distributions
https://old.classicistranieri.com

Magnatune (MP3 Music)
https://magnatune.classicistranieri.com

Static Wikipedia (June 2008)
https://wikipedia.classicistranieri.com

Static Wikipedia (March 2008)
https://wikipedia2007.classicistranieri.com/mar2008/

Static Wikipedia (2007)
https://wikipedia2007.classicistranieri.com

Static Wikipedia (2006)
https://wikipedia2006.classicistranieri.com

Liber Liber
https://liberliber.classicistranieri.com

ZIM Files for Kiwix
https://zim.classicistranieri.com


Other Websites:

Bach - Goldberg Variations
https://www.goldbergvariations.org

Lazarillo de Tormes
https://www.lazarillodetormes.org

Madame Bovary
https://www.madamebovary.org

Il Fu Mattia Pascal
https://www.mattiapascal.it

The Voice in the Desert
https://www.thevoiceinthedesert.org

Confessione d'un amore fascista
https://www.amorefascista.it

Malinverno
https://www.malinverno.org

Debito formativo
https://www.debitoformativo.it

Adina Spire
https://www.adinaspire.com