ბიოლოგია
ვიკიპედიიდან
ბიოლოგია არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ცოცხალ არსებათა აგებულებას, ფუნქციებს, გავრცელებას, წარმოშობას, განვითარებას, კავშირს ერთმანეთთან და არაცოცხალ ბუნებასთან. იგი მოიცავს სიცოცხლის შემსწავლელ მრავალ სხვა მეცნიერებას. ბიოლოგიის კვლევის მთავარი მეთოდებია: დაკვირვება, აღწერა, შედარება და ექსპერიმენტი. კვლევის შედეგები განიხილება ცოცხალ არსებათა ისტორიული ნათესაობისა და განვითარების თვალსაზრისით. ბიოლოგიის მიერ დადგენილ ფაქტებს და კანონზომიერებებს იყენებს მედიცინა, სოფლის მეურნეობა და სხვა დარგები.
სექციების სია |
[რედაქტირება] ეტიმოლოგია
ტერმინი "ბიოლოგია" მიღებულია ბერძნული სიტყვებისაგან: βίος (bios) – "სიცოცხლე" და λόγος (logos) – "მოძღვრება". ეს ტერმინი პირველად 1802 წელს შემოიღეს ფრანგმა მეცნიერმა ჟ.ბ.ლამარკმა და გერმანელმა მეცნიერმა გ.რ.ტრევინარიუსმა.
[რედაქტირება] ბიოლოგიურ მეცნიერებათა სისტემა
[რედაქტირება] ბიოლოგიის დარგები
ანატომია – ბოტანიკა – გენეტიკა – ეკოლოგია – ემბრიოლოგია – ვირუსოლოგია – ზოოლოგია – მიკრობიოლოგია – პალეონტოლოგია – ფიზიოლოგია – ციტოლოგია – ჰისტოლოგია
[რედაქტირება] მეცნიერებათაშორისი დისციპლინები
ბიოგეოგრაფია – ბიოინჟინერია – ბიონიკა – ბიოკიბერნეტიკა – ბიოტექნოლოგია – ბიოფიზიკა – კოსმოსური ბიოლოგია
[რედაქტირება] დაკავშირებული მეცნიერებები
ანთროპოლოგია – ნიადაგმცოდნეობა
[რედაქტირება] ბიოლოგიის ისტორია
ბიოლოგიური ცოდნის საწყისებს ვხვდებით ძველი ცივილიზაციების მოაზროვნეთა და მკურნალთა თხზულებებში, მათ შორის: ჰიპოკრატესთან, არისტოტელესთან და სხვ. შუა საუკუნეებში ბიოლოგიის განვითარება შეფერხდა, თუმცა უკვე მე–16-17 საუკუნეების მკვლევარებმა დიდძალი მასალა დააგროვეს ორგანიზმების აგებულების შესახებ.
იხ. სრული ტექსტი.
[რედაქტირება] ბიოლოგიის საერთო ცნებები და ტერმინები
[რედაქტირება] კვლევის ობიექტები
ერთუჯრედიანი ორგანიზმი - ვირუსი - მიკროორგანიზმი - მცენარე - ცხოველი
[რედაქტირება] ძირითადი ცნებები
ბიოსფერო - ბუნებრივი შერჩევა - გარემო - გენი - დნმ - ევოლუცია - ეკოსისტემა - ორგანიზმი - რეპროდუქცია - სახეობა - სიცოცხლე - უჯრედი
[რედაქტირება] გამოჩენილი ბიოლოგები
არისტოტელე - ბერნარი, კლოდ - ბიუფონი, ჟორჟ ლუი ლეკლერკ - ბროუნი, რობერტ - გალენი - დარვინი, ჩარლზ - ვეზალიუსი - ვოლფი, კასპარ ფრიდრიხ - კიუვიე, ჟორჟ - ლამარკი, ჟან ბატისტ - ლევენჰუკი, ანტონი ვან - ლინეი, კარლ - ლორენცი, კონრად - მენდელი, გრეგორ - მეჩნიკოვი, ილია - პავლოვი, ივან - პასტერი, ლუი - ფრიში, კარლ ფონ - ჰარვეი, უილიამ - ჰუმბოლდტი, ალექსანდერ ფონ
იხ. სრული ნუსხა.
[რედაქტირება] ბიოლოგიური დაწესებულებები
- ბიოლოგიის ინსტიტუტი
- ბიოლოგიური საზოგადოება
- ბიოლოგიურ მეცნიერებათა საერთაშორისო კავშირი