30 ნოემბერი
ვიკიპედიიდან
<< | ნოემბერი | >> | ||||
კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
1 | 2 | 3 | 4 | |||
5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 |
19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 |
26 | 27 | 28 | 29 | 30 | ||
2006 |
30 ნოემბერი არის გრიგორიანული კალენდრის 334-ე დღე (ნაკიან წლებში – 335-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 31 დღე.
სექციების სია |
[რედაქტირება] დღის მოვლენები
- 1782 : ამერიკის რევოლუცია - პარიზში აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებმა წინასამშვიდობო ხელშეკრულების პირობებს მოაწერეს ხელი (საბოლოოდ ფორმალიზებულ იქნა როგორც პარიზის ხელშეკრულება).
- 1803 : ახალ ორლეანში ესპანეთის წარმომადგენლებმა ოფიციალურად გადასცეს ლუიზიანის ტეროტორია საფრანგეთის წარმომადგენლებს. 20 დღის შემდეგ საფრანგეთმა იგივე ტერიტორია აშშ-ს მიჰყიდა (ლუიზიანას შესყიდვა).
- 1853 : ყირიმის ომი - რუსეთის საზღვაო ძალებმა ვიდეადმირალ ნახიმოვის მეთაურობით ოსმალეთის ფლოტი გაანადგურა სინოპის ბრძოლაში.
- 1872 : ისტორიაში პირველი საერთაშორისო საფეხბურთო მატჩი ჩატარდა გლაზგოში შოტლანდიასა და ინგლისს შორის.
- 1922 : შეიქმნა ჩეჩნეთის ავტონომიური რესპუბლიკა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში.
- 1936 : ლონდონში ხანძარმა ბროლის სასახლე გაანადგურა.
- 1939 : ზამთრის ომი - საბჭოთა ჯარი ფინეთში შეიჭრა.
- 1943 : მმო - თეირანის კონფერენცია - აშშ-ის, ბრიტანეთის და საბჭოთა ლიდერები შეთანხმდნენ 1944 წლის ივლისში ევროპაში ოპერაცია ოვერლორდის განხორციელებაზე.
- 1966 : ბარბადოსი დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებელი ხდება.
- 1967 : სამხრეთ იემენის სახალხო რესპუბლიკა დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებელი ხდება.
- 1974 : ლუსი (ავსტრალოპითეკუსი) იპოვეს დონალდ იოჰანონმა, მორის ტაიებმა, ივ კოპენსმა და ტიმ უაიტმა ეთიოპიის აფარის დაბლობზე.
- 1979 : გამოვიდა ფინკ ფლოიდის ბოლო ალბომი "კედელი" კლასიკური შემადგენლობით.
- 1998 : დოიჩე ბანკი $10 მილიარდად ყიდულობს ბენკერს ტრასტს და მსოფლიოში უდიდესი ფინანსური დაწესებულება ხდება.
- 2005 : ჯონ სენტამუ ინგლისის ეკლესიის პირველი შავკანიანი არქიეპისკოპოსი ხდება.
[რედაქტირება] ამ დღეს დაბადებულნი
- 1667 : სვიფტი, ჯონათან - ირლანდიელი მწერალი ( გარდ. 1745)
- 1670 : ტონალდი, ჯონ - ფილოსოფოსი (გარდ.1722)
- 1817 : მომზენი, თეოდორ - გერმანელი ისტორიკოსი, ძველი რომის ისტორიისა და რომის სამართლის სპეციალისტი.
- 1835 : ტვენი, მარკ- ამერიკელი მწერალი (გარდ.1910)
- 1869 : დალენი, გუსტაფ - შვედი ფიზიკოსი
- 1874 : სერ ჩერჩილი, უინსტონ - დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი (გარდ.1965)
- 1915 : ტაუბე, ჰენრი - კანადელი ქიმიკოსი
- 1937 : სკოტი, რიდლი - რეჟისორი
- 1945 : გლოვერი, როჯერ - უელსელი გიტარისტი (ჯგუფი დიფ ფარფლი)
- 1965 : სტილერი, ბენ - მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი, მწერალი
- 1980 : ზიდო - თანამედროევეობის ყველაზე წარმატებული გერმანელი რეპერი.
- 1983 : ჯოხაძე, დავით (Mr. JOXA) - ქართველი როკ-მუსიკოსი
[რედაქტირება] ამ დღეს გარდაცვლილნი
- 1016 : ედმუნდ II - ინგლისის მეფე
- 1718 : კარლოს XII - შვედეთის მეფე
- 1812 : არსენ თბილელი - ქართლ-კახეთის სამეფოს საეკლესიო მოღვაწე
- 1900 : უაილდი, ოსკარ- ირლანდიელი მწერალი (დაბ. 1854)
- 1939 : სკლადანოვსკი, მარკ - კინოს გერმანელი გამომგონებელი
[რედაქტირება] დღესასწაულები
[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე
სხვა თვეები:
იანვარი | თებერვალი | მარტი | აპრილი | მაისი | ივნისი | ივლისი | აგვისტო | სექტემბერი | ოქტომბერი | ნოემბერი | დეკემბერი |