ჩრდილოეთი ირლანდია
ვიკიპედიიდან
ჩრდილოეთი ირლანდია (ინგლისურად - Northern Ireland; ირლანდიულად - Tuaisceart Eireann) არის დიდი ბრიტანეთის ნაწილი, ისტორიული პროვინცია. უკავია კუნძულ ირლანდიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილი. ადმინისტრაციულად იყოფა 26 ოლქად.
- ფართობი - 14,2 კვ. კვ.კმ.
- მოსახლეობა - 1,6 მლნ.
- სარწმუნოება: პროტესტანტიზმი - 42,8%, კათოლიციზმი - 38,4%.
- მთავარი ქალაქი - ბელფასტი (Belfast / Beal Feirste).
მე-20 საუკუნემდე მისი ისტორია განუყოფლად იყო დაკავშირებული ირლანდიასთან. 1921 წლის ანგლო-ირლანდიული შეთანხმებით ჩრდილოეთი ირლანდია (იგივე ოლსტერი) ინკორპორირებულ იქნა დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში.