Ebooks, Audobooks and Classical Music from Liber Liber
a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z





Web - Amazon

We provide Linux to the World


We support WINRAR [What is this] - [Download .exe file(s) for Windows]

CLASSICISTRANIERI HOME PAGE - YOUTUBE CHANNEL
SITEMAP
Audiobooks by Valerio Di Stefano: Single Download - Complete Download [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Alphabetical Download  [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Download Instructions

Make a donation: IBAN: IT36M0708677020000000008016 - BIC/SWIFT:  ICRAITRRU60 - VALERIO DI STEFANO or
Privacy Policy Cookie Policy Terms and Conditions
ღვალაძე, ევგენ - ვიკიპედია

ღვალაძე, ევგენ

ვიკიპედიიდან

ევგენ ღვალაძე (1927 წ.)
გაზარდეთ
ევგენ ღვალაძე (1927 წ.)

ევგენ (გენო) ღვალაძე (* 13 მაისი , 1900, სოფ. სვერი, ჭიათურის რაიონი ― † 15 ოქტომბერი, 1937, თბილისი), ქართველი ადვოკატი, საქართველოს 1921-1937 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ცნობილი მოღვაწე.

დაიბადა ზემო იმერეთის სოფელ სვერში (ჭიათურის რაიონი) წმ. გიორგის ორდენის კავალერის, კავალერიის გადამდგარი ოფიცრის, მანგანუმის მრეწველის არტემ ღვალაძის (1862-1918) ოჯახში. აღსანიშნავია, რომ იგი იყო იმერეთის მეფის დავით II-ის ასულის, - ატატო ბაგრატიონის ჩამომავალი.

[რედაქტირება] განათლება

1917 წელს ევგენ ღვალაძემ დაასრულა ჭიათურის სამოქალაქო სასწავლებელი (სადაც მას ასწავლიდა პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე ივანე გომელაური), ხოლო 1920 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული, სრული გიმნაზიის უფლებით მოქმედი "საერთო განათლების კურსები", რომელიც მისი დირექტორის, პროფესორ შალვა ნუცუბიძის პატივსაცემად "ნუცუბიძის კურსები"-ს სახელწოდებით იყო ცნობილი. აქ ე. ღვალაძეს ასწავლიდნენ ვასილ ბარნოვი (ბარნაველი), ალექსანდრე მდივანი, შალვა ნუცუბიძე, გიორგი ახვლედიანი, დიმიტრი უზნაძე, გიგო ნათაძე, ალექსანდრე ნეიმანი და სხვა მოღვაწენი. 1926 წელს გენო ღვალაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტის სოციალური (იურიდიული) განყოფილება (თსუ-ის იურისტთა პირველი გამოშვება). იგი ითვლებოდა მეცნიერ-იურისტისა და საზოგადო მოღვაწის, პროფესორ ლუარსაბ ანდრონიკაშვილის ერთ-ერთ უახლოეს მოწაფედ. 1928 წელს მან დაასრულა აღნიშნული ფაკულტეტის ეკონომიკური განყოფილებაც.

[რედაქტირება] ევგენ ღვალაძის მოღვაწეობა 1917-1921 წლებში

1917 წელს, ჭიათურის სამოქალაქო სასწავლებლის დასრულებისთანავე, გენო ღვალაძე გახდა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული (მენშევიკური) პარტიის წევრი და ამ პარტიაში ირიცხებოდა 1922 წლის ჩათვლით. მას განსაკუთრებით ახლო ურთიერთობა ჰქონდა პარტიის ერთ-ერთ ლიდერთან, ცნობილ პოლიტიკურ მოღვაწესთან სეით დევდარიანთან (რომელიც კომუნისტებმა დახვრიტეს 1937 წელს).

1920 წელს, "ნუცუბიძის კურსები"-ს დამთავრებისთანავე, მან ლეიტენანტის სამხედრო წოდებით სამსახური დაიწყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნულ არმიაში. 1921 წლის თებერვალ-მარტში უფროსი ლეიტენანტი ევგენ ღვალაძე აქტიურად მონაწილეობდა ბოლშევიკური რუსეთის მე-11 წითელი საოკუპაციო არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელის ცნობილ ბრძოლებში და ბათუმის ომში, რომლის დროსაც გენერალ გიორგი მაზნიაშვილის დივიზიის მიერ ბათუმი და აჭარის მნიშვნელოვანი ნაწილი გაწმენდილ იქნა თურქული სამხედრო შენაერთებისგან.

[რედაქტირება] 1921-1937

ბოლოშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია-ანექსიის შემდეგ ევგენ ღვალაძე თბილისში დაბრუნდა და აქტიურად ჩაება ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. 1922 წლის 26 მაისს იგი იყო თბილისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მრავალათასიანი მშვიდობიანი მანიფესტაციის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი. იმავე დღეს, მანიფესტაციის სხვა ორგანიზატორებთან ერთად იგი დაპატიმრებულ იქნა ბოლშევიკური "საგანგებო კომისიის " (ე.წ. "ჩეკა") მიერ. თვენახევრის მანძილზე იგი იმყოფებოდა მეტეხის ციხეში და ხსენებულ აქციაზე დაპატიმრებულ სხვა პოლიტიკურ პატიმრებთან ერთად იქნა გათავისუფლებული მეტეხის ციხესთან მათი გათავისუფლების მოთხოვნით ჩატარებული ხალხმრავალი მიტინგების შედეგად. 1922 წლის 26 მაისის მანიფესტაცია იყო პირველი მნიშვნელოვანი ანტისაბჭოთა აქცია, რომელმაც სერიოზული ბიძგი მისცა შემდგომ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას.

1922 წლის სექტემბრიდან 1924 წლის 29 აგვისტოს ჩათვლით გენო ღვალაძე იყო საქართველოს არალეგალური ინტერპარტიული პარიტეტული კომიტეტის (იგივე საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი) რწმუნებული კახეთის მხარეში და მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა პოლკოვნიკ ქაქუცა (ქაიხოსრო) ჩოლოყაშვილის "შეფიცულთა რაზმთან". იგი აქტიურად მონაწილეობდა 1924 წლის აგვისტოს საყოველთაო-სახალხო ამბოხების მომზადებაში. აღნიშნული ამბოხების სისხლში ჩახშობისთანავე მთელ საქართველოში დაიწყო მის მონაწილეთა დაპატიმრებები. იმავე წლის 5 სექტემბერს "ჩეკა"-მ დააპატიმრა ევგენ ღვალაძეც. იგი მეტეხის ციხეში იმყოფებოდა 1925 წლის მარტამდე, როდესაც ცნობილ ქართველ მოღვაწეთა ჯგუფმა (გრიგოლ რობაქიძე, შალვა ნუცუბიძე და სხვანი) მოითხოვა პატიმრობიდან კონსტანტინე გამსახურდიას, ევგენ ღვალაძის და სხვათა გათავისუფლება.

1924 წელს ქართული პოლიტიკური ემიგრაციის გამოჩენილ მოღვაწეთა თაოსნობით საფრანგეთში შეიქმნა ეროვნულ-პატრიოტული პოლიტიკური ორგანიზაცია "თეთრი გიორგი". 1926 წლიდან 1937 წლის 9 აგვისტომდე (მის ხელახალ დაპატიმრებამდე) ევგენ ღვალაძე იყო ამ ორგანიზაციის კონსპირაციული ჯგუფის ხელმძღვანელი.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1926-1932 წლებში იგი იყო საქართველოს დამცველთა (ადვოკატთა) კოლეგიის წევრი და ეწეოდა ნაყოფიერ საადვოკატო მოღვაწეობას. 1932 წელს პროტესტის ნიშნად დატოვა ადვოკატთა კოლეგია და თავი დაანება ამ დარგში მოღვაწეობას. 1932-1935 წლებში იგი იყო ამიერკავკასიის რკინიგზის მთავარი სამშენებლო სამმართველოს ("ზაკჟელდორსტროი") საფინანსო-ეკონომიკური განყოფილების უფროსის მოადგილე.

1935 წელს დაიწყო რეპრესიების ახალი ტალღა. დააპატიმრეს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის რამდენიმე ცნობილი მოღვაწე, მათ შორის ღვალაძის ახლო ნათესავი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ალექსანდრე წერეთელი. გენო ღვალაძემ დატოვა თბილისი და თანამოაზრეთა ჯგუფთან ერთად ქ. გორში გადავიდა. 1935-1937 წლებში იგი იყო ერთ-ერთი სამრეწველო ორგანიზაციის მთავარი ბუღალტერი და გორის სამასწავლებლო ინსტიტუტის ლექტორი.

გარდა ყოველივე ზემოთქმულისა, ევგენ ღვალაძე იყო ეროვნული ხასიათის 50-ზე მეტი ნარკვევის და პუბლიცისტური წერილის ავტორი. ეს წერილები ქვეყნდებოდა 1916-1924 წლების ქართულ პერიოდულ პრესაში.

1937 წლის 9 აგვისტოს იგი კვლავ დააპატიმრეს. იმავე წლის 5 ოქტომბერს ე.წ. "შინსახკომის" დიდმა სამეულმა მას მიუსაჯა დახვრეტა. განაჩენი სისრულეში იქნა მოყვანილი იმავე წლის 15 ოქტომბერს, თბილისში.

ევგენ ღვალაძის მეუღლე, - თამარ ღვალაძე (1902-1986) იყო თვალსაჩინო მკვლევარი-ბიბლიოგრაფი და პედაგოგი. მეცნიერებისა და კულტურის სხვადასხვა დარგში ნაყოფიერ მოღვაწეობას ეწევიან მათი შვილები: თვალსაჩინო თეატრმცოდნე და პედაგოგი ლონდა ღვალაძე-ჭაბუკიანი, ცნობილი ფილოლოგი-არაბისტი, დოცენტი ლატავრა ღვალაძე და ცნობილი ბოტანიკოსი, პროფესორი გურანდა ღვალაძე. ვაჟი, თვალსაჩინო ინჟინერ-გეოლოგი ნოდარ ღვალაძე გარდაიცვალა 1992 წელს.

Our "Network":

Project Gutenberg
https://gutenberg.classicistranieri.com

Encyclopaedia Britannica 1911
https://encyclopaediabritannica.classicistranieri.com

Librivox Audiobooks
https://librivox.classicistranieri.com

Linux Distributions
https://old.classicistranieri.com

Magnatune (MP3 Music)
https://magnatune.classicistranieri.com

Static Wikipedia (June 2008)
https://wikipedia.classicistranieri.com

Static Wikipedia (March 2008)
https://wikipedia2007.classicistranieri.com/mar2008/

Static Wikipedia (2007)
https://wikipedia2007.classicistranieri.com

Static Wikipedia (2006)
https://wikipedia2006.classicistranieri.com

Liber Liber
https://liberliber.classicistranieri.com

ZIM Files for Kiwix
https://zim.classicistranieri.com


Other Websites:

Bach - Goldberg Variations
https://www.goldbergvariations.org

Lazarillo de Tormes
https://www.lazarillodetormes.org

Madame Bovary
https://www.madamebovary.org

Il Fu Mattia Pascal
https://www.mattiapascal.it

The Voice in the Desert
https://www.thevoiceinthedesert.org

Confessione d'un amore fascista
https://www.amorefascista.it

Malinverno
https://www.malinverno.org

Debito formativo
https://www.debitoformativo.it

Adina Spire
https://www.adinaspire.com