ქინძი
ვიკიპედიიდან
?ქინძი | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() |
||||||||||||||
კლასიფიკაცია | ||||||||||||||
|
ქინძი (Coriandrum sativum) – ერთწლოვანი მცენარე ქოლგოსანთა ოჯახიდან (Apiaceae). ქინძის სამშობლოდ მიიჩნევა ხმელთაშუაზღვისპირეთი, სადაც გვხვდება ველური სახით, კულტივირებული იქნა ამავე ადგილებში.
ქინძს აქვს ცილინდრული, სწორმდგომი ღერო, რომლის სიმაღლე 120 სმ აღწევს. ფორმით ცვალებადი ფოთლები მორიგეობითაა განლაგებული. ყვავილები შეკრულია რთულ ქოლგებად. აქვს სფეროსებრი ან მოგრძი–მომრგვალო ნაყოფი. შეიცავს ეთერზეთებს და ცხიმებს.
ქინძი ფართოდ გამოიყენება შუა აღმოსავლურ, ხმელთაშუაზღვისპირულ, სამხრეთ ამერიკულ, აფრიკულ, ჩინურ, სამხრეთ აზიურ და სხვა სამზარეულოებში. ქინძის ფოთლებს იყენებენ მწვანილად. მისი გამშრალი ნაყოფი (ქინძის თესლი) გამოიყენება საკაზმ–სანელებელ საშუალებად. კულინარიული მიზნებისთვის გამოიყენება აგრეთვე ქინძის ფესვები.
საქართველოში ქინძი გავრცელებულია უძველესი დროიდან. აქ გვხვდება ქინძის რამდენიმე კულტურული სახეობა.