საერთაშორისო სამართალი
ვიკიპედიიდან
საერთაშორისო სამართალი წარმოადგენს ნორმებისა და პრინციპების ერთობლიობას, რომლის თანახმად ხდება სახელმწიფოთშორისი ურთიერთობების რეგლამენტირება. იგი მიიღება ურთიერთშეთნხმებების საფუძველზე. საერთაშორისო სამართლის მიზანს წარმოადგენს ნაციონალურ კანონმდებლობათა შეხამება ერთიანი ზენაციონალური სამართლის ნორმების შესამუშავებლად. საერთაშორისო სამართლის ნაირსახეობას წარმოადგენს საერთაშორისო საზღვაო სამართალი და საერთაშორისო საჰაერო სამართალი, აგრეთვე საერთაშორისო სამართალი კოსმოსური სივრცის გამოყენების თაობაზე.