Ebooks, Audobooks and Classical Music from Liber Liber
a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z





Web - Amazon

We provide Linux to the World


We support WINRAR [What is this] - [Download .exe file(s) for Windows]

CLASSICISTRANIERI HOME PAGE - YOUTUBE CHANNEL
SITEMAP
Audiobooks by Valerio Di Stefano: Single Download - Complete Download [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Alphabetical Download  [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Download Instructions

Make a donation: IBAN: IT36M0708677020000000008016 - BIC/SWIFT:  ICRAITRRU60 - VALERIO DI STEFANO or
Privacy Policy Cookie Policy Terms and Conditions
პერგამონის მუზეუმი (ბერლინი) - ვიკიპედია

პერგამონის მუზეუმი (ბერლინი)

ვიკიპედიიდან

პერგამონმუზეუმის ფასადი
გაზარდეთ
პერგამონმუზეუმის ფასადი

პერგამონის მუზეუმი ( გერმ. Pergamonmuseum) ერთ-ერთი მთავარი მუზეუმია ბერლინის მუზეუმთა კუნძულზე. მისი შექმნა დაიგეგმა ალფრედ მესსელისა და ლუდვიგ ჰოფმანის მიერ და მშენებლობა 1910-1930 წლებში განხორციელდა. მასში მოთავსებულია პირვანდელი სახისა და ზომის რეკონსტრუირებული მონუმენტური შენობები, როგორიციაა პერგამონის საკურთხეველი, მილეტის ბაზრის კარიბჭე, იშთარის კარიბჭე და ყველა მათგანი შედგება ფილებისგან, რომლებიც თავდაპირველი გათხრების ადგილებიდან გადმოიტანეს.

მუზეუმი დაყოფილია ანტიკურ კოლექციად, ახლო აღმოსავლეთის მუზეუმად და ისლამური ხელოვნების მუზეუმად. მას ყოველწლიურად დაახლოებით 850.000 ადამიანი სტუმრობს.

სექციების სია

[რედაქტირება] წარმოშობის ისტორია

ბერლინის მუზეუმის კუნძულზე კაიზერ-ვილჰელმ-მუზეუმის გახსნის პროცეში გაირკვა, რომ მისი ფართი არ იყო საკმაო მუზეუმის საცავებში არსებული ხელოვნების ნიმუშებისა და გერმანელთა გათხრებით მოპოვებული არქეულოგიური განძის გამოსაფენად. ეს გათხრები წარმოებულ იქნა ბაბილონში, ურუკში, ასურეთში, მილეტოსში, პრიენსა და ეგვიპტეში, და ამ ადგილებიდან მოტანილი ექსპონატების გამოფენა ვერ ხერხდებოდა. 1907 წელს, ვილჰელმ ფონ ბოდე, კაიზერ-ვილჰელმ-მუზეუმის დირექტორი, გეგმავს იქვე ახალი მუზეუმის აგებას ძველი არქიტექტურის, გერმანიის პოსტ-ანტიკურობის ხელოვნებისა და ახლო-აღმოსავლეთის და ისლამის ხელოვნების ნიმუშების მოსათავსებლად. მისი სიკვდილის შემდგომ 1909 წელს მშენებლობის პროექტს ლუდვიგ ჰოფმანი ხელმძღვანელობდა. მშენებლობა საბოლოოდ 1910 წელს დაიწყო და პირველი მსოფლიო ომისა (1918) და დიდი ინფლაციის (1920-იანი წლები) პერიოდში გრძელდებოდა. 1930 წელს შენობა, რომელშიც სამი მუზეუმი შედიოდა, გაიხსნა.

პერგამონის მუზეუმი სასტიკად დაზიანდა ბერლინზე საჰაერო თავდასხმის დროს მეორე მსოფლიო ომის ბოლოს. თუმცა, ექსპონატების დიდი ნაწილი გადანახულ იქნა, ხოლო უძრავი ობიექტები კი კედელში ჩატანებული, ყველა დანარჩენი ნიმუში 1945 წელს წითელი არმიის შემოსვლის დროს გატანილ იქნა იოსებ სტალინის გამარჯვების მუზეუმისთვის. გატანილი სიმდიდრის ნაწილი 1958 წელს დაბრუნებულ იქნა აღმოსავლეთ გერმანიაში. კოლექციის ერთი ნაწილი დღესაც პუშკინის მუზეუმსა და ერმიტაჟში ინახება, მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში.

[რედაქტირება] გამოფენები

პერგამონის საკურთხეველი
გაზარდეთ
პერგამონის საკურთხეველი
იშთარის კარიბჭე
გაზარდეთ
იშთარის კარიბჭე

მუზეუმში გამოფენილი უმნიშვნელოვანესი ექსპონატებია:

[რედაქტირება] ანტიკური კოლექცია

კოლქეციის საწყისებს ბრანდენბურგის კურფიურსტთან მივყავართ, რომელიც ანტიკურ საგნებს აგროვებდა; ამ კოლექციის პირველი ნიმუშები მან რომაელი არქოლოგისგან შეისყიდა 1698 წელს. მისი ნაწილი მოსახლეობისთვის მისაწვდომი გახდა 1830 წელს, როცა ძველი მუზეუმი გაიხსნა. კოლექცია მნიშვნელოვნად გაიზარდა ოლიმპიის, სამოსის, პერგამონის, მილეტუსის, პრიენის და დიდიმას გათხრების შედეგად.

ამ გათხრებით მოპოვებული კოლექცია პერგამონისა და ძველმა მუზეუმებმა გაიყვეს.

კოლექციაში შედის სკულპტურები არქაულიდან ელინისტურ პერიოდამდე და ასევე ბერძნული და რომაული ანტიკური ხელოვნების ნიმუშები: არქიტექტურა, სკულპტურები, ინცრუსტაციები, მოზაიკა, ბრინჯაო და სამკაულები.

მთავარი გამოფენებია პერგამონის საკურთხეველი (ძვ.წ. მე-2 საუკუნე), 113 მეტრი სიგრძის სკულპტურული ნაგებობა, რომელზეც ღმერთთა და გიგანტთა ბრძოლაა გამოსახული, და მილეტის კარიბჭე რომის ანტიკური ხანიდან.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გარმანიის გაყოფის შედეგად კოლექციასაც იგივე ბედი ეწია. პერგამონის მუზეუმი ხელმეორედ გაიხსნა 1959 წელს აღმოსავლეთ ბერლინში, ხოლო ის რაც დასავლეთ ბერლნში დარჩა გამოფენილია შარლოტენბურგის სასახლეში 1995 წლიდან.

[რედაქტირება] ისლამური ხელოვნების მუზეუმი

როცა მუზეუმი ბოდე გაიხსნა 1904 წელს, მასში ისხლამური ხელოვნების განყოფილება შეიქმნა, რომელიც მოგვიანებით (1930) პერგამონის მუზეუმში გადავიდა.

ესპანეთიდან ინდოეთამდე მაჰმადიანი ხალხების მიერ მე-8 და მე-9 საუკუნებში შექმნილი ხელოვნების ნიმუშების გარდა, ყველაზე მიმზიდველი მშეთას ფასადია, რომელიც პრე-ისლამური ხანის უდაბნოს ციხეხიმაგრეს ეკუთვნის. ეს იყო ოსმალეთის სულთანის აბდულჰამიდ II-ის გერმანიის იმპერატორ ვილჰელმ II-თვის მიძღვნილი საჩუქარი. ფასადის ნაწილი ჯერაც ამმანშია, იორდანია.

[რედაქტირება] ახლო აღმოსავლეთის მუზეუმი

მშათას ფასადი
გაზარდეთ
მშათას ფასადი

ახლო აღმოსავლეთის მუზეუმში გამოფენილია გერმანელი არქეოლოგების მიერ ასურეთის, შუმერული და ბაბილონური კულტურის რეგიონებში ნაპოვნი ობიექტები. დამატებით აქვეა ისტორიული შენობები, რელიეფები და ნაკლებად მნიშვნელოვანი ექსპონატები და სამკაულები.

მთავარი დისპლეი ეკუთვნის იშთარის კარიბჭეს და ბაბილონის პროცესიის ქუჩას, ნაბუქოდონოსორ II-ის სამეფო ოთახის ფასადთან ერთად.

[რედაქტირება] მუზეუმის კუნძულის სამომავლო გეგმები

მუზეუმის კუნძულის მთავარი გეგმა პერგამონის მუზეუმის გაფართოებაა, რომელიც მუზეუმთა კომპლექსის ცენტრი უნდა გახდეს. ის შეუერთდება ახალ მუზეუმს, ბოდეს მუზეუმსა და ძველ ეროვნულ გალერეას.

2000 წელს ჩატარებულ არქიტექტურულ კონკურში გაიმარჯვა ოსვალდ მატიას უნგერსმა, კიოლნიდან. მუზეუმის კომპლექსი მისეული გეგმის მიხედვით გადაკეთდება, რომლის მიხედვით დიდი ცვლილებები უნდა მოხდეს 1930 წლის შემდეგ ხელშეუხებელ შენობათა წყობასა და ფორმებში. ამჟამინდელი შესასვლელი შენობა შეცვლის ერენჰოფის შენობას, ხოლო შემაღლებული არქეოლოგიური პრომენადი კი ერთმანეთთან დააკავშირებს ყველა შენობას. მშენებლობის დაწყება დაგეგმილია 2005 წლისთვის და უნდა დასრულდეს 2010-ში.

[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

Our "Network":

Project Gutenberg
https://gutenberg.classicistranieri.com

Encyclopaedia Britannica 1911
https://encyclopaediabritannica.classicistranieri.com

Librivox Audiobooks
https://librivox.classicistranieri.com

Linux Distributions
https://old.classicistranieri.com

Magnatune (MP3 Music)
https://magnatune.classicistranieri.com

Static Wikipedia (June 2008)
https://wikipedia.classicistranieri.com

Static Wikipedia (March 2008)
https://wikipedia2007.classicistranieri.com/mar2008/

Static Wikipedia (2007)
https://wikipedia2007.classicistranieri.com

Static Wikipedia (2006)
https://wikipedia2006.classicistranieri.com

Liber Liber
https://liberliber.classicistranieri.com

ZIM Files for Kiwix
https://zim.classicistranieri.com


Other Websites:

Bach - Goldberg Variations
https://www.goldbergvariations.org

Lazarillo de Tormes
https://www.lazarillodetormes.org

Madame Bovary
https://www.madamebovary.org

Il Fu Mattia Pascal
https://www.mattiapascal.it

The Voice in the Desert
https://www.thevoiceinthedesert.org

Confessione d'un amore fascista
https://www.amorefascista.it

Malinverno
https://www.malinverno.org

Debito formativo
https://www.debitoformativo.it

Adina Spire
https://www.adinaspire.com