მოლაღური
ვიკიპედიიდან
მოლაღური (Oriolus oriolus), ფრინველი ბეღურასნაირთა რიგისა. მისი სახეულის სიგრძე 25 სმ აღწევს. მამალს მოოქროსფრო-ყვითელი შავნარევი ბუმბული აქვს, დედალსა და ახალგაზრდა მოლაღურს - მომწვანო. მკერდზე ლაქები აყრია. გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, სამხრეთ-დასავლეთ აფრიკაში, ყოფილ სსრკ-ის ტერიტორიაზე ბინადრობს ფოთლოვანსა და შერეულ ტყეებში. საქართველოში ბევრ ადგილად გვხვდება როგორც მობუდარი გადამფრენი ფრინველი. ბუდეს იკეთებს ხეებზე. იკვებება მწერებით, უფრო იშვიათად კენკრით. მისი გალობა ფლეიტის ხმას ჰგავს, ხმამაღლა სტვენა კი - კატის კნავილს. ხალხური სახელწოდება ბიჭო-გოგია.