Ebooks, Audobooks and Classical Music from Liber Liber
a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z





Web - Amazon

We provide Linux to the World


We support WINRAR [What is this] - [Download .exe file(s) for Windows]

CLASSICISTRANIERI HOME PAGE - YOUTUBE CHANNEL
SITEMAP
Audiobooks by Valerio Di Stefano: Single Download - Complete Download [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Alphabetical Download  [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Download Instructions

Make a donation: IBAN: IT36M0708677020000000008016 - BIC/SWIFT:  ICRAITRRU60 - VALERIO DI STEFANO or
Privacy Policy Cookie Policy Terms and Conditions
დ'ალამბერი, ჟან ლერონ - ვიკიპედია

დ'ალამბერი, ჟან ლერონ

ვიკიპედიიდან

ჟან ლერონ დ'ალამბერი, მორის კვენტინ დე ლა ტურის ნამუშევარი
ჟან ლერონ დ'ალამბერი, მორის კვენტინ დე ლა ტურის ნამუშევარი

ჟან ლერონ დ'ალამბერი (* 16 ნოემბერი, 1717, პარიზი ― † 29 ოქტომბერი, 1783, პარიზი), ფრანგი მათემატიკოსი და ფილოსოფოსი, ენციკლოპედისტი, პარიზის (1754) და მრავალი სხვა მეცნიერებათა აკადემიის წევრი.

1751–1757 წლებში დენი დიდროსთან ერთად მუშაობდა "მეცნიერებათა, ხელოვნებათა და ხელობათა ენციკლოპედიის" შექმნაზე. დ'ალამბერმა პირველმა ჩამოაყალიბა (1743) ნებისმიერი მატერიალური სისტემის მოძრაობის დიფერენციალური განტოლებათა შედგენის ზოგადი წესები, რითაც დინამიკური ამოცანები სტატიკურ ამოცანებზე დაიყვანა (დ'ალამბერის პრინციპი). დიფერენციალურ განტოლებათა თეორიაში მისმა და შემდგომ ლეონარდ ეილერისა და დ. ბერნულის თეორიებმა საფუძველი ჩაუყარეს მათემატიკურ ფიზიკას. დ'ალამბერის და ლეონარდ ეილერის შრომებში გვხვდება განტოლებები, რომლებიც ამჟამად კოში–რიმანის განტოლებების სახელს ატარებს. მწკრივთა თეორიაში კარგად არის ცნობილი მწკრივის კრებადობის დ'ალამბერის პირობა. ალგებრაში მას ეკუთვნის ალგებრის ძირითადი თეორემის პირველი (არა სავსებით მკაცრი) დამტკიცება. დ'ალამბერმა დაამკვიდრა პლანეტების მოძრაობის შეშფოთების თეორია.

დ'ალამბერმა ფრანგული ენციკლოპედიისათვის დაწერილ შესავალ წერილში "ნარკვევი მეცნიერებათა წარმოშობასა და განვითარებაზე" (1751) მეცნიერებათა კლასიფიკაციასთან ერთად, ფრენსის ბეკონის გავლენით, მოგვცა შემეცნების ისტორიული განვიტარების ძირითადი ასპექტების მეცნიერული ანალიზი. საყურადღებოა მისი "ფილოსოფიის ელემენტები" (1759), სადაც ჯონ ლოკის ფილოსოფიური სენსუალიზმის მიმდევარი ჩანს. სკეპტიციზმით იყო გამსჭვალული დ'ალამბერის დეისტური შეხედულებანი, იგი გამოდიოდა ღმერთის არსებობის ანტიკლერიკალური კრიტიკით და, ამასთანავე, თავისებურ სუბსტანციად მიაჩნდა იგი, რის გამოც თანმიმდევრული ათეიზმის დონემდე ვერ ამაღლდა. დეისტური ფილოსოფიური სენსუალიზმისათვის დამახასიათებელი იყო არამატერიალური ტენდენციები, რომელთა კრიტიკა ჯერ კიდევ დენი დიდროს ეკუთვნის ნაშრომში "დ'ალამბერისა და დიდროს საუბარი" (1769). საყურადღებო გამოკვლევები ჰქონდა დ'ალამბერს მუსიკის თეორიაში და ესთეტიკაში.

Our "Network":

Project Gutenberg
https://gutenberg.classicistranieri.com

Encyclopaedia Britannica 1911
https://encyclopaediabritannica.classicistranieri.com

Librivox Audiobooks
https://librivox.classicistranieri.com

Linux Distributions
https://old.classicistranieri.com

Magnatune (MP3 Music)
https://magnatune.classicistranieri.com

Static Wikipedia (June 2008)
https://wikipedia.classicistranieri.com

Static Wikipedia (March 2008)
https://wikipedia2007.classicistranieri.com/mar2008/

Static Wikipedia (2007)
https://wikipedia2007.classicistranieri.com

Static Wikipedia (2006)
https://wikipedia2006.classicistranieri.com

Liber Liber
https://liberliber.classicistranieri.com

ZIM Files for Kiwix
https://zim.classicistranieri.com


Other Websites:

Bach - Goldberg Variations
https://www.goldbergvariations.org

Lazarillo de Tormes
https://www.lazarillodetormes.org

Madame Bovary
https://www.madamebovary.org

Il Fu Mattia Pascal
https://www.mattiapascal.it

The Voice in the Desert
https://www.thevoiceinthedesert.org

Confessione d'un amore fascista
https://www.amorefascista.it

Malinverno
https://www.malinverno.org

Debito formativo
https://www.debitoformativo.it

Adina Spire
https://www.adinaspire.com