Ebooks, Audobooks and Classical Music from Liber Liber
a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z





Web - Amazon

We provide Linux to the World


We support WINRAR [What is this] - [Download .exe file(s) for Windows]

CLASSICISTRANIERI HOME PAGE - YOUTUBE CHANNEL
SITEMAP
Audiobooks by Valerio Di Stefano: Single Download - Complete Download [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Alphabetical Download  [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Download Instructions

Make a donation: IBAN: IT36M0708677020000000008016 - BIC/SWIFT:  ICRAITRRU60 - VALERIO DI STEFANO or
Privacy Policy Cookie Policy Terms and Conditions
ატამი - ვიკიპედია

ატამი

ვიკიპედიიდან

ატამი
გაზარდეთ
ატამი
ატმის ყვავილი
გაზარდეთ
ატმის ყვავილი

ატამი (Persica Mill), ხეხილოვანი მცენარის გვარი ვარდისებრთა ოჯახისა. ატმის სამშობლო ჩინეთია. მის გვარში 6 სახეობაა. მათგან ყველაზე მეტად გავრცელებულია ჩვეულებრივი ატამი, რადგანაც კულტურული ჯიშებია გამოყვანილი (ცნობილია 5 ათასამდე ჯიში). დანარჩენ სახეობებს უმთავრესად იყენებენ დეკორატიულ მებაღეობაში და კულტურის ჯიშების საძირეებად.

ატმის ხე ან ბუჩქი იზრდება 7 - 8 მ-მდე, ფოთოლი ლანცეტისებრია, ორსქესიანი ყვავილის გვირგვინის ფურცლები ვარდისფერი ან აგურისფერია, ნაყოფი (ჯიშების მიხედვით) სხვადასხვა სიმსხოსია, წონით 250 გ არწევს. ატმის ნაყოფი სახრავი ან საპობია, კანი მომწვანო, თეთრი, ყვითელი ან მოწითალოა. იგი შებუსული ან გლუვია (ვაშლატამა). რბილობი თეთრია ან ყვითელი. შეიცავს (%-ით) 7 - 12 შაქარს, 0,08 - 1,02 მჯავებს, 0,5 - 1,2 პექტინოვან ნივთიერებას, ვიტამინებსა და სხვა. ნაყოფი (ჯიშების მიხედვით) ივნისიდან ოქტომბრის შუა რიცვებამდე მწიფდება. მცირე ნაყოფს იძლევა დარგვიდან მეორე წელს, 5 წლიდან სრულმოსავლიანია. ცოცხლობს 15 - 16 წლამდე. სითბოს მოყვარული, სიცხისა და გვალვის ამტანი მცენარეა. კარგად და ხანგრძლივად ხარობს ალუვიურ-კარბონატულ ნიადაგებზე. მისი გავრცელების არეალი დაახლოებით ჩრდილოეთის განედი 50° და სამხრეთის განედი 40° აღწევს. ატმის კუტურას სამრეწველო მნიშვნელობა აქვს უზბეკეთში, ტაჯიკეთში, საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეტში, დაღესტანსა და ყირიმში.

საქართველოში დარაიონებულია ატმის 11 ჯიში, აქედან ქართლის ზონისათვის ხალხური სელექციით შექმნილი საკონსერვო და სუფრის მსხვილნაყოფიანი, მკვრივხორციანი სახრავი ჯიშებია: ხიდისთაური - ვარდისფერი, თეთრი, ყვითელი - ბერების. კახეთის ადგილობრივი ჯიშებიდან ფართოდაა გავრცელებული საშემოდგომო კახური თეთრი, გავაზური, ხირსული. ქართველმა სელექციონერებმა გამოიყვანეს საკონსერვო საგვიანო ატმის ახალი ჯიშები: ბესტავაშვილი და წედისური, აგრეთვე საადრეო სუფრის ჯიშები: ნობათი, ერისთავის ვარდისფერი, გორული საადრეო, სკრის საადრეო, სანდო. შემოტანილი ჯიშებიდან: ამსდენი და ელბერტი. მრავლდება თესლითა და ვეგეტატიურად (მყნობით). საძირედ იყენებენ ატმის, ტყემლისა და ნუშის ნათესარს. ატმისაგან მზადდება ჩირი, მურაბა, წვენი და კომპოტი. ატამს ყველაზე მეტად აზიანებს ატმის ფოთლის სიხუჭუჭე, ნაცარი, კლასტეროსპორიოზი, კურკოვანთა ნაადრევი ხმობა; მავნებლებიდან - ატმის მწვანე ბუგრი, ატმის ჩრჩილი.

Our "Network":

Project Gutenberg
https://gutenberg.classicistranieri.com

Encyclopaedia Britannica 1911
https://encyclopaediabritannica.classicistranieri.com

Librivox Audiobooks
https://librivox.classicistranieri.com

Linux Distributions
https://old.classicistranieri.com

Magnatune (MP3 Music)
https://magnatune.classicistranieri.com

Static Wikipedia (June 2008)
https://wikipedia.classicistranieri.com

Static Wikipedia (March 2008)
https://wikipedia2007.classicistranieri.com/mar2008/

Static Wikipedia (2007)
https://wikipedia2007.classicistranieri.com

Static Wikipedia (2006)
https://wikipedia2006.classicistranieri.com

Liber Liber
https://liberliber.classicistranieri.com

ZIM Files for Kiwix
https://zim.classicistranieri.com


Other Websites:

Bach - Goldberg Variations
https://www.goldbergvariations.org

Lazarillo de Tormes
https://www.lazarillodetormes.org

Madame Bovary
https://www.madamebovary.org

Il Fu Mattia Pascal
https://www.mattiapascal.it

The Voice in the Desert
https://www.thevoiceinthedesert.org

Confessione d'un amore fascista
https://www.amorefascista.it

Malinverno
https://www.malinverno.org

Debito formativo
https://www.debitoformativo.it

Adina Spire
https://www.adinaspire.com