Ebooks, Audobooks and Classical Music from Liber Liber
a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z





Web - Amazon

We provide Linux to the World


We support WINRAR [What is this] - [Download .exe file(s) for Windows]

CLASSICISTRANIERI HOME PAGE - YOUTUBE CHANNEL
SITEMAP
Audiobooks by Valerio Di Stefano: Single Download - Complete Download [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Alphabetical Download  [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Download Instructions

Make a donation: IBAN: IT36M0708677020000000008016 - BIC/SWIFT:  ICRAITRRU60 - VALERIO DI STEFANO or
Privacy Policy Cookie Policy Terms and Conditions
აბსურდის დრამა - ვიკიპედია

აბსურდის დრამა

ვიკიპედიიდან

აბსურდის დრამა - მიმდინარეობა XX საუკუნის 50-60-იანი წლების ფრანგულ დრამატურგიაში.

ხშირად სახელწოდების გამო აბსურდის დრამა კამიუს თეატრში ერევათ, რაც უხეში შეცდომაა. ამ მიმდინარეობას ავანგარდულ და ექსპერიმენტალურ თეატრსაც უწოდებენ, ზოგჯერ კი ანტითეატრად და "განქიქების თეატრადაც" (theatre de derision) მოიხსენიებენ.

ავანგარდული თეატრი ბურჟუაზიული და მასობრივი კულტურის საპირისპიროდ ფუნქციონირებს როგორც ანტითეატრი. იგი ცდილობს სტერეოტიპებისგან თავისუფალი, ახალი ფორმის აზროვნების დანერგვას. აბსურდის დრამა უარყოფს რეალისტურ და ანგაჟირებულ თეატრს. აბსურდის დრამატურგები მიიჩნევენ, რომ იდეოლოგიური თეატრი იდეის მონა ხდება და ასეთი პიესა მხოლოდ იდეის ვულგარიზაციაა, ხელოვნება ამ შემთხვევაში მეორე პლანზეა. რეალისტურ თეატრში რეჟისორი ცდილობს დაავიწყოს მაყურებელს ის ფაქტი, რომ ის თეატრშია და ამისათვის შეძლებისდაგვარად უახლოვებს მოქმედებას რეალობას. აბსურდის დრამატურგები ილაშქრებენ სცენისა და რეალობის ამ გაიგივების წინააღმდეგ, რადგან მათი აზრით თეატრალური ნაწარმოები ხელოვნების ნიმუშია. ამ მხრივ აბსურდის დრამის ანალოგი ლიტერატურაში ახალი რომანია.


ანტითეატრს შემდეგი პრინციპები ახასიათებს:

1. თეატრი მხოლოდ თეატრსავე მიემართება, პერსონაჟები მხოლოდ პიესის მსვლელობისას არსებობენ.

2. მოქმედება ზღაპრულ, გამოგონილ სამყაროში მიმდინარეობს და არ ემორჩილება დრო-სივრცობრივ მონაცემებს.

3. არ არსებობს სიმბოლური ლოგიკაც კი, რომელიც გააერთიანებს აზრსა და მის გამომხატველ სიმბოლოებს, რადგან თეატრის მიზანი არაა აზრის გამოხატვა, არამედ სანახაობის მოწყობა. სიტყვები და საგნები სრული ავტონომიით სარგებლობენ.

4. მეტყველება კარგავს საკომუნიკაციო ფუნქციას და ხდება სასცენო ობიექტი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ე.წ. "მეტყველების კრიზისი" . აბსურდისტების აზრით სიტყვებს ხშირად შეცდომაში შევყავართ, რადგან მათი მნიშვნელობა იცვლება გარემოს მიხედვით, ამიტომ ავანგარდულ თეატრს აღარ სწამს მეტყველების, ენის. იგი უპირატესობას ანიჭებს ჟესტებსა და მოძრაობებს.


[რედაქტირება] წინამორბედები

ახალი თეატრის წარმომადგენლებზე ძირითადი გავლენა მოახდინეს ალფრედ ჟარიმ, არტომ და სიურეალისტებმა. ჟარის უბუ მეფე მიჩნეულია აბსურის დრამის უშუალო წინამორბედად. აქ პერსონაჟები გაუპიროვნებულია, სპეციალური ნიღბებით და ხმებით არიან აღჭურვილნი,გვხვდება მასის გამომხატველი პერსონაჟიც. არტო უფრო თეორეტიკოსია. მის ნაშრომში, თეატრი და მისი ორეული, უარყოფილია ფსიქოლოგია და მორალი, დიალოგები არ ატარებს აზრს, მთავარია არა ტექსტი, არამედ ჟესტი და ხმა. სიურელისტებისგან ანტითეატრი გადაიღებს სიზმრისეული სივრცისადმი მინიჭებულ მნიშვნელობას, მეტყველების საკომუნიკაციო ფუნქციის უარყოფას, ალოგიზმსა და ასოციაციურობას.


[რედაქტირება] აბსურდის დრამის ძირითადი წარმომადგენლები


[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

Our "Network":

Project Gutenberg
https://gutenberg.classicistranieri.com

Encyclopaedia Britannica 1911
https://encyclopaediabritannica.classicistranieri.com

Librivox Audiobooks
https://librivox.classicistranieri.com

Linux Distributions
https://old.classicistranieri.com

Magnatune (MP3 Music)
https://magnatune.classicistranieri.com

Static Wikipedia (June 2008)
https://wikipedia.classicistranieri.com

Static Wikipedia (March 2008)
https://wikipedia2007.classicistranieri.com/mar2008/

Static Wikipedia (2007)
https://wikipedia2007.classicistranieri.com

Static Wikipedia (2006)
https://wikipedia2006.classicistranieri.com

Liber Liber
https://liberliber.classicistranieri.com

ZIM Files for Kiwix
https://zim.classicistranieri.com


Other Websites:

Bach - Goldberg Variations
https://www.goldbergvariations.org

Lazarillo de Tormes
https://www.lazarillodetormes.org

Madame Bovary
https://www.madamebovary.org

Il Fu Mattia Pascal
https://www.mattiapascal.it

The Voice in the Desert
https://www.thevoiceinthedesert.org

Confessione d'un amore fascista
https://www.amorefascista.it

Malinverno
https://www.malinverno.org

Debito formativo
https://www.debitoformativo.it

Adina Spire
https://www.adinaspire.com