აალტო, ალვარ
ვიკიპედიიდან
ჰუგო ალვარ ჰენრიკ აალტო (Hugo Alvar Henrik Aalto) (* 3 თებერვალი, 1898, კუორტანე, ფინეთი - † 11 მაისი, 1976, ჰელსინკი, ფინეთი), ფინელი არქიტექტორი. მოღვაწეობდა ფინეთში, შვეციაში, აშშ და სხვა ქვეყნებში. ეროვნული ტრადიციების ნიადაგზე ერთმანეთს შეუხამა ფუნქციონალიზმისა და ორგანული არქიტექტურის პრინციპები. შექმნა ლანდშაფტთან შერწყმული მოცულობით-სივრცობრივი კომპოზიციები; აგურთან, მინასთან, სპილენძსა და ბეტონთან ერთად ფართოდ გამოიყენა ადგილობრივი მასალა - ხე და გრანიტი.
მთავარი ნამუშევრებია:
- ვიბორგის საქალაქო ბიბლიოთეკა (1927-1935)
- პაიმიოს სანატორიუმი (1929-1933)
- სუნილის ცელულოზის ფაბრიკა (1936-1939)
- ფინეთის პავილიონები პარიზისა და (1937) და ნიუ-იორკის (1939) მსოფლიო გამოფენებზე
- მასაჩუსეტსის შტატის ტექნოლოგიური ინსტიტუტის საძილე კორპუსი (1947)
- ჰელსინკის მუშათა კულტსახლი (1955-1958).
აალტო ქალაქთმშენებელიც არის (როვანიუმი, 1946-48; სიაინიატსალო, 1949-1952; ჰელსინკის ცენტრის რეკონსტრუქციის პროექტი, 1966).