Ebooks, Audobooks and Classical Music from Liber Liber
a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z





Web - Amazon

We provide Linux to the World


We support WINRAR [What is this] - [Download .exe file(s) for Windows]

CLASSICISTRANIERI HOME PAGE - YOUTUBE CHANNEL
SITEMAP
Audiobooks by Valerio Di Stefano: Single Download - Complete Download [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Alphabetical Download  [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Download Instructions

Make a donation: IBAN: IT36M0708677020000000008016 - BIC/SWIFT:  ICRAITRRU60 - VALERIO DI STEFANO or
Privacy Policy Cookie Policy Terms and Conditions
შარტრის საკათედრო ტაძარი - ვიკიპედია

შარტრის საკათედრო ტაძარი

ვიკიპედიიდან

კათედრალის მთავარი ფასადი
გაზარდეთ
კათედრალის მთავარი ფასადი
მთავარი შესასვლელი
გაზარდეთ
მთავარი შესასვლელი
დასავლეთის ფრთა
გაზარდეთ
დასავლეთის ფრთა
ლაბირინთის ფრაგმენტი
გაზარდეთ
ლაბირინთის ფრაგმენტი

შარტრის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარი (ფრანგ. Cathédrale Notre-Dame de Chartres) მდებარეობს შარტრში, პარიზიდან 80 კმ-ში და წარმოადგენს მაღალი გოთური არქიტექტურული სტილის საუკეთესო ნიმუშს მთელ საფრანგეთში.

[რედაქტირება] არქიტექტურა

რომანული სტილის ნაგებობის ფუნდამენტზე ახალი შენობის აღმართვა 1145 წელს დაიწყო, თუმცა 1194 წლის ხანძარს მხოლოდ ტაძრის დასავლეთის ფასადი გადაურჩა და ეს ნაწილი ადრეულ გოთურ სტილშია. კათედრალის ძირითადი კარკასი აღდგენილ იქნა 1194-1220 წლებში, რაც საკმაოდ მცირე დროა შუასაუკუნეების ტაძრების მშენებლობისთვის.

შარტრის კათედრალის სილამაზე მრავალი შემოქმედის აღმაფრენის წყარო ყოფილა, არქიტექტურის ისტორიკოსები ხოტბას ასხამდნენ მის დახვეწილ წახნაგებსა და ცადატყორცნილ ჰაეროვან ქიმებს. ძველ ისტორიკოსთა ამგვარ შეფასებას დღესაც სავსებით იზიარებენ, ვინაიდან შარტრის ტაძარი ჭეშმარიტად შეუდარებელია ყველა ფრანგულ გოთურ კათედრალთა შორის. შორიდან იქმნება ილუზია, რომ ის ხორბლის ველებზე ჰაერშია გამოკიდული და მხოლოდ მასთან მიახლოებისას ამჩნევს მნახველი ტაძრის გორაკის ფერდობებზე გარშემო შეფენილ ქალაქს. მისი ორი კონტრასტული ქიმი - ერთი 105 მ. მარტივი პირამიდის ფორმის, 1140 წელსაა აგებული, მეორე კი - 113 მეტრი სიმაღლის, ადრეული მე-16 საუკუნის ფლამბოიანტური ორნამენტებით დამშვენებული გუმბათია დაშენებული შედარებით ადრინდელ კოშკზე -- აჭიმულია რუხ მომწვანო სახურავზე; მათ გარშემო კომპლექსური არკ-ბუტანტებია (ე.წ. მფრინავი საყრდენები) შემოვლებული.

[რედაქტირება] მნიშვნელობა

ლეგენდის თანახმად 876 წლიდან ტაძარში ინახება ტუნიკა (Sancta Camisia), რომელიც წმინდა მარიამ ღვთისმშობელს ეკუთვნოდა. ეს წმინდა რელიქვია კათედრალისთვის უბოძებია შარლემანს, რომელმაც ის საჩუქრად იერუსალიმზე ჯვაროსნული ლაშქრობის დროს მიიღო. სინამდვილეში საჩუქარი შარლ II-ისგან იყო; სპეციალისტთა შეფასებით ქსოვილი სირიული წარმოშობისაა და დამზადებულია ჩვ.წ. პირველ საუკუნეში. საუკუნეების განმავლობაში შარტრი წმ. მარიამის პილგრიმთა მნიშვნელოვანი ცენტრი იყო და დღესაც მორწმუნენი მთელი მსოფლიოდან ამ წმინდა რელიქვიის პატივსაცემად მოდიან.

შარტრის კათედრალი ისტორიულად ქალაქის ყველაზე მნიშვნელოვანი შენობა იყო. ის იყო ეკონომიკური ცენტრიც და ქალაქის ყველა მნიშვნელოვანი ღონისძიება აქ ტარდებოდა. შუა საუკუნეებში კათედრალი შიგადაშიგ ბაზრის ფუნქციასაც ასრულებდა, ბაზილიკის თითოეულ ნიშაში გარკვეული კატეგორიის საქონელი იყიდებოდა, მაგ. ჩრდ. ბოლოში ტექსტილი იყო, სამხრეთ ბოლოში კი საწვავი, ბოსტნეული და ხორცეული. დროდადრო მღვდელთმთავრები ცდილობდნენ ბოლო მოეღოთ კათედრალში ამგვარი საქმიანობისთვის, თუმცა უშედეგოდ. ღვინის გამყიდველებს ეკრძალებოდათ ღვინის ტაძრის სარდაფში გაყიდვა, თუმცა ეკლესიის შუა ნაწილი მათთვის თავისუფალი იყო და აქ ვაჭრობით ისინი გარე გადასახადებისგან თავის არიდებას ახერხებდნენ. აქვე იკრიბებოდნენ სხვადასხვა ხელობის მუშები სამსახურის საშოვნელად. ერთ პერიოდში ქალაქში ერგოტიზმის გავრცელების შედეგად, რომელსაც მრავალი მსხვერპლი ჰყოლია, კათედრალს ჰოსპიტალის ფუნქციაც შეუსრულებია.

კათედრალის დიდებული ფასადის გარდა მისი მნიშვნელოვანი არქიტექტურული ღირსშესანიშნაობაა ტაძრის ინტერიერი და განუმეორებელი მოჭიქული მინის ფანჯრები. ადრეული მე-13 საუკუნით დათარიღებული ფანჯრების მოზაიკა გადაურჩა მე-16 საუკუნის რელიგიურ ომებს და მიიჩნევა, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე სრული კოლექციაა დღემდე შემორჩენილი შუასაუკუნეების მოჭიქული მინისა მსოფლიოში. 1753 წლის მოდერნიზაციის მცდელობისას, მინის ნაწილი ფანჯრებიდან მოხსნილ იქნა ტაძრის კლერკთა მიერ და ამის გამო ორიგინალი 186 მოჭიქულ მინიანი ფანჯრიდან 152 გადარჩა. ეს მინები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი “ცოცხალი” სილურჯის გამო, რომლის ყველაზე თვალსაჩინო ნიმუშია ამ მინით გამოსახული მადონა ყრმით.

ზოგიერთი ფანჯარა სამეფო ოჯახის საჩუქარი იყო, მაგ. ვარდისფერი ფანჯარა ჩრდილოეთ ნიშაში საფრანგეთის დედოფალი ბლანშის მიძღვნილია. სამეფო გავლენა იგრძნობა მართკუთხა პერიფერიულ ფანჯრებშიც, რომელიც სამეფო სიმბოლოებს გამოსახავს ყვითელი ფლორ-დე-ლისებით ლურჯ ფონზე და ასევე ყვითელი ციხე-კოშკებით წითელ ფონზე.

კათედრალის იატაკზე შარტრის ცნობილი თერთმეტ-წრიანი ლაბირინთია, რომლის სრულ სიგრძეზე გავლა იდენტური იყო იერუსალიმში პილგრიმობისა და მრევლს ცოდვების მოსანანიებლად მასზე მუხლებზე ცოცვას უწესებდნენ. ამ ტრადიციის გამო ლაბირინთს “გზა იერუსალიმისკენ” (ფრან. Chemin de Jerusalem) ერქვა. ლაბირინთის ცენტრში მოთავსებული გვირილას მაგვარი დიზაინი სიმბოლურად დატვირთულია და გაბრწყინებას ნიშნავს.

საფრანგეთის რევოლუციის დროს შარტრის კათედრალი დანგრევას და ძარცვას გადაურჩა, ხოლო მას შემდეგ ჩატარებულ უამრავ რესტავრაციას მისი თავდაპირველი ბრიწყინვალება არ შეულახავს. ის ყოველთვის იგივე - გოთური ხელოვნების ტრიუმფი - რჩებოდა. კათედრალი 1979 წელს იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.

შუა საუკუნეებში კათედრალი ასევე ფუნქციონირებდა, როგორც მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო კერა. შარლემანის სურვილით განათლება ფრანგი ხალხისთვის ხელმისაწვდომი უნდა გამხდარიყო და ვინაიდან ახალი სკოლების აშენება გაცილებით ძვირი იქნებოდა, არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენება უფრო ადვილი იყო. მისი ბრძანებით კათედრალებსა და მონასტრებში სკოლების არსებობა და რელიგიური სწავლება აუცილებელი კრიტერიუმი გახდა მთელ საფრანგეთში. კათედრალურმა სკოლებმა მალე სამონასტრო სკოლებს წაართვა განათლების წამყვანი როლი და უკვე მე-11 საუკუნეში კათედრალი თავად გახდა სკოლის სიმბოლო/სინონიმი. ყველა კათედრალს საკუთარი სპეციალიზაცია ჰქონდა და შარტრის დახელოვნებად ლოგიკის სწავლება ითვლებოდა. შარტრის ახალი ლოგიკა მრავალთა მიერ პარიზისაზე უფრო პროგრესულადაც კი ითვლებოდა.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

Our "Network":

Project Gutenberg
https://gutenberg.classicistranieri.com

Encyclopaedia Britannica 1911
https://encyclopaediabritannica.classicistranieri.com

Librivox Audiobooks
https://librivox.classicistranieri.com

Linux Distributions
https://old.classicistranieri.com

Magnatune (MP3 Music)
https://magnatune.classicistranieri.com

Static Wikipedia (June 2008)
https://wikipedia.classicistranieri.com

Static Wikipedia (March 2008)
https://wikipedia2007.classicistranieri.com/mar2008/

Static Wikipedia (2007)
https://wikipedia2007.classicistranieri.com

Static Wikipedia (2006)
https://wikipedia2006.classicistranieri.com

Liber Liber
https://liberliber.classicistranieri.com

ZIM Files for Kiwix
https://zim.classicistranieri.com


Other Websites:

Bach - Goldberg Variations
https://www.goldbergvariations.org

Lazarillo de Tormes
https://www.lazarillodetormes.org

Madame Bovary
https://www.madamebovary.org

Il Fu Mattia Pascal
https://www.mattiapascal.it

The Voice in the Desert
https://www.thevoiceinthedesert.org

Confessione d'un amore fascista
https://www.amorefascista.it

Malinverno
https://www.malinverno.org

Debito formativo
https://www.debitoformativo.it

Adina Spire
https://www.adinaspire.com