ტრუმენი, ჰარი
ვიკიპედიიდან
ჰარი ტრუმენი (Harry S. Truman) (* 8 მაისი, 1884, ლამარი, მისურის შტატი ― † 26 დეკემბერი, 1972, კანზას-სიტი, მისურის შტატი) - აშშ-ის 33-ე პრეზიდენტი (1945–1953), დემოკრატიული პარტიიდან;
1945 წლის იანვარში არჩეულ იქნა აშშ–ს ვიცე–პრეზიდენტად. 1945 წლის 12 აპრილს ფრანკლინ რუზველტის გარდაცვალების შემდეგ, აშშ–ს კონსტიტუციის მიხედვით დაიკავა პრეზიდენტის თანამდებობა და 1948 წელს მეორე ვადით იქნა არჩეული.
1945 წელს მან გასცა ბრძანება ჰიროსიმასა და ნაგასაკის ატომურ დაბომბვაზე. ტრუმენი იყო ნატოს შექმნის ერთ–ერთი ინიციატორი. მისი მოღვაწეობისას შეიქმნა აშშ–ს თავდაცვის სამინისტრო და მიღებულ იქნა კანონი ნაციონალური უსაფრთხოების შესახებ, გაჩაღდა ბრძოლა კომუნისტებთან (მაკარტიზმი), დაიწყო კორეის ომი 1950–1953, ევროპაში დანერგილ იქნა მარშალის გეგმა.
მიუხედავად იმისა, რომ ტრუმენის საგარეო პოლიტიკა რადიკალური მეთოდებით გამოირჩეოდა, აშშ–ში მას მაინც ერთ–ერთ მნიშვნელოვან პრეზიდენტად მიიჩნევენ.