სახმელეთო ჯარები
ვიკიპედიიდან
სახმელეთო ჯარები წარმოადგენენ შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ უძველეს სახეობას და განკუთვნილია საბრძოლო მოქმედებათა საწარმოებლად უმთავრესად ხმელეთზე. მათ შეუძლიათ საბრძოლო ამოცანის შესრულება როგორც დამოუკიდებლად, ასევე შეიარაღებული ძალების სხვა სახეობებთან ურთიერთქმედებით.