პოლიტკოვსკაია, ანა
ვიკიპედიიდან
ანა პოლიტკოვსკაია (რუს. Анна Степановна Политковская) (* 30 აგვისტო, 1958, ნიუ-იორკი ― † 7 ოქტომბერი, 2006, მოსკოვი) რუსი ჟურნალისტი, რომელიც ცნობილი იყო ჩეჩნეთის ომის და ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენების ალტერნატიული გაშუქებით და ვლადიმირ პუტინის ადმინისტრაციის მწვავე კრიტიკით.
სექციების სია |
[რედაქტირება] ბიოგრაფია
[რედაქტირება] ადრეული ცხოვრება
ანა მაზეპა დაიბადა ნიუ-იორკში 1958 წელს, სადაც მისი მშობლები დიპლომატებად მუშაობდნენ. იგი სწავლობდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტზე, რომელიც 1980 წელს დაამთავრა.