მიაძაკი ჰაიაო
ვიკიპედიიდან
მიაძაკი ჰაიაო (宮崎 駿, Miyazaki Hayao) (*5 იანვარი, 1941, ტოკიო) იაპონური ანიმაციური ფილმების ანიმეს ერთ-ერთი საუკეთესო რეჟისორი.
მიაძაკის ეკუთვნის ანიმესა და მანგას ჟანრში შექმნილი მრავალი ფილმი, რომლებიც წარმოუდგენელი წარმატებით სარგებლობდა იაპონიასა და აღმოსავლეთ აზიაში მრავალი წლის განმავლობაში, თუმცა დასავლეთში ის ანიმაციური წრეების გარეთ თითქმის უცნობი იყო 1999 წლამდე, როდესაც მირამაქსმა მისი ფილმი პრინცესა მონონოკე გამოუშვა. მიაძაკის ფილმი "ტიჰიროს მოგზაურობა სულების სამყაროში" (ინგ. Spirited away) ყველაზე შემოსავლიანი ფილმი გახდა იაპონიის ისტორიაში; პრინცესა მონონოკესაც იგივე ტიტული ეჭირა მცირე ხნით იმავე წელს ეკრანებზე "ტიტანიკის" გამოსვლამდე.
მიაძაკის ფილმებისთვის დამახასიათებელია განმეორებადი თემები, როგორიცაა ჰუმანიზმის ურთიერთქმედება ბუნებასა და ტექნოლოგიასთან, და ასევე პაციფისტური ეთიკის შენარჩუნების სიძნელეები. მისი ფილმების მთავარი გმირები ხშრად ძლიერი, დამოუკიდებელი გონონები ან ახალგაზრდა ქალები არიან. ბოროტი ძალები ხშირად ბუნდოვანი ხახიათებითა და ცვალებადი თვისებებით გამოირჩევიან.