Ebooks, Audobooks and Classical Music from Liber Liber
a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z





Web - Amazon

We provide Linux to the World


We support WINRAR [What is this] - [Download .exe file(s) for Windows]

CLASSICISTRANIERI HOME PAGE - YOUTUBE CHANNEL
SITEMAP
Audiobooks by Valerio Di Stefano: Single Download - Complete Download [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Alphabetical Download  [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Download Instructions

Make a donation: IBAN: IT36M0708677020000000008016 - BIC/SWIFT:  ICRAITRRU60 - VALERIO DI STEFANO or
Privacy Policy Cookie Policy Terms and Conditions
ლინუქსი - ვიკიპედია

ლინუქსი

ვიკიპედიიდან

ტუქსი (Tux) – ლინუქსის სიმბოლო
გაზარდეთ
ტუქსი (Tux) – ლინუქსის სიმბოლო

ლინუქსი (Linux) წარმოადგენს მრავალფუნქციონალურ მძლავრ უფასო ოპერაციულ სისტემას, რომელიც იუნიქსის (UNIX) მაგვარი ოპერაციული სისტემების ერთ-ერთ ნაირსახეობაა. ოპერაციული სისტემა UNIX შეიქმნა სამოციან წლებში, კომპანია ბელ ლაბსის (Bell Labs) (ამჟამად AT&T Bell Laboratories) მიერ.

UNIX-ის შექმნისას გათვალისწინებული იქნა მისი მულტიპლატფორუმულ ოპერაციულ სისტემად ჩამოყალიბება, ანუ უნდა ყოფილიყო შესაძლებელი მისი სხვადასხვა არქიტექტურის მანქანებზე უპრობლემოდ მუშაობა. სწორედ მისმა მულტიპლატფორმულობამ განაპირობა UNIX-ის უდიდესი პოპულარულობა. UNIX-ის პოპულარულობასთან ერთად სხვადასხვა კომპანიებმა დაიწყეს UNIX-ის ბაზაზე ოპერაციული სისტემების შექმნა.

[რედაქტირება] შექმნის ისტორია

ლინუს ტორვალდსი, ლინუქსის ძირითადი შემქმნელი
გაზარდეთ
ლინუს ტორვალდსი, ლინუქსის ძირითადი შემქმნელი

Linux არის თავისუფალად გავრცელებადი GPL ლიცენზიაზე დამყარებული ოპერაციული სისტემა, რომელიც შეიქმნა UNIX მაგვარი ოპერაციული სისტემა Minix-ის ბაზაზე. მისი თავდაპირველი ვერსიის შემქმნელია ფინეთის ჰელსინკის უნივერსტიტეტის სტუდენტი ლინუს ტორვალდსი (Linus Torvalds). საგულისხმოა ის ფაქტი, რომ სტუდენტმა ახალი ოპერაციული სისტემა საკურსო ნაშრომის ფარგლებში შექმნა.

Linux შექმნილია მრავალრიცხოვან UNIX პროგრამისტთა და ინტერნეტის ქსელში მომუშავე ენთუზიასტთა დახმარებით. მასში არ არის გამოყენებული AT&T UNIX-ის პროგრამული კოდი, ასევე არც ერთი სხვა UNIX-ის პროგრამული კოდი. Linux-ის მეტი წილი პროგრამები შექმნილია GNU Free Software Foundation პროექტის ჩარჩოში, კემბრიჯში, მასაჩუსეტსი, თუმცა მის შექმნაში ასევე მონაწილეობა თითქმის მთელი მსოფლიოს პროგრამისტებმა მიიღეს. აღსანიშნავია ისიც, რომ Linux-ის ბაზაზე შექმნილი პროგრამების უმეტესობა არის ღია პროგრამული კოდით (open source) და ამასთან უფასოა. 0.01 ვერსიის Linux-ის გამოჩენისას არასდროს არ გაკეთებულა ოფიციალური განცხადება მისი შექმნის თაობაზე, 0.01 ვერსიის პროგრამული წყარო, პროგრამის კოდის ნორმალური შესრულების შესაძლებლობასაც კი არ იძლეოდა და მიუთითებდა იმაზე, რომ მომხმარებელი მიმართავდა Minix მანქანას. ეს მისი (Linux) კომპილირებისა თუ სრულყოფის შესაძლებლობას იძლეოდა.

1991 წლის 5 ნოემბერს ლინუსმა "ოფიციალურად" განაცხადა Linux-ის 0.02 ვერსიის გამოსვლის თაობაზე. მიუხედავად ამისა, ეს ისევ განიხილებოდა როგორც მორიგი ექსპერიმენტებისათვის განკუთვნილი ოპერაციული სისტემა. ძირითადად ყურადღება დაეთმო სისტემის ბირთვის (kernel) დახვეწას, არანაირი ყურადღება არ ექცეოდა რიგით მომხმარებელთათვის მასთან მუშაობის უზრუნვეყოფას, არ მოხდა სისტემის დოკუმენტირების ტირაჟირება. ეს შემდეგმა გარემოებებმა განაპირობა: ოპერაციული სისტემა უნდა გამხდარიყო დამოუკიდებელი, არ ყოფილიყო საჭიროება შემდგომი ვერსიების Minix-ზე კომპილირება-სრულყოფისა.

0.03 ვერსიაზე მუშაობის დამთავრების შემდეგ ლინუსმა მომდევნო ვერსიას პირდაპირ მიანიჭა 0.10 ნომერი, ვინაიდან იმ დროისათვის პროექტზე უკვე საკმაო რაოდენობის ხალხი მუშაობდა და ბევრი რამ დაიხვეწა.

1992 წლის მარტში ტესტირების სტადიაში მყოფი ოპერაციული სისტემის ვერსიების რამდენიმეჯერ გადახედვის შემდეგ ახალ შექმნილ ვერსიას ამჯერად 0.95 ნომერი მიენიჭა, რითაც ლინუსმა მიანიშნა, რომ მალე შესაძლებელი იქნებოდა "ოფიციალური" ვერსიის გამოსვლაზე განაცხადის გაკეთება. დაახლოებით წელიწადნახევრის შემდეგ 1993 წლის დეკემბერში Linux-ის ვერსიის ნომერი უკვე 0.99.pl14 იყო, რაც გახდა საწინდარი იმისა, რომ სულ მალე გამოვიდოდა უკვე ნამდვილად ოფიციალური სტაბილური ვერსია 1.0, რაც 1994 წელს მოხდა კიდეც. დღეისთვის Linux-ის მიმდინარე ვერსია არის 2.6.x, რომელიც 2004 წელს გამოვიდა და ამჟამადაც გრძელდება მასზე მუშაობა. (არ უნდა აგვერიოს Linux-ის ვერსიები დისტრიბუტივების ვერსიებში, მაგ. Red Hat 7.3 ან Mandrake 8.2. დისტრიბუტივი წარმოადგენს ლინუქსის ბირთვის და პროგრამების ცალკეულ პაკეტს და ცალკე განხილვის თემა გახლავთ.

Linux თავდაპირველად შეიქმნა ინტელის 32-ბიტიანი x86-ბაზაზე შექმნილ 386 ან უფრო მძლავრ პროცესორებზე სამუშაოდ. ამჟამად Linux ასევე შემდეგი პლატფორმის მანქანებზეც მუშაობს: Compaq Alpha AXP, Sun SPARC, UltraSPARC, Motorola 680x0, PowerPC, PowerPC64, ARM, Hitachi SuperH, IBM S/390, MIPS, HP PA-RISC, Intel IA-64, DEC VAX, AMD x86-64, CRIS.

[რედაქტირება] გამოყენება

ლინუქსის ეკრანი (KDE გარემო)
გაზარდეთ
ლინუქსის ეკრანი (KDE გარემო)

Linux წარმატებით შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც სამუშაო სადგურად, ასევე სერვერის პლატფორმად. დღესდღეობით Linux UNIX მაგვარი ოპერაციული სისტემების ღირსეული კლონია. Linux სრულყოფილი მრავალფუნქციონალური მრავალამოცანიანი ოპერაციული სისტემაა, რომელიც წარმატებით ართმევს თავს თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების მზარდ მოთხოვნილებებს. მასზე შესაძლებელია X Windows-ის გრაფიკულ გარემოში და console (ბრძანებათა სტრიქონში) მოხერხებული მუშაობა. Linux-ის მომხმარებელთათვის არსებობს თანამედროვე გრაფიკული და საოფისე პროგრამები, ასევე მათთვის ინტერნეტში სრულყოფილად სამუშაოდ უამრავი პროგრამა, რომლითაც შესაძლებელია ვებ-გვერდების დათვალიერება, ელექტრონული ფოსტის მიღება და გაგზავნა, IRC, ICQ, Yahoo Messenger, AOL Instant Messenger, MSN Messenger და სხვა პოპულარული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება.

არანაკლები რაოდენობით არსებობს პროგრამირებით დაინტერესებულ პირთათვის განკუთვნილი პროფესიონალური დონის გრაფიკული ინტერფეისიანი პროგრამული პროდუქტები. ამასთან პროგრამული უზრუნველყოფის სრული სპექტრი არსებობს Linux-ის როგორც ინტერნეტ, ბეჭდვით თუ ფაილ სერვერად გამოსაყენებლად. Linux-ისთვის არსებობს უმძლავრესი პროგრამული პროდუქტები მონაცემთა ბაზების შესაქმნელად, რომლის ნათელი მაგალითია კომპანია Oracle, რომელიც თავის პროდუქციას სხვა ოპერაციულ სისტემებთან ერთად ასევე Linux პლატფორმისათვის ქმნის.

ამჟამად Linux საკმაოდ დეტალურად არის დოკუმენტირებული, ასევე დოკუმენტირებულია Linux-ის ბაზაზე შექმნილი პროგრამები, ეს ინფორმაცია უფასოა და შესაბამის ინტერნეტ გვერდებზე არსებობს. Linux-ის პრინციპია: მომხმარებელს უფასოდ მიეწოდოს რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია და პროდუქტი (პროგრამა), რაც ხელსაყრელი ალტერნატივაა მომხმარებლისთვის.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

Our "Network":

Project Gutenberg
https://gutenberg.classicistranieri.com

Encyclopaedia Britannica 1911
https://encyclopaediabritannica.classicistranieri.com

Librivox Audiobooks
https://librivox.classicistranieri.com

Linux Distributions
https://old.classicistranieri.com

Magnatune (MP3 Music)
https://magnatune.classicistranieri.com

Static Wikipedia (June 2008)
https://wikipedia.classicistranieri.com

Static Wikipedia (March 2008)
https://wikipedia2007.classicistranieri.com/mar2008/

Static Wikipedia (2007)
https://wikipedia2007.classicistranieri.com

Static Wikipedia (2006)
https://wikipedia2006.classicistranieri.com

Liber Liber
https://liberliber.classicistranieri.com

ZIM Files for Kiwix
https://zim.classicistranieri.com


Other Websites:

Bach - Goldberg Variations
https://www.goldbergvariations.org

Lazarillo de Tormes
https://www.lazarillodetormes.org

Madame Bovary
https://www.madamebovary.org

Il Fu Mattia Pascal
https://www.mattiapascal.it

The Voice in the Desert
https://www.thevoiceinthedesert.org

Confessione d'un amore fascista
https://www.amorefascista.it

Malinverno
https://www.malinverno.org

Debito formativo
https://www.debitoformativo.it

Adina Spire
https://www.adinaspire.com