ლე კორბუზიე, შარლ ედუარ
ვიკიპედიიდან
შარლ ედუარ ლე კორბუზიე (ფრანგ. Le Corbusier, ნამდვილი გვარი Jeanneret-Gris) (*6 ოქტომბერი, 1887 - 27 აგვისტო, 1965) შვეიცარიელი არქიტექტორი, თეორეტიკოსი, ფერმწერი და დიზაინერი. სახელი გაითქვა მოდერნისტული (ე.წ. ”საერთაშორისო სტილის”) ნამუშევრებით. ლე კორბუზიე პიონერი იყო თანამედროვე დიზაინის თეორიულ სწავლებაში და საკუთარი თავი მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებში გაუმჯობესებული საცხოვრებელი პირობების შექმნის სამსახურს მიუძღვნა. მისი სტრუქტურები გამოირჩევა ბრტყელი ზედაპირებით, ლენტური ფანჯრებით, შენობის ქვემო ნაწილში ღია საყრდენებით და თავისუფალი დაგეგმარებით.
მისი კარიერა ხუთ ათწლეულს გრძელდებოდა და მისი ხელწერით შექმნილი ხელოვნების ნიმუშებად შერაცხული შენობები და კომპლექსები ცენტრალური ევროპის, ინდოეთის, რუსეთის მრავალ ქალაქში მოიძებნება. მისი ერთი სტრუქტურა არსებობს აშშ-შიც. ლე კორბუზიეს პორტრეტი (განუყრელი სათვალითურთ) გამოსახულია შვეიცარულ ათფრანკიანზე.