კვირა
ვიკიპედიიდან
სიტყვა კვირა ქართულ ენაში ორი მნიშვნელობით იხმარება:
- კვირა - შვიდდღიანი დროის მონაკვეთი, ძველ ქართულში - მსგეფსი.
- კვირა - შვიდდღიანი დროის მონაკვეთის მეშვიდე დღე, იგივე კვირადღე.
კვირადღე — კვირის დღე შაბათსა და ორშაბათს შორის. ძველ გერმანულ ტომებში ეს დღე ეძღვნებოდა მზეს, აქედანაა ინგლისური (Sunday). ბევრ სლავურ ენაში კვირადღეს ჰქვია «неделя », ე.ი. დღე, როცა არ მუშაობენ («не делают»). კვირადღე ხშირად კვირის უკანასკნელი დღეა (განსაკუთრებით ევროპაში და სამხრეთ ამერიკაში), სხვაგან - კვირის პირველი დღე. ეს ტრადიცია მომდინარეობს ძველი ებრაელებისა და ძველი ეგვიპტელებისაგან. სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის გადაწყვეტილებით 1976 წლის 1 იანვრიდან კვირადღე დადგინდა კვირის ბოლო დღედ.
კვირადღე ქრისტიანთა უმრავლესობისათვის დასვენების დღეა. მართლმადიდებელ ქრისტიანებში ამ დღეს არ შეიძლება საოჯახო, საოსოფლო-სამეურნეო და საზოგადოებრივი საქმიანობა, რაიმეს კეთება, რაც სხვისგან მოითხოვს შრომის გაწევას (მაგ. ყიდვა, მომსახურების მიღება, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა და ა.შ.). გამონაკლისს წარმოადგენს გადაუდებელი სამედიცინო და სხვა სახის მომსახურება.