Ebooks, Audobooks and Classical Music from Liber Liber
a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z





Web - Amazon

We provide Linux to the World


We support WINRAR [What is this] - [Download .exe file(s) for Windows]

CLASSICISTRANIERI HOME PAGE - YOUTUBE CHANNEL
SITEMAP
Audiobooks by Valerio Di Stefano: Single Download - Complete Download [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Alphabetical Download  [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Download Instructions

Make a donation: IBAN: IT36M0708677020000000008016 - BIC/SWIFT:  ICRAITRRU60 - VALERIO DI STEFANO or
Privacy Policy Cookie Policy Terms and Conditions
ინტერნეტ ექსპლორერი - ვიკიპედია

ინტერნეტ ექსპლორერი

ვიკიპედიიდან

ინტერნეტ ექსპლორერი 6 ვინდოუს XP-თვის
გაზარდეთ
ინტერნეტ ექსპლორერი 6 ვინდოუს XP-თვის

ინტერნეტ ექსპლორერი (იე) - მაიკროსოფტის (Microsoft Inc.) უფასო ლიცენზირებული ინტერნეტ ბრაუზერია და მაიკროსფტ ვინდოუსს ახლავს თან. ინტერნეტ ექსპლორერი მომხმარებელთა რიცხვით ყველაზე გავრცელებული ინტერნეტ ბრაუზერია, თუმცა 2004 წელს მომხმარებელთა წილმა ოდნავ დაიკლო კონკურენტი ბრაუზერების სასარგებლოდ. 2005 წლის ოქტომბრისთვის იე-ს მომხმარებელთა წილი 86%-ს შეადგენდა.

ინტერნეტ ექსპლორერი მაიკროსოფტ ვინდოუსის ყველა მოქმედი ვერსიის ინტეგრირებული კომპონენტია. მაიკროსოფტი საკუთარ ბრაუზერს უპირობოდ ვინდოუსთან ერთად ჰყიდის ვინდოუს 95 ოსრ1 ვერსიის გამოსვლის შემდეგ. თუმცა იე-ს ბოლო ყველაზე მნიშვნელოვანი განახლება მოხდა ვინდოუს XP სერვის პაკ 2-თან ერთად. ინტერნეტ ექსპლორერ 7-ის ბეტა ვერსია მომხმარებლისთვის მისაწვდომია 2005 წლის 27 ივლისიდან.

ინტერნეტ ექსპლორერი ასევე არსებობს როგორც დამოუკიდებელი უფასო პროგრამა ვიდოუსის ძველი ვერსიებისა და რამდენიმე სხვა ოპერატიული სისტემისთვის. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მაიკროსოფტი უშვებდა ინტერნეტ ექსპორერს მაკისთვის, სოლარისისა და უნიქსისთვის. ეს ვერსიები დამუშავებას უკვე აღარ ექვემდებარება თუმცა მაკის ვერსიის ჩამოტვირთვა ამჟამადაც შესაძლებელია.


სექციების სია

[რედაქტირება] საწყისი ფანჯარა

Internet Explorer პროგრამის ფუნქციაა ინტერაქტიულ რეჟიმში მოგაძებნინოთ,დაგათვარიელებინოთ სხვადასხვა სერვერებზე განლაგებული ვებ დოკუმენტები და თუ საწიროდ ჩათვლით,გადმოგაწერინოთ თქვენს კომპიუტერში,გამოგაბეჭდინოთ ქაღალდზე.პროგრამა მუშაობს როგორც ტექსტებთან ასევე გრაფიკასთან.ვებ ბრაუზერი არჩევს ჰიპერტექსტურ ენაზე დაწერილ და გაჩვენებთ ამ ენით შექმნილ ანიმაციურ ეფექტებს.ინტერნეტ ექსპლორერი ვინდოუსის ნაწილია .ინტერნეტთან მუშაობა მთავრდება იგივე პროგრამით - Explorer-ით,რომლითაც თქვენ სარგებლობთ კომპიუტერზე ფაილურ სისტემასთან მუშაობის დროს.
ინტერნეტ ექსპლორერი რამოდენიმე პროგრამისგან შედგება.მათგან ძირითადს წარმოადგენს პროგრამა,რომელიც მუშაობს WWW.მას ეძახიან აგრეთვე ინტერნეტ ბროუზერს.
ინტერნეტ ექსპლორერის საწყისი ფანჯარა შეიცავს :

  • ფანჯრის დასახელების სტრიქონს;
  • მენიუს სტრიქონს;
  • ინსტრუმენტების პანელს,სადაც მოთავსებულია ინსტრუმენტული ღილაკების პანელი,მისამართის სტრიქონი,კავშირები.
  • სტატუსის სტრიქონს;
  • ინდიკატორებს;
  • გვერდის მოძრაობის ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ პანელებს;
  • სამუშაო ადგილს.

ფანჯრის დასახელება - ვინდოუსის სტანდარტული სატიტულო სტრიქონია,რომელშიც პროგრამის დასახელების გარდა ჩნდება ვებ გვერდის დასახელება.
ამ სტრიქონის ქვეშ შეგიძლიათ ისარგებლოთ ინტერნეტ ექსპლორერის ნებისმიერი ფუნქციით.
ინსტრუმენტების პანელზე განლაგებული მართვის ძირითადი ღილაკების დანიშნულება მოყვანილია ქვემოთ ცხრილში.ამ სტრიქონის ქვეშ განლაგებულია ვებ გვერდის მისამარტის ველი.ველში თავსდება საძიებო ობიექტი.ღილაკზე Enter დაჭერით ბრაუზერს ეძლევა ბრძანება იპოვოს და გამოიტანოს ეკრანზე გვერდი მიტითებული მისამართით.აქვე მარჯვნივ მოთავსებულია ღილაკი Links - კავშირები,სადაც მოთავსებულია მისამართები.
ეკრანის ცენტრალური ნაწილი განკუთვნილია აქტიური ვებ გვერდისათვის..თუ გვერდი ეკრანზე არ ეტევა,მასინ წარმოიქმნება გვერდის მოძრაობიშტვის განკუთვნილი ვერტიკალური და ჰორიზონტალური პანელი.
სტატუსის სტრიქონი განლაგებულია ეკრანის ქვემოთ(ბოლოში),რომელიც მუშაობის მიმდინარეობაზე მიგვიტითებს..ეკრანზე ორი ინდიკატორია : ერთი გლობუსის მოძრავი სუარათი(მოთავსებულია ზემოთა მარჯვენა კუთხეში და ინტერნეტსი ჩართვის დროს იწყებს ტრიალს) და მეორე პროგრეს ინდიკატორი(მოთავსებულია ქვემოთ მარცხენა ნაწილში).


ცხრილის სახელი
ღილაკი სახელი მალხმობა დანიშნულება
Back უკან Alt+← წინა გვერდზე გადასვლა
Forward წინ Alt+→ მომდევნო გვერდზე გადასვლა
Stop გაჩერება აჩერებს ვებ გვერდის ჩამოტვირთვას
Refresh განახლება F5 აქტიური გვერდის ინფორმაციის განახლება
Home ჰოუმპეიჯი ბროუზერის საწყის გვერდზე(ჰოუმპეიჯზე) გადასვლა
Search ძიება ძიების პანელის გამოძახება
Favorites ფავორიტები თქვენს მიერ შენახული გვერდების სიის გახსნა
History არქივი დათვარიელებული გვერდების სია
Channels არხები გვერდის შენახვის ფორმა ავტონომიური დათვარიელება
მთელი ეკრანი(ფულსქრინი) F11 ფანჯარა იხსნება მთელ ეკრანზე
Mail ფოსტა ფოსტის მენიუ
Print ბეჭდვა ვებგვერდის ან მისი ნაწილის ბეჭდვა
Edit რედაქტირება აქტიური გვერდის რედაქტირება

[რედაქტირება] ვებ გვერდის დათვარიელების გზები

ინტერნეტის გვერდების დატვარიელების მრავალი გზები არსებობს:

  • თქვენ შეგიძლიათ მიუთითოთ მისამართი მისამართების პანელზე არსებულ ფანჯარაში;
  • ისარგებლოთ ვებ გვერდზე არსებული კლავიშებით;
  • ისარგებლოთ ღილაკებით Back და Forward;
  • გახსნათ ფავორიტების ფოლდერი და სიაში აირჩიოთ სასურველი მისამართი;
  • ისარგებლოთ კავშირების პანელით.


[რედაქტირება] მისამართის პანელი და მისი გამოყენება

ვებ დოკუმენტი წარმოადგენს მონაცემებს.იგი ინახება ვებ სერვერზე და მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს დაათვარიელოს,ან გადმოწეროს კომპიუტერში.ინტერნეტში არსებული ვებ გვერდების მისამარტი გარკვეული წესით არის შედგენილი.მას ეძახიან URL(Universal Resourse Locator).იგი იწყება,როგორც წესი,პროტოკოლის აღნიშვნით,მერე მოდის დომენის სახელი,შემდეგ ფაილის განლაგება დომენის მიმართ.მაგალითად http://www.sanet.ge შედგება შემდეგი ნაწილებისაგან : [[http://]]-პროტოკოლი,რომელიც გამოიყენება ვებ ბრაუზერის მიერ,რათა ვებ კვანძზე ვებ დოკუმენტი მოიძებნოს;WWW-მიუტითებს იმაზე,რომ ეს კვანძი ობობას კვანძია(WWW-World Wide Web-მსოფლიო ობობას კვანძი).sanet კვანძი ეკუთვნის ორგანიზაციას sanet.ge-მიუთითებს იმაზე,რომ კვანძი საქართველოშია განლაგებული.მეორე მაგალითში მისამართი http://www.sanet.ge/sarke/index.html აღნისნავს ფაილის index.html მისამართის კვანძზე http://www.sanet.ge კატალოგში sarke.მისამართებში შეიძლება რამდენიმე დომენი იყოს გამოყენებული.მაგალითად,ორგანიზაციის,ქვეყნის,ქსელის.ქვემოთ მოყვანილია მისამართების რამოდენიმე მაგალითი :

მისამართის შეტანის დროს შეგიძლიათ არ შეიტანოთ მისამართის ნაწილია : [[http://]] - პროგრამა თვითონ დაამატებს მისამართს

[რედაქტირება] ვებ გვერდებთან მუშაობა,დათვარიელება

გვერდებთან დაკავშირებული ბევრი მოქმედება შესაძლებელია კლავიატურის საშუალებითაც.რა თქმა უნდა თაგვის მუშაობა უფრო მოხერხებულია,ვიდრე კლავიატურით,მითუმეტეს,რომ არის მოქმედებები,რომლებიც მარტო თაგვით სრულდება,მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება დაგჭირდეთ კლავიატურის ხმარება.ღილაკები და მათი მოქმედებები ჩამოთვლილია ცხრილში:

ცხრილის სახელი
ღილაკები მოქმედება
Ctrl+Tab მომდევნო ბმულზე გადასვლა
Shift+Ctrl+Tab წინა ბმულზე გადასვლა
ისარი(ზემოთ) გვერდის დასაწყისისაკენ ფურცვლა
ისარი(ქვემოთ) გვერდის დასასრულისაკენ ფურცვლა
Page Up რამდენიმე სტრიქონით ზემოთ გადასვლა
Page Down რამდენიმე სტრიქონით ქვემოთ გადასვლა
Home გვერდის დასაწყისში გადასვლა
End გვერდის ბოლოში გადასვლა

დიდი მოცულობის გვერდებზე ხსირად საჭიროა კონკრეტული ინფორმაციის მოძებნა,ამისატვის ჩამოშალეთ მენიუ Edit და აირჩიეთ ბრძანება Find(On This Page).ეკრანზე გამოჩნდება Find ფანჯარა,შეიტანეთ Find What ველში საძიებო სიტყვა,მიუტითეთ ძიების მიმართულება - კურსორის ზემოთ(Up) ,ან კურსორის ქვემოთ (Down).თუ საჭიროა მიუთითეთ სრული სიტყვის ძიების რეჟიმში(Match Whole Word Only),ან/და გათვალისწინებულ იქნეს,ხოლო თუ არ არის საჭირო,მიუთითეთ რეგისტრი(Match Case).დააჭირეთ ღილაკს Find Next-ვებ გვერდზე საძიებო სიტყვა მოინიშნება.


[რედაქტირება] ვებ გვერდის გახსნის მართვა

როდესაც ვუტითებთ ვებ გვერდის მისამართს და ვითხოვტ მის ეკრანზე გამოტანას,იწყება ამ გვერდის ძიება.ძიება შეიძლება საკმარისად ჩქარა შესრულდეს და ეკრანზე საძიებო გვერდი გამოჩნდეს,მაგრამ არის შემთხვევები როდესაც გვერდი იმდენად დიდხანს იტვირთება,რომ არჩევთ ჩატვირთვის შეწყვეტას.ამ შემთხვევაში ისარგებლეთ ღილაკით Stop(იგივე მოქმედებას შეასრულებს ღილაკი Esc).ჩატვირთვისას დიდ დროს ითხოვს ვებ გვერდი რომელზეც დიდი და ბევრი სურატებია.თქვენ შეგიძლიატ წინასწარ მიუტიტოთ პროგრამას არ გადმოტვირთოს სურათები,გადმოიტანოს მარტო ტექსტი.ამისათვის ისარგებლეთ მთავარი მენიუდან პუნქტით View/Internet Options და დიალოგურ ფანჯარაში Internet Options გადადით ნაწილში Advanced,მოძებნეთ Multimedia,მოხსენით ალამი Show Pictures,დააჭირეთ ღილაკებს Apply,Ok.
თუ თქვენ მიუტითებს ექსპლორერ რომ მან ჩატვირტოს მოძიებული გვერდები ქეშიდან და არა ვებიდან,მაშინ ეს გაცილებით ცოტა დროს წაიღებს.ამისათვის შედით მენიუში View/Internet Options და დიალოგურ ფანჯარაში გადადით ჩანართზე General,დააჭირეთ ღილაკს : settings,ფანჯარაში პირველი სამი გადამრთველიდან ჩართეთ მესამე - Never,რაც იმას ნისნავს,რომ პროგრამა გვერდს ყოველთვის ქეშიდან წაიკითხავს.მაგრამ ამ შემთხვევაში დაგჭირდებატ დროდადრო,თუ იცით რომ გვერდი შეიძლება შეიცვალოს,სერვერიდან იგივე ახალი ასლის ჩამოტვირთვა.გვერდის განახლებისტვის იმოქმედეთ F5 ღილაკზე.


[რედაქტირება] გვერდების შენახვა ფორლდერში - Favorites

ინტერნეტ ექსპლორერსი არსებობს სასუალება შეინახოთ თქვენტვის საინტერესო გვერდების მისამართები ფოლდერში - Favorites.როდესაც აქტიური გვერდის მისამართვის მოთავსება გვსურს ფავორიტების ფოლდერში,გამოვიძახოთ მენიუდან Favorites ბრძანება Add To Favorites.გაიხსნება დიალოგური ფანჯარა Add Favorite.ჩართეთ პირველი გადამრთველი,ეაც იმას ნიშნავს რომ გინდათ დაამატოთ სიას აქტიური გვერდი.ფანჯარაში Name მითითებულია ამ გვერდის სახელი.Create In ღილაკით შეგიძლიათ მიუთითოთ ,თუ სად გინდათ ახალი ფოლდერის შექმნა.დააჭირეთ ამ ღილაკს.
გამოჩნდება შემდეგი ფანჯარა,სადაც ქმნით ახალ ფოლდერს.მონიშნეთ ფოლდერი Favorites და დააჭირეთ ღილაკს New Folder.ეკრანზე ფანჯარა გამოჩნდება სადაც უნდა შეიტანოთ ახალი ფოლდერის დასახელება.
მუშაობის პროცესში აუცილებლად ხდება Favorites გვერდების დასახელების მოწესრიგება - ერთი ფოლდერიდან მეორეში გადატანა,წაშლა,ახალი ფოლდერის შექმნა და სხვა.ამისათვის შეგიძლიატ ისარგებლოთ ბრძანებით Organize Favorites მენიუდან Favorites.


[რედაქტირება] ფოლდერი History

ინტერნეტ ექსპლორერი ინახავს თქვენს მიერ დათვარიელებულ გვერდებს,ფოლდერში History.იმისათვის რომ გახსნათ ეს ფოლდერია საწიროა შეხვიდეთ მენიუში View და გამოიძახეთ ბრძანება Explorer Bar/History.
პანელი History დაგეხმარებატ გვერდების მოძებნაში,რომლებიც არ გაქვთ დამახსოვრებული Favorite ფოლდერში.ვადა,თუ რამდენხანს გნებავთ შეინახოთ ფოლდერში History მისამართები,მიუთითეთ ფანჯარაში Internet Options ველში History,იქვეა წაშლის ღლაკიც.


[რედაქტირება] კონკურენტი ბრაუზერები

Our "Network":

Project Gutenberg
https://gutenberg.classicistranieri.com

Encyclopaedia Britannica 1911
https://encyclopaediabritannica.classicistranieri.com

Librivox Audiobooks
https://librivox.classicistranieri.com

Linux Distributions
https://old.classicistranieri.com

Magnatune (MP3 Music)
https://magnatune.classicistranieri.com

Static Wikipedia (June 2008)
https://wikipedia.classicistranieri.com

Static Wikipedia (March 2008)
https://wikipedia2007.classicistranieri.com/mar2008/

Static Wikipedia (2007)
https://wikipedia2007.classicistranieri.com

Static Wikipedia (2006)
https://wikipedia2006.classicistranieri.com

Liber Liber
https://liberliber.classicistranieri.com

ZIM Files for Kiwix
https://zim.classicistranieri.com


Other Websites:

Bach - Goldberg Variations
https://www.goldbergvariations.org

Lazarillo de Tormes
https://www.lazarillodetormes.org

Madame Bovary
https://www.madamebovary.org

Il Fu Mattia Pascal
https://www.mattiapascal.it

The Voice in the Desert
https://www.thevoiceinthedesert.org

Confessione d'un amore fascista
https://www.amorefascista.it

Malinverno
https://www.malinverno.org

Debito formativo
https://www.debitoformativo.it

Adina Spire
https://www.adinaspire.com