Ebooks, Audobooks and Classical Music from Liber Liber
a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z





Web - Amazon

We provide Linux to the World


We support WINRAR [What is this] - [Download .exe file(s) for Windows]

CLASSICISTRANIERI HOME PAGE - YOUTUBE CHANNEL
SITEMAP
Audiobooks by Valerio Di Stefano: Single Download - Complete Download [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Alphabetical Download  [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Download Instructions

Make a donation: IBAN: IT36M0708677020000000008016 - BIC/SWIFT:  ICRAITRRU60 - VALERIO DI STEFANO or
Privacy Policy Cookie Policy Terms and Conditions
ვიცლებენი, ერვინ ფონ - ვიკიპედია

ვიცლებენი, ერვინ ფონ

ვიკიპედიიდან

იობ-ვილჰელმ გეორგ "ერვინ" ფონ ვიცლებენი (გერმ. Job-Wilhelm Georg "Erwin" von Witzleben) (* 4 დეკემბერი 1881, ბრესლაუ, პოლონეთი; † 8 აგვისტო 1944, ბერლინი, გერმანია) - გერმანელი სამხედრო მოღვაწე, «ვერმახტის» გენერალ-ფელდმარშალი და «ვიდერშტანდის» წევრი.


სექციების სია

[რედაქტირება] ბიოგრაფია

ერვინ ფონ ვიცლებენი დაიბადა თიურინგიელი ოფიცრის ოჯახში. პრუსიის კადეტთა კორპუსის სასწავლებლის დამთავრების შემდეგ იგი 1901 წლის 22 ივნისს ლეიტენანტის წოდებით შევიდა ლაიგნიცის „მეფე ვილჰელმ I“ სახელობის გრენადერთა პოლკში. 1910 წელს მიენიჭა ობერლეიტენანტის სამხედრო წოდება.


[რედაქტირება] პირველი მსოფლიო ომი

პირველ მსოფლიო ომში ვიცლებენი 19-ე სარეზერვო ქვეითთა ბრიგადის ადიუტანტი იყო, ვიდრე 1914 ოქტომბერში კაპიტნის სამხედრო წოდება არ მიენიჭა და მე-6 სარეზერვო ქვეითთა პოლკის ასმეთაურად არ დაინიშნა. ცოტა მოგვიანებით იგი იმავე პოლკის ბატალიონის მეთაური გახდა. იგი იბრძოდა ვერდენთან, შამპანში და ფლანდრიაში, სადაც მძიმედ დაიჭრა და რკინის ჯვრით იქნა დაჯილდოებული. 1918 წელს ხელმეორედ დაჭრის შემდეგ იგი გადაიყვანეს გენშტაბის აკადემიაში კვალიფიკაციის ასამაღლებლად და ომის დასასრულს 121-ე დივიზიის გენშტაბის პირველი ოფიცერი იყო.


[რედაქტირება] მშვიდობიანობის დრო

ახლად დაარსებულ რაიხსვერში მან მსახური დაიწყო ასმეთაურად. 1923 წელს ფონ ვიცლებენს მაიორის სამხედრო წოდება მიენიჭა და გადაიყვანეს მე-4 დივიზიის შტაბში ქალაქ დრეზდენში. 1928 წელს იგი მე-6 ინფანტერისტთა პოლკის ბატალიონის მეთაური გახდა. 1929 წელს იგი ვიცეპოლკოვნიკი გახდა. 1931 წელს ვიცლბენი დაინიშნა მე-8 ინფანტერისტთა პოლკის მეთაურად ფრანკფურტ-ან-დერ-ოდერში და მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება. 1933 წელს იმავე თანამდებობაზე გადაყვანილ იქნა ქალაქ ჰანოვერში მე-6 ინფანტერისტთა პოლკში.

1934 წლის 1 თებერვალს დაარსებულ «ვერმახტში» ერვინ ფონ ვიცლებენს გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა და გადაყვანილ იქნა მე-3 ინფანტერისთა დივიზიის მეთაურად ქალაქ პოტსდამში. მან დაიკავა გენერალ ვერნერ ფონ ფრიჩის ადგილი „III სამხედრო ოლქის (ბერლინი)“ მეთაურის თანამდებობაზე. ამ პოსტზე იგი დარჩა 1935 წლის სექტემბრამდე. ვიცლებენს მიენიჭა გენერალ-ლეიტენანტის წოდება და დაწინაურებულ იქნა „III არმიათა კორპუსის“ მთავარსარდლად ბერლინში. 1936 წელს მას ინფანტერიის გენერლის წოდება მიენიჭა.

ერვინ ფონ ვიცლებენი ჯერ კიდევ 1934 წელს რიომის პუტჩის დროს გამოვიდა ნაცისტური რეჟიმის წინააღმდეგ. მან მკაცრად გააკრიტიკა ვერმახტის გენერლების ფონ შლეიხერის და ფონ ბრედოს მკვლელობა და მოითხოვა სამართლიანი გამოძიების ჩატარება. 1938 წელს იგი დაუკავშირდა ჰიტლერის მოწინააღმდეგე გენერლების ჯგუფს - ბეკს, ჰიოპნერს, ფონ შტიულპნაგელს და ადმირალ კანარისს. ვიცლებენს, როგორც ბერლინის სამხედრო ოლქის მთავარსარდალს მნიშვნელოვანი როლი უნდა ეთამაშა სუდეტების კრიზისის დროს დაგეგმილ სახელმწიფო გადატრიალებაში. მიუნხენის შეთანხმების გერმანიისთვის წარმატებით დამთავრებამ ხელი შეუშალა გენერლების გეგმებს.

1939 წელს ვიცლებენი მონაწილეობდა გენერალ-პოლკოვნიკ ბარონ ფონ ჰამერშტაინ-ექუორდის დაგეგმილ შეთქმულებაში. გეგმის თანახმად ჰიტლერი უნდა დაეპატიმრებინათ ფრონტის დათვალიერების დროს, ხოლო ვიცლებენს ბერლინში განლაგებული ნაცისტური პარტიის შტაბ-ბინა უნდა დაეკავებინა. ეს გეგმას შეუსრულებელი დარჩა.

1938 წლის ნოემბერში ერვინ ფონ ვიცლებენი გადაიყვანეს მე-2 არმიათა ჯგუფის მთავარსარდლად ფრანკფურტ-ან-დერ-ოდერში.


[რედაქტირება] მეორე მსოფლიო ომი

1939 წლის სექტემბერში ვიცლებენს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება და დაინიშნა დასავლეთ ფრონტის 1-ლი არმიის მთავარსარდლად. 1940 წლის 10 მაისს საფრანგენთზე თავდასხმის დროს მისი არმია შედიოდა «არმიათა ჯგუფ „ც“»-ს შემადგენლობაში. ვიცლებენის მეთაურობით პირველმა არმიამ 14 ივნისს გაარღვია მაჟინოს თავდაცვითი ხაზი და 17 ივნისს რამდენიმე ფრანგული დივიზია აიძულა კაპიტულირებულიყო. ამ ოპერაციის ბრწყინვალედ ჩატარების შემდეგ იგი რკინის ჯვრის რაინდის ჯვრით დაჯილდოვდა და 1940 წლის 19 ივლისს გენერალ-ფელდმარშლის წოდება მიენოიჭა. ამასთან ერთად იგი დაინიშნა დასავლეთ ფრონტის მხედართმთავრად, თუმცა ავადმყოფობის გამო იძულებული იყო ერთი წლის შემდეგ ფრონტი დაეტოვებინა.

1944 წლის 20 ივლისის შეთქმულების დროს ერვინ ფონ ვიცლებენი ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობდა. წარმატების შემთხვევაში გენერალ-ფელდმარშალი ფონ ვიცლებენი «ვერმახტის» უმაღლესი მთავარსარდალი უნდა გამხდარიყო. ჰიტლერზე მოწყობილი პუტჩის ჩავარდნის შემდეგ იგი დაპატიმრებულ იქნა მისი მეგობრის მამულში.

1944 წლის 7 აგვისტოს სახალხო სასამრთლომ როლანდ ფრაისლერის თავმჯდომარეობით ერვინ ფონ ვიცლებენს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. მსჯავრდებულის ბოლო სიტყვა ფრაისლერისადმი იყო მიმართული: „თქვენ შეგიძლიათ დღეს ჯალათს გადამცეთ. სამი თვის შემდეგ აღშფოთებული და ნაწამები ხალხი პახუხს გაგებინებთ და ბინძულ ქუჩებში ცოცხლად გათრევთ.“ "Sie können uns dem Henker überantworten. In drei Monaten zieht das empörte und gequälte Volk Sie zur Rechenschaft und schleift Sie bei lebendigem Leib durch den Kot der Straßen".

მომდვენო დღეს ერვინ ფონ ვიცლებენი სიკვდილით იქნა დასჯილი ბერლინში.


[რედაქტირება] ჯილდოები

  • „ ფრონტის მებრძოლთა ღირსების ჯვარი“ - Ehrenkreuz für Frontkämpfer
  • „რკინის ჯვარი (1914) - მე-2 და 1-ლი კლასის - Eisernes Kreuz (1914) 2. und 1. Klasse
  • „ჰოენცოლერნთა სამეფო სახლის ორდენის რაინდის ჯვარი ხმლებით“ - Ritterkreuz des Königlichen Hausordens von Hohenzollern mit Schwertern
  • „რკინის ჯვარი" (1939) მე-2 და 1-ლი კლასის (განმეორებით) - Eisernes Kreuz (1939) 2. und 1. Klasse (Wiederholungsspange)
  • "რკინის ჯვრის რაინდის ჯვარი" - Ritterkreuz des Eisernen Kreuzes
Our "Network":

Project Gutenberg
https://gutenberg.classicistranieri.com

Encyclopaedia Britannica 1911
https://encyclopaediabritannica.classicistranieri.com

Librivox Audiobooks
https://librivox.classicistranieri.com

Linux Distributions
https://old.classicistranieri.com

Magnatune (MP3 Music)
https://magnatune.classicistranieri.com

Static Wikipedia (June 2008)
https://wikipedia.classicistranieri.com

Static Wikipedia (March 2008)
https://wikipedia2007.classicistranieri.com/mar2008/

Static Wikipedia (2007)
https://wikipedia2007.classicistranieri.com

Static Wikipedia (2006)
https://wikipedia2006.classicistranieri.com

Liber Liber
https://liberliber.classicistranieri.com

ZIM Files for Kiwix
https://zim.classicistranieri.com


Other Websites:

Bach - Goldberg Variations
https://www.goldbergvariations.org

Lazarillo de Tormes
https://www.lazarillodetormes.org

Madame Bovary
https://www.madamebovary.org

Il Fu Mattia Pascal
https://www.mattiapascal.it

The Voice in the Desert
https://www.thevoiceinthedesert.org

Confessione d'un amore fascista
https://www.amorefascista.it

Malinverno
https://www.malinverno.org

Debito formativo
https://www.debitoformativo.it

Adina Spire
https://www.adinaspire.com