ჰარისი, სეიმურ ედუინ
ვიკიპედიიდან
ჰარისი, ჰერისი სეიმურ ედუინ (Seymour E. Harris) (* 8 სექტემბერი, 1897, ნიუ-იორკი ), ამერიკელი ეკონომისტი. დაამთავრა ჰარვარდის უნივერსიტეტი (1920). აქვე ეწეოდა პედაგოგიურ მუშაობას 1922-1964 წლებში (1945-იდან პროფესორი), 1964-1972 პროფესორი კალიფორნიის უნივერსიტეტში. ჰარისი კეინზიანელობის თვალსაჩინო წარმომადგენელია. მისი შრომები ეხება აშშ-ის თანამედროვე ეკონომიური განვითარების, განათლების ეკონ. და მომსახურების სფეროს პრობლემებს.