ტრიოლეტი
ვიკიპედიიდან
ტრიოლეტი (ფრანგ. triolet < იტალ. trio - სამი) - რვატაეპიანი ლექსი, რომელსიც პირველი ტაეპი სამჯერ მეორდება. VIII ტაეპი იმეორებს მეორეს. ტრიოლეტში რითმა ორი სახისაა: I, III, IV, V, VII ტაეპები ერთ რითმას ატარებენ, II, VI და VIII - მეორეს. რითმული წყობა გრაფიკულად ასეთია: abaaabab.
ლექსის ყველა მყარ ფორმათა შორის ტრიოლეტი ყველაზე უფრო შეზღუდული ფორმაა და, ამდენად, უფრო გასართობი პოეზიისთვისაა განკუთვნილი.