Ebooks, Audobooks and Classical Music from Liber Liber
a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z





Web - Amazon

We provide Linux to the World


We support WINRAR [What is this] - [Download .exe file(s) for Windows]

CLASSICISTRANIERI HOME PAGE - YOUTUBE CHANNEL
SITEMAP
Audiobooks by Valerio Di Stefano: Single Download - Complete Download [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Alphabetical Download  [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Download Instructions

Make a donation: IBAN: IT36M0708677020000000008016 - BIC/SWIFT:  ICRAITRRU60 - VALERIO DI STEFANO or
Privacy Policy Cookie Policy Terms and Conditions
ტიესტო - ვიკიპედია

ტიესტო

ვიკიპედიიდან

ტიესტო დვდ გარეკანზე
გაზარდეთ
ტიესტო დვდ გარეკანზე

ტიესტო (Tiësto)(ნამდ. სახელი - ტიის ვერვესტი) (დ. 17 იანვარი, 1969, ბრედა, ნიდერლანდი) - მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ტრანს დიჯეი. მუსიკალური შემოქმედების პერიოდში მრავალი სახელი გამოუყენებია თუმცა ყველაზე მეტად მისი ამჟამინდელი ფსევდონიმი დიჯეი ტიესტოა ცნობილი. ტიესტო ტიისის იტალიურ ყაიდაზე გადაკეთებული ბავშვობისდროინდელი მეტსახელია. ბოლო მანუშევრებში ზედსართავი დიჯეი გამოტოვებულია და მას უბრალოდ ტიესტოს უწოდებენ. ევროპის გარეთ ტიესტო ყველაზე მეტად ცნობილია მისი განთქმული რემიქსით დელერიუმის სინგლიდან “Silence” (სარა მაკლაკლენის შესრულებით).

სექციების სია

[რედაქტირება] კარიერა

ტიისმა პროფესიანალი დიჯეობა სასკოლო წვეულებებით დაიწყო, შემდეგ კი უკვე რეზიდენტი დიჯეი ხდება ნიდერლანდების რამდენიმე კლუბში 19851993 წლებში. ამ პერიოდში ის მძიმე ტექნო-გაბა კომპილაცეიბს ქმნის “და ჯოკერ” და “დიჯეი ლიმიტედ” ფსევდონიმებით. თუმცა საკუთარ სტილს ტიისი მცირე კლუბ “სპოკში” პოულობს, სადაც პატარა ოთახში უიკენდებზე საღამოს 10-დან დილის 4 საათამდე განმარტოებული ქმნიდა ელექტრო კომპილაციებს. შუა 1990-იანებში ტიისი იწყებს ტრანსის კომპოზიციების შექმნას და 1997 წელს არნი ბინკთან ერთად აფუძნებს სტუდიას "ბლეკ ჰოულ რეკონდინგს", სადაც ის შემდგომში მუშაობას აგრძელებს. აქ ის ქმნის ტრანს მუსიკის სერიას “მაჯიკ მიუზიკ” ხელწერით.

ამ პერიოდში მისი ჰიტ სინგლები გახდა "Flight 643," "Lethal Industry," "Suburban Train," "Traffic," და სემუელ ბარბერის “ადაჟიო სიმებიანი საკრავებისთვის” მისეული ინტერპრეტაცია. ამათგან Traffic გახდა პირველი ინსტრუმენტული კომპოზიცია, რომელმაც პირველ ადგილს მიაღწია ნიდერლანდების მუსიკალურ ჰიტ პარადებში 23 წლის განმავლობაში. მისი ალბომები ყოველთვის გამოირჩეოდა ხარისხით, სტილითა და პოპულარობით. მისი მაჯიკ სერიის დიკები შეიცავს 7 ალბომს, დაწყებული “Magik One: First Flight” (1997) და დამთავრებული “Magik Seven: Live in Los Angeles” (2000), რომელიც ყველაზე გაყიდვადი ტრანს-მიქს დისკთა სერია იყო ამ ჟანრის ისტორიაში. მას ეკუთვნის ასევე ალბომთა სერია “In Search of Sunrise”, რომლის მეოთხე გამოცემა მხატვრული ღირებულებით ყველაზე გამორჩეულია - იბიცასა და ლათინური ამერიკის ჰანგების შერწყმით მიღებული სითბო და ერნერგია მსმენელს განსაკუთრებულ სიამოვნებას ანიჭებს.

2000 წელს ტიისი პირველად გამოდის დიდი აუდიტორიუმის წინაშე როგორც სოლო დიჯეი, სადაც ის 6-საათიან განუწყველივ ტრანს მიქს ქმნის სახელწოდებით “ტიესტო სოლო”. წარმატებული პირველი მცდელობის შემდეგ ტიისი სოლო კონცერტით გამოდის სტადიონზე არნჰემის გელრდომში 2003 წლის 10 მაისს 25.000-იანი მაყურებლის წინაშე. საღამომ, რომლის ჩანაწერს შემდგომში “Tiësto in Concert” ეწოდა, მას უზარმაზარი წარმატება მოუტანა. ის სოლო კონცერტს მომდევნო წლის ოქტომბერშიც ატარებს, ხოლო ერთ კვირაში კი იგივე მეორდება ბელგიაშიც, რომელმაც 20.000 ფანი მოიზიდა. ბილეთები ამ კონცერტებზე სულ რამდენიმე საათში გაიყიდა.

2005 წლის 20 აგვისტოს ტიისი “Tiësto in Concert” ტურით ამერიკაში მიემგზავრება და ლოს-ანჟელესის სპორტ არენაზე 10.000 ფანისთვის ატარებს ტრანს სესიას. ტურის დიდი ნაწილი გადადებულ იქნა ქარიშხლის გამო, თუმცა აქ ჩატარებულმა რამდენიმე კონცერტმა მას საკმაოდ დიდი “მეინსტრიმ” პოპულარობა მოუტანა.

2005 წლის შემოდგომაზე ტიისი დიდი ტურით მიემგზავრება ცენტრალურსა და აღმოსავლეთ ევროპაში, სადაც ის ერთ კონცერტს ატარებს ყველა ქვეყანაში უზარმაზარი აუდიტორიებისთვის. ის ჩერდება სლოვაკიაში, მაკედონიაში, რუმინეთში, უნგრეთში, ჩეხხეთში, პოლონეთში, ხორვატიასა და სერბიაში.

ტიისი პირველი დიჯეი იყო, რომელმაც "დიჯეი მეგეზინის" #1 დიჯეის ტიტული დაიმსახურა ერთმანეთის მიყოლებით სამი წლის განმავლობაში (2002 – 2004). ტიისი ასრულებდა ასევე ათენში 2004 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალზე, რომელსაც 4 მილიარდამდე მაყურებელი ჰყავდა მსოფლიოში და პირველი დიჯეი იყო, რომელსაც ამგვარ ამპლუაში მოუხდა შესრულება. ტიისს ნიდერლანდების სამეფო კარის მიერ ორანჯ-ნასაუს ორდენის ოფიცრის წოდება აქვს მიღებული და ასევე ნიდერლანდელთა მიერ არჩეულია ისტორიაში 40 უდიდეს ჰოლანდიელ მოქალაქეთა შორის. ნიდერლანდებში გასაკუთრებით და მის ფარგლებს გარეთაც ტიესტოს მუსიკალური ტალანდი თითქმის მითიურ სტატუსამდეა აყვანილი.

[რედაქტირება] დისკოგრაფია

[რედაქტირება] ალბომები (სოლო)

  • 2001 In My Memory (15 აპრილი, 2001)
  • 2004 Just Be (15 მაისი, 2004)

[რედაქტირება] სინგლები (სოლო)

  • ? Spiritual Wipe Out (სახელით Da Joker)
  • 1994 Arabsession (სახელით Dj Limited)
  • 1994 In The Ghetto (სახელით Da Joker)
  • 1996 Second Game (სახელით Tom Ace)
  • 1996 The Tube
  • 1996 In My Heart (სახელით Paradise In Dubs)
  • 1996 Blackspin (სახელით Passenger)
  • 1997 Blaze Of Night (სახელით Hammock Brothers)
  • 1998 Our Love (სახელით Roze)
  • 1998 When She Left (სახელით Allure)
  • 1998 Flying Squirrel Problem (სახელით Drumfire)
  • 1999 Mirror (სახელით Stray Dog)
  • 1999 Rejected / When She Left (სახელით Allure)
  • 1999 Lethal Industry
  • 1999 Sparkles
  • 1999 Theme From Norefjell
  • 2000 No More Tears (სახელით Allure)
  • 2000 We Ran At Dawn (სახელით Allure)
  • 2001 Battleship Grey
  • 2001 Flight 643
  • 2001 Suburban Train
  • 2001 Urban Train
  • 2002 In My Memory
  • 2002 Magik Journey
  • 2002 Obsession (Junkie XL-თან)
  • 2002 We Came (ფერი კორსტენთან)
  • 2003 Traffic
  • 2004 Dallas 4pm
  • 2004 Love Comes Again (ბტ-თან)
  • 2004 Just Be (კირსტი ჰოკსოუს შესრულებით)
  • 2005 Adagio For Strings
  • 2005 Loves We Lost

[რედაქტირება] კოპროდუქცია

  • "Gouryella"(ფერი კორსტენთან) (სინგლები)
  • "Vimana" (ფერი კორსტენთან) (სინგლები)
  • "Kamaya Painters" (ბენო დე გოეჯთან) (სინგლები)
  • "Control Freaks" (ბენო დე გოეჯ და პიტ ბერვუტთან) (სინგლები)
    • 1998 Subspace Interference
  • "Major League" (არმინ ვან ბურენთან)
    • 2000 Wonder Where You Are
  • "Alibi" (არმინ ვან ბურენთან)
  • "Glycerine" (დიჯეი ივთან)
  • "Hard Target" (ჯი-შოკთან)
    • ? Knights Of Hardcore
  • "T-Scanner" (ჯი-შოკთან)
    • 1994 Trip To Heaven
  • "West & Storm" (ჯი-შოკთან)
  • "TB X-Press" (დიჯეი გოსტთან)
    • 1996 When I Was A Sperm

[რედაქტირება] ვიდეო/დვდ

  • 1999 დიჯეი ტიესტო ცოცხალი შესრულებით Innercity-შო, Rai Amsterdam (ვიდეო)
  • 2001 ანდაგრაუნდ ტრანსი - სპეც. გამოჩენა & მაჯიკ რიმეიკი ტიესტოს მიერ (დვდ + 2 კდ)
  • 2003 Another Day At The Office (დვდ)
  • 2003 Tiësto In Concert (2xდვდ)
  • 2003 Tiësto In Concert - Take Two (დვდ)
  • 2004 Tiësto In Concert 2 (2xდვდ)

[რედაქტირება] დიჯეი კომპილაციები

  • 1995 Forbidden Paradise 3 - The Quest For Atlantis
  • 1995 Forbidden Paradise 4 - High As A Kite
  • 1996 Forbidden Paradise 5 - Arctic Expedition
  • 1996 Forbidden Paradise 6 - Valley Of Fire
  • 1997 Magik One - First Flight
  • 1998 Magik Two - Story Of The Fall
  • 1998 Magik Three - Far From Earth
  • 1998 Forbidden Paradise 7 - Deep Forest
  • 1999 Magik Four - Paco Aleman
  • 1999 In Search Of Sunrise
  • 1999 Live at Innercity, Amsterdam-Rai
  • 2000 Summerbreeze
  • 2000 Magik Five - Heaven Beyond
  • 2000 Magik Six - Live In Amsterdam
  • 2000 In Search of Sunrise 2 გამოდის: 27 თებერვალს, 2001
  • 2001 Magik Seven - Live In Los Angeles
  • 2001 Revolution
  • 2002 In Search of Sunrise 3 - Panama გამოდის: 22 ივლისს, 2002
  • 2003 Nyana გამოდის: 5 მაისს, 2003
  • 2003 DJ Tiesto - მსოფლიო ლიდერი
  • 2004 Parade of the Athletes გამოდის: 18 ოქტომბერს, 2004
  • 2005 In Search of Sunrise 4 - Latin America (trance)გამოდის: 29 აპრილს, 2005

[რედაქტირება] რესურსები

Our "Network":

Project Gutenberg
https://gutenberg.classicistranieri.com

Encyclopaedia Britannica 1911
https://encyclopaediabritannica.classicistranieri.com

Librivox Audiobooks
https://librivox.classicistranieri.com

Linux Distributions
https://old.classicistranieri.com

Magnatune (MP3 Music)
https://magnatune.classicistranieri.com

Static Wikipedia (June 2008)
https://wikipedia.classicistranieri.com

Static Wikipedia (March 2008)
https://wikipedia2007.classicistranieri.com/mar2008/

Static Wikipedia (2007)
https://wikipedia2007.classicistranieri.com

Static Wikipedia (2006)
https://wikipedia2006.classicistranieri.com

Liber Liber
https://liberliber.classicistranieri.com

ZIM Files for Kiwix
https://zim.classicistranieri.com


Other Websites:

Bach - Goldberg Variations
https://www.goldbergvariations.org

Lazarillo de Tormes
https://www.lazarillodetormes.org

Madame Bovary
https://www.madamebovary.org

Il Fu Mattia Pascal
https://www.mattiapascal.it

The Voice in the Desert
https://www.thevoiceinthedesert.org

Confessione d'un amore fascista
https://www.amorefascista.it

Malinverno
https://www.malinverno.org

Debito formativo
https://www.debitoformativo.it

Adina Spire
https://www.adinaspire.com