სტამბოლის უნივერსიტეტი
ვიკიპედიიდან
სტამბოლის უნივერსიტეტი ერთ-ერთი უძველესი უნივერსიტეტია ევროპაში (დაფუძნდა 1453 წელს), და უძველესი თურქეთში. 1933 წელს მოდერნიზებული იქნა ქემალ ათათურქის მიერ.
უნივერსიტეტს ამჟამად 16 ფაკულტეტი აქვს ხუთ კამპუსზე, რომლის მთავარი კამპუსი სტამბოლშია. აქ 2.000 პროფესორი და ასოცირებული მასწავლებელი, 4.000 ასისტენტი და უმცროსი მასწავლებელი, და 60.000 საბაკალავრო და 8.000 სამაგისტრო და სადოქტორო სტუდენტია.
უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები წარმოადგენენ ძირითად წყაროს თურქეთის საუნივერსიტეტო სისტემისთვის, ისევე როგორც თურქეთის ბიუროკრატიის, პროფესიული და სამეწარმეო სფეროებისთვის.