Ebooks, Audobooks and Classical Music from Liber Liber
a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z





Web - Amazon

We provide Linux to the World


We support WINRAR [What is this] - [Download .exe file(s) for Windows]

CLASSICISTRANIERI HOME PAGE - YOUTUBE CHANNEL
SITEMAP
Audiobooks by Valerio Di Stefano: Single Download - Complete Download [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Alphabetical Download  [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Download Instructions

Make a donation: IBAN: IT36M0708677020000000008016 - BIC/SWIFT:  ICRAITRRU60 - VALERIO DI STEFANO or
Privacy Policy Cookie Policy Terms and Conditions
სოლომონ I - ვიკიპედია

სოლომონ I

ვიკიპედიიდან

სოლომონ I (* 1735 ― † 23 აპრილი, 1784, ქუთაისი), იმერეთის მეფე 1752-1784, ალექსანდრე V-ის ძე. სოლომონ I-ის მიზანი იყო ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცება, დასავლეთ საქართველოს გაერთიანება, ტყვეებით ვაჭრობის მოსპობა და ოსმალთა მძლავრობისაგან ქვეყნის განთავისუფლება. მეფის ამ გეგმებს ვერ ურიგდებოდნენ დიდი თავადები, როსტომ რაჭის ერისთავმა და ლევან აბაშიძემ 1752 იგი იმერეთიდან გააძევეს, მაგრამ 1753 სოლომონ I-მა მოახერხა ტახტის დაბრუნება.

სოლომონ I
გაზარდეთ
სოლომონ I

ოდიშის მთავრის მხარდაჭერის მოსაპოვებლად სოლომონ I გაეყარა თავის პირველ ცოლს და ოტია დადიანის ასულ მარიამზე იქორწინა. მეფემ შემოიკრიბა დიდი თავადების მიერ შევიწროებული წერეთლები, წულუკიძეები, ჯაფარიძეები, იაშვილები და აგიაშვილები. მას მხარს უჭერდა ეკლესია და წვრილი აზნაურობა. სოლომონ I-მა გლეხობის მნიშვნელოვანი ნაწილი გაათავისუფლა სამეფო გადასახადისაგან და მისი მხარდაჭერაც მოიპოვა. სოლომონ I-მა აკრძალა ტყვეებით ვაჭრობა, ამის გამო ოსმალებმა კავშირი შეკრეს ქართველ თავადთა ერთ ჯგუფთან და იმერეთზე გაილაშქრეს, 1757 ხრესილის ბრძოლაში სოლომონ I-მა დაამარცხა მტერი და ამ ბრძოლაში დაღუპული ლევან აბაშიძის მამული სამეფო საკუთრებად გამოაცხადა. ამავე წელს სოლომონ I-მა, ერეკლე II-მ და თეიმურაზ II-მ გორში სამხედრო დახმარების ხელშეკრულება დადეს, რითაც სოლომ I-ის ხელისუფლება უფრო მეტად გაძლიერდა. 1759 დეკემბერს სოლომონ I-ის ინიციატივით მოწვეულ საეკლესიო და საერო კრებებზე იმერეთის, ოდიშისა და გურიის სასულიერო და საერო ხელისუფლებმა იმერეთის მეფის მორჩილებისა და ტყვეებით ვაჭრობის აკრძალვის პირობა დადეს. გაძლიერებული სოლომონ I-ის დასამორჩილებლად ოსმალებმა 1760-იდან არაერთი ლაშქრობა მოაწყვეს. 1760-1763 მეფემ სამჯერ დაამარცხა ოსმალები. 1765 კი ოსმალებმა გაიმარჯვეს. 1768, ჩხართან ბრძოლის შემდეგ სოლომონ I-მა დაიბრუნა ისევ ტახტი. 1769 სექტემბერს სოლომონ I-მა ფიცით მინდობილი როსტომ რაჭის ერისთავი ოჯახიანად შეიპყრო; ერისთავსა და მის შვილებს თვალები დასთხარა, ყმა-მამული ჩამოართვა და რაჭის საერისთავო გააუქმა. რაჭის ერისთავების სამფლობელო სამეფო საკუთრებად გამოცხადდა. 1768 წლის 23 იანვარს სოლომონ I-მა პეტერბურგში ელჩად გაგზავნა მაქსიმე ქუთათელი (აბაშიძე) და მფარველობა და ოსმალთა წინააღმდეგ დახმარება ითხოვა. რუსეთის მთავრობამ სოლომონ I-ს ერეკლე II-თან ერთად დახმარება აღუთქვა. 1769 სექტემბრის ბოლოს გენერალი გ.ტოტლებენი იმერეთში შევიდა. მისი დახმარებით სოლომონ I-მა ოსმალთაგან გაათავისუფლა ცუცხვათის, შორაპნის, ბაღდადის, ქუთაისის ციხეები და თვით ქ. ქუთაისი, ამის შემდეგ სოლომონ I-მა 1771 თურქოფილი გიორგი V გურიელი გადააყენა და მთავრად მისი ძმა, მამია IV, დასვა.

1774 წლის 10 ნოემბერს სოლომონ I-მა იმპერატორ ეკატერინე II-ს იმერეთის სამეფოს რუსეთის მფარველობაში მიღება სთხოვა, მაგრამ რუსეთის მთავრობამ ამაზე უარით უპასუხა, რადგან ამ დროს ქუჩუკ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულება უკვე დადებული იყო და რუსეთის მთავრობას ოსმალეთთან ურთიერთობის გამწვავება არ სურდა. სოლომონ I განაგრძობდა საშინაო საქმეების მოწესრიგებას. მან ერთი პირის ხელში გააერთიანა ქუთაისის მოურავისა და სარდალბოქაულთუხუცესის სახელო. სოლომონ I-ის ცენტრალისტურმა პოლიტიკამ ფეოდალთა ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. 1788 მათ მოაწყვეს შეთქმულება, რომლის მიზანი იყო სოლომონ I-ის გადაყენება და მისი მემკვიდრის ― ალექსანდრეს გამეფება. მეფემ შეთქმულება დაამარცხა და მკაცრად დასაჯა. 60-იან წლებში კაცია II დადიანმა იმერეთის მეფის სუვერენიტეტი აღიარა. სოლომონ I-გან მოკავშირის ჩამოშორების მიზნით ოსმალები 1779 მიწურულს თავს დაესხდნენ ოდიშს. სოლომონ I მიეშველა დადიანს. იმერეთისა და სამეგრელოს ლაშქარმა რუხის ბრძოლაში 1779 დაამარცხა მტერი. ოსმალთა აგრესიის აღსაკვეთად სოლომონ I-მა რამდენჯერმე ილაშქრა ქვემო გურიაში. 1784 მარტში მისმა დამარცხებამ ქვემო გურიის განთავისუფლების გეგმა ჩაშალა. ამის შემდეგ სოლომონ I მალე გარდაიცვალა. დაკრძალულია გელათის ღვთისმშობლის ეკლესიაში.

Our "Network":

Project Gutenberg
https://gutenberg.classicistranieri.com

Encyclopaedia Britannica 1911
https://encyclopaediabritannica.classicistranieri.com

Librivox Audiobooks
https://librivox.classicistranieri.com

Linux Distributions
https://old.classicistranieri.com

Magnatune (MP3 Music)
https://magnatune.classicistranieri.com

Static Wikipedia (June 2008)
https://wikipedia.classicistranieri.com

Static Wikipedia (March 2008)
https://wikipedia2007.classicistranieri.com/mar2008/

Static Wikipedia (2007)
https://wikipedia2007.classicistranieri.com

Static Wikipedia (2006)
https://wikipedia2006.classicistranieri.com

Liber Liber
https://liberliber.classicistranieri.com

ZIM Files for Kiwix
https://zim.classicistranieri.com


Other Websites:

Bach - Goldberg Variations
https://www.goldbergvariations.org

Lazarillo de Tormes
https://www.lazarillodetormes.org

Madame Bovary
https://www.madamebovary.org

Il Fu Mattia Pascal
https://www.mattiapascal.it

The Voice in the Desert
https://www.thevoiceinthedesert.org

Confessione d'un amore fascista
https://www.amorefascista.it

Malinverno
https://www.malinverno.org

Debito formativo
https://www.debitoformativo.it

Adina Spire
https://www.adinaspire.com