Ebooks, Audobooks and Classical Music from Liber Liber
a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z





Web - Amazon

We provide Linux to the World


We support WINRAR [What is this] - [Download .exe file(s) for Windows]

CLASSICISTRANIERI HOME PAGE - YOUTUBE CHANNEL
SITEMAP
Audiobooks by Valerio Di Stefano: Single Download - Complete Download [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Alphabetical Download  [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Download Instructions

Make a donation: IBAN: IT36M0708677020000000008016 - BIC/SWIFT:  ICRAITRRU60 - VALERIO DI STEFANO or
Privacy Policy Cookie Policy Terms and Conditions
თეიმურაზ II - ვიკიპედია

თეიმურაზ II

ვიკიპედიიდან

საკუთარ სახელს "თეიმურაზ" აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: თეიმურაზ

თეიმურაზ II (* 1700 ― † 1762), კახეთის მეფე 1709-1715, გამგებელი 1733-1744, ქართლის მეფე 1744-1762. მოქნილი საგარეო პოლიტიკით შეძლო ქართლისა და კახეთის შემომტკიცება, კახეთში თავისი შვილი ერეკლე II გაამეფა, თვითონ კი ქართლი დაიჭირა და ამ გზით ქართლისა და კახეთის სამეფოთა გაერთიანებას ჩაუყარა საფუძველი. 1745 თეიმურაზ II ძველი ქართული წესით ეკურთხა ქართლის მეფედ, თუმცა ქართლ-კახეთი ირანთან ჯერ კიდევ ვასალურ დამოკიდებულებაში იყო. მისი გაერთიანება მამა-შვილის - თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის ხელში და ქრიატიანული წესით მეფედ კურთხევა დიდი მიღწევა იყო საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების გზაზე. თეიმურაზ II-მ ერეკლე მეფესთან ერთად დაიწყო ბრძოლა დაღესტნელი ფეოდალების გამუდმებულ თავდასხმათა წინააღმდეგ. ამასთანავე წარმატებით ებრძოდა ამიერკავკასიაში გაბატონების მოსურნე ხანებს.

თეიმურაზ II
გაზარდეთ
თეიმურაზ II

მნიშვნელოვანი სამხედრო და პოლიტიკური წარმატება იყო ქართლ-კახეთის მიერ აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში მოპოვებული უპირატესობა - ერევნის, განჯისა და ნახჭევანის ხანების საქართველოს მოხარკედ გახდომა. საგარეო პოლიტიკაში თეიმურაზ II რუსული ორიენტაციის მომხრე იყო. 1760 აპრილში იგი დახმარების სათხოვნელად გაემგზავრა რუსეთს. თეიმურაზ II მოითხოვდა დახმარებას ჯარით ან ფულადი სესხის სახით, რისი მეშვეობითაც რუსეთის მთავრობას ირანში ლაშქრობას და იქ რუსეთისათვის სასურველი შაჰის დასმას აღუთქვამდა. რუსეთი შვიდწლიან ომში იყო ჩაბმული და აქტიურად ვერ გამოეხმაურა თეიმურაზ II-ის წინადადებას. თეიმურაზ II გარდაიცვალა პეტერბურგს. დასაფლავებულია ასტრახანის მიძინების ტაძარში.

თეიმურაზ II ე. წ. აღორძინების ხანის ქართული მწერლობის წარმომადგენელია. იგი იყო პოეტი და მთარგმნელი. მის თხზულებათაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია პოემა "დღისა და ღამის გაბაასება" ანუ "სარკე თქმულთა", რომლის პირველი ნაწილი სასულიერო შინაარსისაა. ქრისტიანული აღმსარებლობის სხვადასხვა სალიტხებზე მსჯელობასთან ერთად მასში გალექსილია ბიბლიური ეპიზოდები. მეორე ნაწილი ეხება ქართველთა ზნეობისა და ყოფა-ცხოვრების საკითხებს. დღისა და ღამის გაბაასების ფონზე თეიმურაზ II თხზულებაში გვაზლევს ეთნოგრაფიული თვალსაზრისით საინტერესო ცნობებს. ავტორის მიერ აღნუსხულია ძველი საქართველოს არაერთი ზნე-ცეულება და ტრადიცია. ნაწარმოები ეხმაურება ანალოგიური საკითხებისადმი მიძღვნილ არჩილ II-ის თხზულებას "საქართველოს ზნეობანი".

ისტორიული რეალობებია გადმოცემული თეიმურაზ II-ის ავტობიოგრაფიული ხასიათის ლექსში "თავგადასავალი" საყურადღებოა მისი ნაწარმოები "სასახლის ქება", რომელშიც აღწერილია როსტომ მეფის, ერეკლე I-ისა და ვახტანგ VI-ის სასახლეები. წუთისოფლის სიმუხთლით შეწუხებულ პოეტს წარმავლად მიაჩნია ყოველივე. თხზულებაში "სოფლის მდურვის" მოტივი გამოსჭვივის. ხსნის საშუალებად პოეტს ქრისტიანული ზნეობის წმინდად დაცვა მიაჩნია. თეიმურაზ II-ის ლირიკული ლექსების უმრავლესობაში გამოხატულია ქრისტიანული რელიგიური განწყობილება. პოეტის ლიტერატურული მრწამსის გასათვალისწინებლად მნიშვნელოვანია მისი "გაბაასება რუსთველთან". თეიმურაზ II იზიარებს არჩილს II-ის მიერ ქართულ მერლობაში დამკვიდრებულ "მართლის თქმის" პრინციპს, ილაშქრებს ფანტასტიკური სიუჟეტების დამუშავების წინააღმდეგ.

თეიმურაზ II-ს ეკუთვნის იმხანად პოპულარულ თემაზე დაწერილი "ხილთა ქება", თავშესაქცევი და ფორმალისტური ხასიათის ანბანთქებები, კიდურწერილობა და ა. შ. მან სპარსულიდან თარგმნა იგავ-არაკების კრებული "თიმსარიანი".

Our "Network":

Project Gutenberg
https://gutenberg.classicistranieri.com

Encyclopaedia Britannica 1911
https://encyclopaediabritannica.classicistranieri.com

Librivox Audiobooks
https://librivox.classicistranieri.com

Linux Distributions
https://old.classicistranieri.com

Magnatune (MP3 Music)
https://magnatune.classicistranieri.com

Static Wikipedia (June 2008)
https://wikipedia.classicistranieri.com

Static Wikipedia (March 2008)
https://wikipedia2007.classicistranieri.com/mar2008/

Static Wikipedia (2007)
https://wikipedia2007.classicistranieri.com

Static Wikipedia (2006)
https://wikipedia2006.classicistranieri.com

Liber Liber
https://liberliber.classicistranieri.com

ZIM Files for Kiwix
https://zim.classicistranieri.com


Other Websites:

Bach - Goldberg Variations
https://www.goldbergvariations.org

Lazarillo de Tormes
https://www.lazarillodetormes.org

Madame Bovary
https://www.madamebovary.org

Il Fu Mattia Pascal
https://www.mattiapascal.it

The Voice in the Desert
https://www.thevoiceinthedesert.org

Confessione d'un amore fascista
https://www.amorefascista.it

Malinverno
https://www.malinverno.org

Debito formativo
https://www.debitoformativo.it

Adina Spire
https://www.adinaspire.com