Ebooks, Audobooks and Classical Music from Liber Liber
a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z





Web - Amazon

We provide Linux to the World


We support WINRAR [What is this] - [Download .exe file(s) for Windows]

CLASSICISTRANIERI HOME PAGE - YOUTUBE CHANNEL
SITEMAP
Audiobooks by Valerio Di Stefano: Single Download - Complete Download [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Alphabetical Download  [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Download Instructions

Make a donation: IBAN: IT36M0708677020000000008016 - BIC/SWIFT:  ICRAITRRU60 - VALERIO DI STEFANO or
Privacy Policy Cookie Policy Terms and Conditions
პერპენდიკულარები - ვიკიპედია

პერპენდიკულარები

ვიკიპედიიდან

პერპენდიკულარები (ფრანგ. perpendiculaires) 1985 წელს საფრანგეთში ჩამოყალიბებული ლიტერატურულ საზოგადოება.


სექციების სია

[რედაქტირება] ისტორია

პერპენდიკულართა ჯგუფში თავი მოიყარეს ყოფილმა უნივერსიტეტელმა მეგობრებმა: ნიკოლა ბურიომ, კრისტოფ დიუშატლემ, ჟან-ივ ჟუარემ, ჟან-ფრანსუა მარშანდიზმა და მიშელ უელბეკმა. ოდნავ მოგვიანებით მათ შეუერთდათ კრისტოფ კიმი და ლორან კენტრო. 1995 წელს გამოვიდა ჟურნალის “La revue perpendiculaire” პირველი ნომერი. რამდენიმე წლის განმავლობაში პერპენდიკულარები კაფე “Le Marronnier”-ში იკრიბებოდნენ, აწყობდნენ მკითხველებთან შეხვედრებს, ლიტერატურულ დებატებს, განიხილავდნენ ახალ ნაწარმოებებს. ჟურნალის დაარსებიდან სამი წლის შემდეგ ჯგუფიდან წასვლა მოუხდა მიშელ უელბეკს, რისი მიზეზიც გახდა მისი ახალი ნაწარმოები ელემენტარული ნაწილაკები. როგორც თავად პერპენდიკულარები აცხადებენ “მიშელ უელბეკმა ჩვენთვის მიუღებელი რეაქციონერული პრინციპები გამოხატა ევგენიკის, აბორტის, რასიზმის, თავისუფლებისა და რელიგიური ინტეგრიზმის შესახებ.” უელბეკის ჩამოშორება ჟურნალისთვის საბედისწერო გამოდგა. პერპენდიკულართა შორის უელბეკი ყველაზე პოლულარული და მკითხველისთვის ყველაზე საყვარელი მწერალი იყო, რომლის წარმატებასაც ამ ინციდენტმა ვერაფერი ავნო, სამაგიეროდ, გამომცემლობა ფლამარიონმა ამის გამო პერპენდიკულარებთან თანამშრომლობა გაწყვიტა და მე-11 ნომრის შემდეგ ჟურნალი დაიხურა.


[რედაქტირება] თემატიკა

პერპენდიკულართა ძირითადი თემატიკა და მრწამსი გარკვევით ჩამოაყალიბა ჟან-ფრანსუა მარშანდიზმა თავის ერთ-ერთ სტატიაში: “წარმოების შემოსავლიანობა, საერთო ხარისხი, ვაჭრობის მონდიალიზაცია, დასაქმებულობა, კლიენტზე ორიენტაცია, უამრავი სარეკლამო ფრაზები - ყოველივე ეს საინტერესო მასალას იძლევა. თავისებური პოეტურობით, ენერგიით, გამძლეობით, ეჭვით, შფოთითა და მღელვარებით აღსავსე ეს სფერო დაკვირვებისთვის შესანიშნავი ადგილია. მაგრამ მწერალი არც ისტორიკოსია და არც სოციოლოგი. მართალია, იგი ზოგჯერ ანთროპოლოგის, ან კიდევ კლინიკოსის ნიღაბს ირგებს, მაგრამ მის სამოქმედო ასპარეზს ისევ და ისევ წარმოსახვა, ფორმები, სიტყვები, ადამიანი და მისთვის დამახასიათებელი ძალადობა, კრახი, ამბიციები წამოადგენს, მოკლედ, ადამიანურობა მისი ყოველგვარი გამოვლინებით. ამისთვის კი განსაკუთრებით ნაყოფიერია “მშრომელთა სამყაროზე” დაკვირვება." [1].

პერპენდიკულარები ლიტერატურაში მოცემული ეპოქისთვის დამახასიათებელი რეალობის შესახებ ინფორმირების ერთერთ საშუალებას ხედავენ. მათთვის წერა უბრალო, სადა და არა აუცილებლად ლირიკული საქმიანობაა. აქედან გამომდინარე, აინტერესებთ ე.წ. უნებლიე ლიტერატურა, ანუ ყოველდღიური ცხოვრების, ადმინისტრაციული თუ ტექნიკური სამუშაოს, პროფესიული წრეების ამსახველი ნაწარმოებები. მკითხველმა უნდა მიიღოს შიშველი, გაურანდავი ტექსტები, რომელთა მიზანი დარწმუნებაზე მეტად მოხიბვლაა. “გულუბრყვილო იქნებოდა გვეფიქრა, რომ წარსული დროიდან შემორჩენილი რამდენიმე ფაქტი თუ ნაწარმოები თავისი ეპოქის აზროვნების საუკეთესო და ყველაზე მნიშვნელოვანი ქმნილებაა. ამ ტექსტებმა ჩვენამდე მხოლოდ იმიტომ მოაღწია, რომ ერთმა კონკრეტულმა წრემ აირჩია და მოიწონა, სხვა დანარჩენი კი გვედზე გადადო” (ჟაკ დუბუფე)[2].

პერპენდიკულარები თავიანთი შემოქმედებისთვის საზრდოს ეძებენ თითქმის ყველაგან: კულტურულ თუ სამეცნიერო წრეებში, სარეკლამო თუ საწარმოო სფეროებში, კარაოკე საღამოებსა თუ რეტრო პავილიონებში. “ადამიანური არტისტულზე მნიშვნელოვანია. ხელოვნება ქმედებიდან წარმოიშობა და ეთიკას ექვემდებარება” [3]. - ასეთია პერპენდიკულართა, ანუ, როგორც მათ ხშირად უწოდებენ, “სუპერმარკეტების ჰიპერრეალისტთა” ძირითადი კრედო.


[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება] სქოლიო

  1. La relève des Avant-Gardes. Le magazine litteraire, # 392, 2000.
  2. La relève des Avant-Gardes. Le magazine litteraire, # 392, 2000.
  3. La relève des Avant-Gardes. Le magazine litteraire, # 392, 2000.
Our "Network":

Project Gutenberg
https://gutenberg.classicistranieri.com

Encyclopaedia Britannica 1911
https://encyclopaediabritannica.classicistranieri.com

Librivox Audiobooks
https://librivox.classicistranieri.com

Linux Distributions
https://old.classicistranieri.com

Magnatune (MP3 Music)
https://magnatune.classicistranieri.com

Static Wikipedia (June 2008)
https://wikipedia.classicistranieri.com

Static Wikipedia (March 2008)
https://wikipedia2007.classicistranieri.com/mar2008/

Static Wikipedia (2007)
https://wikipedia2007.classicistranieri.com

Static Wikipedia (2006)
https://wikipedia2006.classicistranieri.com

Liber Liber
https://liberliber.classicistranieri.com

ZIM Files for Kiwix
https://zim.classicistranieri.com


Other Websites:

Bach - Goldberg Variations
https://www.goldbergvariations.org

Lazarillo de Tormes
https://www.lazarillodetormes.org

Madame Bovary
https://www.madamebovary.org

Il Fu Mattia Pascal
https://www.mattiapascal.it

The Voice in the Desert
https://www.thevoiceinthedesert.org

Confessione d'un amore fascista
https://www.amorefascista.it

Malinverno
https://www.malinverno.org

Debito formativo
https://www.debitoformativo.it

Adina Spire
https://www.adinaspire.com