Ebooks, Audobooks and Classical Music from Liber Liber
a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z





Web - Amazon

We provide Linux to the World


We support WINRAR [What is this] - [Download .exe file(s) for Windows]

CLASSICISTRANIERI HOME PAGE - YOUTUBE CHANNEL
SITEMAP
Audiobooks by Valerio Di Stefano: Single Download - Complete Download [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Alphabetical Download  [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Download Instructions

Make a donation: IBAN: IT36M0708677020000000008016 - BIC/SWIFT:  ICRAITRRU60 - VALERIO DI STEFANO or
Privacy Policy Cookie Policy Terms and Conditions
მალარმე, სტეფან - ვიკიპედია

მალარმე, სტეფან

ვიკიპედიიდან

სტეფან მალარმე, ნადარის ფოტო 1896 წელი
გაზარდეთ
სტეფან მალარმე, ნადარის ფოტო 1896 წელი

სტეფან მალარმე (* 18 მარტი, 1842, პარიზი ― † 9 სექტემბერი, 1898, ვალვენი, სენისა და მარნის დეპარტამენტი), ფრანგი პოეტი, სიმბოლიზმის თვალსაჩინო თეორეტიკოსი და წარმომადგენელი.

[რედაქტირება] შემოქმედება

ლიტერატურულ ასპარეზზე 1862 წელს გამოვიდა. 1866 წელს მისი 10 ლექსი დაიბეჭდა კრებულში "თანამედროვე პარნასი". მალარმეს შემოქმედების პირველ ეტაპზე 60–იან წლებში, შეიმჩნეოდა მკვეთრი დეკადენტური გავლენა, მოვლენათა იმპრესიონისტული აღქმა, პოეტური სახის სიმბოლისტური სტრუქტურა, აგრეთვე არსებული სინამდვილისადმი შეურიგებლობა. ამდროინდელი ლექსებიდან აღსანიშნავია "გაზაფხულის მობრუნება" (1862), "ფანჯრები" (1863), "ლაჟვარდი", "სევდა", "ყვავილები" (სამივე 1864), "წმინდანი" (1865), ეკლოგა "ფავნუსის ნაშუადღევის დასვენება" (1865, გამოქვეყნდა 1876, საფუძვლად დაედო კლოდ დებიუსის სიმფონიურ პრელუდიას), დრამატული პოემა "ჰეროდიადა" (1867–1869), "მოწყალება" (1862, საბოლოო ვარიანტი 1887) და სხვ. 70–იანი და განსაკუთრებით 80–იანი წლებიდან მალარმე კიდევ უფრო მეტ ყურადღებას აქცევდა ნაწარმოების ფორმას. ანტიდემოკრატიულ აზრს, რომ პოეზია მხოლოდ რჩეულთა ხვედრია, მალარმე ავითარებს პოემაში "პროზა დეზესენტისათვის" (1885). ამ პერიოდის ლექსებიდან დამახასიათებელია აგრეთვე "გედი" (1885), "ლექსები შემთხვევისათვის" (1880–1898; გამოქვეყნდა 1920), სონეტების ტრიპტიქი (1887) და სხვ. ამ ლექსებში ხშირად დარღვეულია გრამატიკული ნორმები, უარყოფილია პუნქტუაცია. გვხვდება მოულოდნელი ინვერსიები, აქცენტირებულია ლირიკული გმირის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, სულიერი განწყობილებანი. მალარმეს სტატიები "ლიტერატურის განვითარების თაობაზე" (1891) "ლექსების კრიზისი" (1895) "კონფლიქტი" (1895), "პოეზიის საიდუმლოება" (1896) ნათელს ჰფენს მისი შემოქმედების ევოლუციას.

მალარმეს პოეზიას საქართველოში საუკუნის დასაწყისშივე იცნობდნენ. მისმა შემოქმედებამ თავისებური გავლენა მოახდინა გალაკტიონ ტაბიძეზე, "ცისფერყანწელებზე" – ვალერიან გაფრინდაშვილზე, ტიციან ტაბიძეზე, პაოლო იაშვილზე, ჟურნალ "ცისფერ ყანწებში" ტიციან ტაბიძე წერდა, ევროპული ფუტურიზმი მალარმეს საქემს აგრძელებსო, ხოლო ლექს "ავტოპორტრეტში" არ ფარავდა თავის გატაცებას მალარმეს პოეზიით. აღფრთოვანებით მოიხსენიებს მალარმეს პაოლო იაშვილი თავისი ტრიპტიქის პირველ ლექსში "მალარმე". მალარმეს ლექსებს თარგმნიდნენ შალვა აფხაიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, კოლაუ ნადირაძე, სანდრო ცირეკიძე. 1919 წელს ქუთაისში "მეოცნებე ნიამორებში" გამოქვეყნდა მალარმეს ლექსები და პროზაული ნაწარმოებები.

Our "Network":

Project Gutenberg
https://gutenberg.classicistranieri.com

Encyclopaedia Britannica 1911
https://encyclopaediabritannica.classicistranieri.com

Librivox Audiobooks
https://librivox.classicistranieri.com

Linux Distributions
https://old.classicistranieri.com

Magnatune (MP3 Music)
https://magnatune.classicistranieri.com

Static Wikipedia (June 2008)
https://wikipedia.classicistranieri.com

Static Wikipedia (March 2008)
https://wikipedia2007.classicistranieri.com/mar2008/

Static Wikipedia (2007)
https://wikipedia2007.classicistranieri.com

Static Wikipedia (2006)
https://wikipedia2006.classicistranieri.com

Liber Liber
https://liberliber.classicistranieri.com

ZIM Files for Kiwix
https://zim.classicistranieri.com


Other Websites:

Bach - Goldberg Variations
https://www.goldbergvariations.org

Lazarillo de Tormes
https://www.lazarillodetormes.org

Madame Bovary
https://www.madamebovary.org

Il Fu Mattia Pascal
https://www.mattiapascal.it

The Voice in the Desert
https://www.thevoiceinthedesert.org

Confessione d'un amore fascista
https://www.amorefascista.it

Malinverno
https://www.malinverno.org

Debito formativo
https://www.debitoformativo.it

Adina Spire
https://www.adinaspire.com