Ebooks, Audobooks and Classical Music from Liber Liber
a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z





Web - Amazon

We provide Linux to the World


We support WINRAR [What is this] - [Download .exe file(s) for Windows]

CLASSICISTRANIERI HOME PAGE - YOUTUBE CHANNEL
SITEMAP
Audiobooks by Valerio Di Stefano: Single Download - Complete Download [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Alphabetical Download  [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Download Instructions

Make a donation: IBAN: IT36M0708677020000000008016 - BIC/SWIFT:  ICRAITRRU60 - VALERIO DI STEFANO or
Privacy Policy Cookie Policy Terms and Conditions
ლესია უკრაინკა - ვიკიპედია

ლესია უკრაინკა

ვიკიპედიიდან

ლესია უკრაინკა
გაზარდეთ
ლესია უკრაინკა

ლარისა პეტრივნა კოსაჩ-კვიტკა (უკრ.: Лариса Петрівна Косач-Квітка), ( *13 თებერვალი/25 თებერვალი, 1871, ქ. ნოვოგრად-ვოლინსკი, ახლანდელი ჟიტომირის ოლქი ― † 19 აგვისტო/1 აგვისტო, 1913, სურამი, საქართველო, დაკრძალულია კიევში) უკეთ ცნობილი ლიტერატურული ფსევდონიმით ლესია უკრაინკა (უკრ. Леся Українка), ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი უკრაინელი პოეტი და მწერალი და წამყვანი მწერალი ქალი უკრაინულ ლიტერატურაში.

[რედაქტირება] ბიოგრაფია

უკრაინკა დაიბადა 1871 წელს უკრაინულ ქალაქ ნოვოგრად-ვოლინსკში, რომელიც იმხანად რუსეთის იმპერიის ნაწილი იყო. ის მეორე შვილი იყო უკრაინელი მწერალისა და პუბლიცისტის ოლჰა დრაჰომანოვა-კოსაჩისა (უკეთ ცნობილი საკუთარი ლიტერატურული ფსევდონიმით ოლენა ფჩილკა). მიხაილო დრაჰომანოვი, ცნობილი უკრაინელი მეცნიერი, ისტორიკოსი, ფილოსოფოსი, ფოლკლორისტი და სახალხო ფიგურა, დრაჰომანოვა-კოსაჩის ძმა იყო. უკრაინას მამა პეტრო კოსაჩი, გუბერნიის სავახშოს მეთაური იყო. არა-უკრაინული წარმოშობის მიუხედავად, კოსაჩი უკრაინის კულტურის განვითარებაზე ზრუნავდა და ფინანსურ დახმარებას უწევდა უკრაინულ საგამომცემლო წამოწყებებს. უკრაინკა ძალიან ახლოს იყო მის ბიძასთან, დრაჰომანოვთან (მისი სულიერ მენტორი და მასწავლებელი) და მის ძმა მიხაილოსთან (შემდგომში ცნობილი ფსევდონიმით მიხაილო ობაჩნი), რომელსაც ის მისოლოსიეს უძახდა.

უკრაინკას აღზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის დედამისს. ოჯახში მხოლოდ უკრაინულ ენაზე საუბრობდნენ, და ამ პრაქტიკის გადაძლიერებლად ბავშვებს შინ უკრაინელი პედაგოგები ამეცადინებდნენ, სკოლებში თავსმოხვეული რუსული ენისთვის თავის ასარიდებლად. უკრაინკამ კითხვა ოთხი წლის ასაკში ისწავლა და ძმასთან ერთად იმდენად კარგად იცოდნენ უცხო ენები, რომ შეეძლოთ ლიტერატურა ორიგინალში წაეკითხათ. უკრაინკა საკმაოდ კარგად ფლობდა რუსულს, პოლონურს, ბულგარულს, ბერძნულს, ლათინურს, ფრანგულს, იტალიურს, გერმანულსა და ინგლისურს.

რვა წლის ასაკში მან პირველი პოემა "იმედი" დაწერა, რომელიც მისი დეიდის, ოლენა ანტონივნა კოსაჩის, დაპატიმრებისა და გადასახლების რეაქცია იყო. 1879 წელს მთელი ოჯახი ლუცკსი გადადის. ამავე წელს მამამისი ოჯახისთვის სახლების მშენებლობას იწყებს ახლომდებარე სოფელ კოლოდიაჟნეში.

ამ დროს მისი ბიძა მიხაილო დრაჰომანოვი აქეზებს ლესიას უკრაინული ფოლკლორის შესწავლაზე. უკრაინკაზე ასევე ზეგავლენა მოახდინა ცნობილმა კომპოზიტორმა მიკოლა ლისენკომ, და ასევე ცნობილმა უკრაინელმა დრამატურგმა და პოეტმა მიხაელ სტარიცკიმ.

პოეტი დაავადებული იყო ძვლის ტუბერკულიოზით. ეს უკურნებელი სენი აიძულებდა უკრაინკას ემკურნალა ყირიმში, იტალიაში. სიცოცხლის ბოლო 10 წელი გაატარა საქართველოსა (თბილისი, თელავი, ქუთაისი, ხონი, სურამი) და ეგვიპტეში. 1911 წელს ქუთაისში დაწერილი პოეტური დრამა-ფეერია "ტყის სიმღერა" ადამიანური ყოფის აპოლოგიაა და ამკვიდრებს სოციალური დრამის ნოვატორულ პრინციპებს. უკრაინკას თხზულებანი თარგმნილია მრავალ ენაზე, მ. შ. ქართულადაც.

Our "Network":

Project Gutenberg
https://gutenberg.classicistranieri.com

Encyclopaedia Britannica 1911
https://encyclopaediabritannica.classicistranieri.com

Librivox Audiobooks
https://librivox.classicistranieri.com

Linux Distributions
https://old.classicistranieri.com

Magnatune (MP3 Music)
https://magnatune.classicistranieri.com

Static Wikipedia (June 2008)
https://wikipedia.classicistranieri.com

Static Wikipedia (March 2008)
https://wikipedia2007.classicistranieri.com/mar2008/

Static Wikipedia (2007)
https://wikipedia2007.classicistranieri.com

Static Wikipedia (2006)
https://wikipedia2006.classicistranieri.com

Liber Liber
https://liberliber.classicistranieri.com

ZIM Files for Kiwix
https://zim.classicistranieri.com


Other Websites:

Bach - Goldberg Variations
https://www.goldbergvariations.org

Lazarillo de Tormes
https://www.lazarillodetormes.org

Madame Bovary
https://www.madamebovary.org

Il Fu Mattia Pascal
https://www.mattiapascal.it

The Voice in the Desert
https://www.thevoiceinthedesert.org

Confessione d'un amore fascista
https://www.amorefascista.it

Malinverno
https://www.malinverno.org

Debito formativo
https://www.debitoformativo.it

Adina Spire
https://www.adinaspire.com