დაბა
ვიკიპედიიდან
დაბა - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული საქართველოში, ქალაქის ტიპის დასახლებული პუნქტი. ფუნქციის მიხედვით განირჩევა მუშათა დაბა, საკურორტო დაბა, სააგარაკო დაბა და სხვა. დაბაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოა დაბის საკრებულო, რომელსაც ირჩევს დაბის მოსახლეობა.
დაბა - ძველი ქართული ტერმინია დასახლებული პუნქტის მნიშვნელობით. დაბა ფუძის შემცველი ბევრი ტოპონიმია საქართველოში: დაბა (ბორჯომი), ახალდაბა (ოჩამჩირე, შუახევი. ახმეტა, ტყიბული, ბორჯომი. გარდაბანი, გორი, ახალგორი), ყველდაბა (ახალგორი), დაბაძველი (ბორჯომი, ტყიბული, შუახევი), გარდაბანი (“გარე დაბანი”), უდაბნო (ე.ი. დაუსახლებელი ადგილი) და სხვა.
სვანურ ენაში შესატყვისი ტერმინი - "დაბ", ხნულს ნიშნავს. როგორც ჩანს, თავდაპირველად დაბა იხმარებოდა დამუშავებული მიწის, ნახნავის მნიშვნელობით.