იოანე (ჯორჯაძე)
ვიკიპედიიდან
საკუთარ სახელს "იოანე" აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: იოანე |
იოანე (გვარად ჯორჯაძე) ( † 1763), ქართველი სასულიერო მოღვაწე, მწიგნობარი, დავითგარეჯის მონასტრის არქიმანდრიტი 1736-1763, ნეკრესელი (ნეკრესის მიტროპოლიტი) 1740-1751, ბოდბელი (ბოდბის ეპისკოპოსი) 1751-1763. მღვდელმთავრობის დროს დავითგარეჯის მონასტერში ცხოვრობდა. 1751 ბოდბეში გადავიდა. მონაწილეობდა ერეკლე II-ის მიერ თბილისში გამართული საეკლესიო კრების (1748) მუშაობაში, რომელმაც მიიღო კანონები მღვდელმსახურებისა და სარწმუნოების ნორმების დაცვის შესახებ.