იაკობი, ფრიდრიხ ჰაინრიხ
ვიკიპედიიდან
იაკობი, ფრიდრიხ ჰაინრიხ (* 25 იანვარი. 1743 ― † 10 მარტი. 1819, მიუნხენი), გერმანელი მწერალი და ფილოსოფოსი, იდეალისტი. მტრულად იყო განწყობილი ყოველგვარი პროგრესისადმი, განსაკუთრებით კი საფრანგეთის რევოლუციის, ფრანგული მატერიალიზმისა და ათეიზმის მიმართ. უარყოფდა ყოველგვარ განსჯას და ემყარებოდა გრძნობებსა და რწმენას. იგი დ. იუმის მსგავსად მიიჩნევდა, რომ რეალური არსებობა მოწმდება რწმენით.