Ebooks, Audobooks and Classical Music from Liber Liber
a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z





Web - Amazon

We provide Linux to the World


We support WINRAR [What is this] - [Download .exe file(s) for Windows]

CLASSICISTRANIERI HOME PAGE - YOUTUBE CHANNEL
SITEMAP
Audiobooks by Valerio Di Stefano: Single Download - Complete Download [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Alphabetical Download  [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Download Instructions

Make a donation: IBAN: IT36M0708677020000000008016 - BIC/SWIFT:  ICRAITRRU60 - VALERIO DI STEFANO or
Privacy Policy Cookie Policy Terms and Conditions
ელენთა - ვიკიპედია

ელენთა

ვიკიპედიიდან

ელენთა, ადამიანისა და ხერხემლიან ცხოველთა (უყბოებისა და ზოგი ორგვარადმსუნთქავი თევზის გარდა) მუცლის ღრუს კენტი ორგანო, რომელიც ჩართულია სისხლისა და ლიმფის მიმოქცევის სისტემა. ელენთის მთავარ მასას შეადგენს რეტიკულური ქსოვილი, რომლის უჯრედებიდან ვითარდება სისხლის უჯრედები – ჰემოციტები. უმდაბლეს ხერხემლიანებს და უმაღლესი ხერხემლიანების ემბრიონებს ელენთაში ყველა სახის ჰემოციტი წარმოექმნებათ. ამ ფუნქციას ზოგი უმაღლესი ხერხემლიანის ელენთა პოსტემბრიონულ პერიოდშიც ინარჩუნებს, უმეტესად კი მასში მხოლოდ უმარცვლო ლევკოციტები (უმთავრესად ლიმფოციტები) წარმოიქმნება. გარკვეულ პირობებში ერითროციტებისა და გრანულოციტების წარმოქმნის უნარი შენარჩუნებული აქვს ადამიანის და ზოგი ძუძუმწოვრის (კატა, ძაღლი) ელენთასაც. ელენთას დაცვითი ფუნქცია მისი უჯრედების მიერ ანტისხეულების წარმოქმნა და დაშლილი ერითროციტებისა და სისხლში მოხვედრილი მიკროორგანიზმების ფაგოციტოზია. ელენთა მნიშვნელოვანი "სისხლის დეპოა" – მასში გროვდება სისხლის მარაგი, რომელიც ზოგ შემთხვევაში (სისხლდენა, ტკივილი, ფიზიკური დატვირთვა და ა.შ.) ელენთის შეკუმშვის შედეგად სისხლძარღვებში გადადის, შესაბამისად საგრძნობლად იცვლება ელენთის მოცულობაც (ეს თვისება განსაკუთრებით გამოხატული აქვთ ჩლიქოსნებსა და მტაცებლებს, რომელთა ელენთის გარსში კარგადაა განვითარებული კუნთები). ელენთაში მიმდინარე ბიოქიმიური პროცესები ცხიმოვანი მჟავებისა და ნაწილობრივ ამინომჟავების ცვლასთანაა დაკავშირებული.

ადამიანის ელენთა – წაგრძელებული ოვალური ფორმისაა, ზემო გარეთა ზედაპირი გამოდრეკილია, ქვემო შიგნითა – შედრეკილი. ქვემო ზედაპირზე ღარია (ელენთის კარი), რომლითაც ელენთში სისხლძარღვები და ნერვები შედის. მოზრდილი ადამიანის ელენთის წონაა 150–200 გრამი, სიგრძე – 12 სმ, სიგანე 7–8 სმ. ელენთა მარცხენა ფერდქვეშა მიდამოში მდებარეობს. ზოგიერთი დაავადების დროს (მალარია, შებრუნებითი ტიფი, ანემია და სხვა) ელენთა გადიდებულია. გარედან ელენთა დაფარულია მუცლის სეროზული გარსით – პერიტონიუმით, რომელიც გადადის შუაძგიდეზე და კუჭზე და ელენთის დამაფიქსირებელ იოგებს ქმნის. პერიტონიუმის ქვეშ კუნთოვანი და ელასტიური ბოჭკოების შემცველი შემაერთებელქსოვილოვანი გარსია, მას ფიბროზული კაფსულა ეწოდება. კაფსულა სიღრმეში გრძელდება ხარიხებად, რომლებიც ელენთას წილაკებად ყოფს. ხარიხებს შორის შუალედები ამოვსებულია რეტიკულური ქსოვილით, რომელშიც დიდი რაოდენობითაა ლიმფოციტები და ერითროციტები (წითელი პულპა). ცალკეული უბნები, სადაც ლიმფოციტების ინტენსიური წარმოქმნა ხდება (ლიმფური ფოლიკული), ერითროციტებს არ შეიცავს და თეთრ პულპას შეადგენს. სამკურნალო მიზნით ელენთის ამოცლა ან თანდაყოლილი უქონლობა ლიმფური კვანძების მოქმედებით კომპენსირდება.

Our "Network":

Project Gutenberg
https://gutenberg.classicistranieri.com

Encyclopaedia Britannica 1911
https://encyclopaediabritannica.classicistranieri.com

Librivox Audiobooks
https://librivox.classicistranieri.com

Linux Distributions
https://old.classicistranieri.com

Magnatune (MP3 Music)
https://magnatune.classicistranieri.com

Static Wikipedia (June 2008)
https://wikipedia.classicistranieri.com

Static Wikipedia (March 2008)
https://wikipedia2007.classicistranieri.com/mar2008/

Static Wikipedia (2007)
https://wikipedia2007.classicistranieri.com

Static Wikipedia (2006)
https://wikipedia2006.classicistranieri.com

Liber Liber
https://liberliber.classicistranieri.com

ZIM Files for Kiwix
https://zim.classicistranieri.com


Other Websites:

Bach - Goldberg Variations
https://www.goldbergvariations.org

Lazarillo de Tormes
https://www.lazarillodetormes.org

Madame Bovary
https://www.madamebovary.org

Il Fu Mattia Pascal
https://www.mattiapascal.it

The Voice in the Desert
https://www.thevoiceinthedesert.org

Confessione d'un amore fascista
https://www.amorefascista.it

Malinverno
https://www.malinverno.org

Debito formativo
https://www.debitoformativo.it

Adina Spire
https://www.adinaspire.com