Ebooks, Audobooks and Classical Music from Liber Liber
a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z





Web - Amazon

We provide Linux to the World


We support WINRAR [What is this] - [Download .exe file(s) for Windows]

CLASSICISTRANIERI HOME PAGE - YOUTUBE CHANNEL
SITEMAP
Audiobooks by Valerio Di Stefano: Single Download - Complete Download [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Alphabetical Download  [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Download Instructions

Make a donation: IBAN: IT36M0708677020000000008016 - BIC/SWIFT:  ICRAITRRU60 - VALERIO DI STEFANO or
Privacy Policy Cookie Policy Terms and Conditions
ევფემიზმი - ვიკიპედია

ევფემიზმი

ვიკიპედიიდან

ევფემიზმები (ბერძნ. euphēmismos - შელამაზებული სიტყვების გამოყენება, eu "კარგად" + phēmē "ვლაპარაკობ") – ამა თუ იმ ენობრივ კოლექტივში სააუგოდ, საჩოთიროდ და სახიფათოდ მიჩნეულ სიტყვა-თქმათა ნაცვლად ხმარებული უფრო ნატიფად, ზრდილობიანად და უვნებლად მიჩნეული სიტყვა-თქმები.

ტერმინის ანტონიმია - დისფემიზმი.

[რედაქტირება] ეტიმოლოგია

რიგ მიზეზთა გამო ხშირად ადამიანები შეგნებულად გვერდს უხვევენ გარკვეული ობიექტური მონაცემების აღმნიშვნელი სიტყვებისა და გამოთქმების ხმარებას. მათ ან სრულიად არ ასახელებენ ანდა ამბობენ არაპირდაპირ, შემოვლით, აღწერით, შთაბეჭდილების შენელებით, რათა მისაღები გახადონ ადრესატისათვის.

ამგვარი მოვლენის სახელწოდება - „ევფემიზმი” ბერძნული ენიდან მომდინარეობს. სიტყვა εύφημείν ჯერ კიდევ ჰომეროსთან გვხვდება და გულისხმობს ძველ წარმართულ ჩვეულებას, რომლის მიხედვითაც მსხვერპლის შეწირვის და ლოცვების წარმოთქმის დროს მხოლოდ „კარგი მნიშვნელობის” სიტყვები უნდა ეხმარათ. შემდგომ ეს ჩვეულება ისე გაიზარდა, რომ წარმართული მღვდელმსახურების დროს საერთოდ აიკრძალა ლაპარაკი, რადგან ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც ამ საქმის თვით ყველაზე მორწმუნე და პედანტი შემსრულებელნიც კი შეცდომას უშვებდნენ და შესაფერის სიტყვებს ვერ ირჩევდნენ (ეს აზრია სწორედ ჩაქსოვილი რომაელთა ცნობილ გამოთქმაში – „favete linguis”). თვით მსხვერპლად შესაწირავ ცხოველის ბღავილსაც კი ახშობდნენ საკრავთა ხმებით, რადგან წარმართთა აზრით, მასაც ისევე, როგორც უხეში გამოთქმების ხმარებას, შეეძლო გაენაწყენებინა მათი ღვთაება.

ამჟამად სიტყვა „ევფემიზმი” საერთაშორისო ენათმეცნიერებაში მიღებული ტერმინია და ეწოდება სიტყვას (ან გამოთქმას), რომელიც ისეთი სიტყვის (ან გამოთქმის) შემცვლელად იხმარება, რომელიც მოცემულ ენობრივ კოლექტივში სახიფათოა, უსიამოვნოდ, უხეშად, სათაკილოდ ან უზრდელად მიიჩნევა. ევფემიზმი და ის სიტყვა (ან გამოთქმა), რომელსაც იგი ენაცვლება, ერთსა და იმავე ობიექტურ მონაცემზე მიუთითებენ. განსხვავდებიან კი იმით, რომ ერთნაირ შთაბეჭდილებას არ ახდენენ მსმენელზე.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

Our "Network":

Project Gutenberg
https://gutenberg.classicistranieri.com

Encyclopaedia Britannica 1911
https://encyclopaediabritannica.classicistranieri.com

Librivox Audiobooks
https://librivox.classicistranieri.com

Linux Distributions
https://old.classicistranieri.com

Magnatune (MP3 Music)
https://magnatune.classicistranieri.com

Static Wikipedia (June 2008)
https://wikipedia.classicistranieri.com

Static Wikipedia (March 2008)
https://wikipedia2007.classicistranieri.com/mar2008/

Static Wikipedia (2007)
https://wikipedia2007.classicistranieri.com

Static Wikipedia (2006)
https://wikipedia2006.classicistranieri.com

Liber Liber
https://liberliber.classicistranieri.com

ZIM Files for Kiwix
https://zim.classicistranieri.com


Other Websites:

Bach - Goldberg Variations
https://www.goldbergvariations.org

Lazarillo de Tormes
https://www.lazarillodetormes.org

Madame Bovary
https://www.madamebovary.org

Il Fu Mattia Pascal
https://www.mattiapascal.it

The Voice in the Desert
https://www.thevoiceinthedesert.org

Confessione d'un amore fascista
https://www.amorefascista.it

Malinverno
https://www.malinverno.org

Debito formativo
https://www.debitoformativo.it

Adina Spire
https://www.adinaspire.com