Ebooks, Audobooks and Classical Music from Liber Liber
a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z





Web - Amazon

We provide Linux to the World


We support WINRAR [What is this] - [Download .exe file(s) for Windows]

CLASSICISTRANIERI HOME PAGE - YOUTUBE CHANNEL
SITEMAP
Audiobooks by Valerio Di Stefano: Single Download - Complete Download [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Alphabetical Download  [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Download Instructions

Make a donation: IBAN: IT36M0708677020000000008016 - BIC/SWIFT:  ICRAITRRU60 - VALERIO DI STEFANO or
Privacy Policy Cookie Policy Terms and Conditions
დუდაევი, ჯოჰარ - ვიკიპედია

დუდაევი, ჯოჰარ

ვიკიპედიიდან

 ჯოჰარ დუდაევი
გაზარდეთ
ჯოჰარ დუდაევი

ჯოჰარ დუდაევი (რუს. Джохар Мусаевич Дудаев); (* 15 აპრილი, 1944, პერვომაისკოე ― † 22 აპრილი, 1996, გეხი-ჩუ) იყო ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტი 1991 წლის 27 ოქტომბრიდან სიკვდილამდე.

დაიბადა გადასახლებაში ყაზახეთში 1944 წლის 15 აპრილს. 1974 წელს დაამთავრა ი. გაგარინის სახ. სამხედრო-საჰაერო აკადემია და უმაღლესი პოლიტიკური სასწავლებელი. დუდაევის სამხედრო კარიერა იწყება 1966 წელს. 1990 წელს, სსრკ-ის ხელისუფალთა ბრძანებით ესტონეთში, სტრატეგიული ბომბდამშენების დივიზიის მეთაურმა გენერალ–მაიორმა დუდაევმა უარი განაცხადა მოეხდინა ესტონეთის ტელევიზიისა და პარლამენტის შენობის ბლოკირება. ამის შემდეგ, ავიაციის გენერალმა დატოვა თავისი თანამდებობა და ჩეჩნეთის ეროვნულ მოძრაობას ჩაუდგა სათავეში.1990 წლის ნოემბერში ჩეჩენი ხალხის საერთო ეროვნულ კონგრესზე არჩეული იქნა აღმასრულებელი კომიტეტი, რომელსაც სათავეში ჩაუდგა გენ. დუდაევი. 1991 წლის 27 ოქტომბერს გამართულ არჩევნებში ჩეჩენმა ხალხმა გამოხატა თავის ბუნებრივი და საყოველთაოდ აღიარებული ნება და დემოკრატიულ საპრეზიდენტო არჩევნებში სახელმწიფოს მეთაურად აირჩია ჯოჰარ დუდაევი. ჩეჩნეთის ამ ნაბიჯმა აღაშფოთა კრემლის მესვეურნი და 1991 წლის 8 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ბ. ელცინმა გამოსცა ბრძანება რესპუბლიკის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის შემოღების შესახებ. საპასუხოდ, არ დაუყოვნებია შორსმჭვრეტელ დუდაევს და საკუთარ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და გასცა ბრძანება თავდაცვის შეიარაღებული რაზმების გაშლის თაობაზე. 1991 წლის 9 ნოემბრის, გამთენიისას ხანკალას აეროდრომზე დაფრინდა რუსეთის რვა სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი შეიარაღებული რუსი ჯარისკაცებით, მაგრამ ეროვნული გვარდიის და მილიციის ნაწილების მიერ აეროდრომი ალყაში იქნა მოქცეული. პარალელურად, დაცვის ქვეშ იქნა აყვანილი დედაქალაქისკენ მიმავალი ყველა გზა; ათიათასობით ადამიანმა იწყო თავმოყრა გროზნოს ცენტრში, რომლებიც მზად იყვნენ დაეცვათ ქვეყნის სუვერენიტეტი. 1991 წლის 9 ნოემბერს ჩეჩნეთის ისტორიაში მოხდა მეტად მნიშვნელოვანი ფაქტი-შუადღისას, რესპუბლიკის პარლამენტში ფიცი წარმოთქვა პრეზიდენტმა ჯოჰარ დუდაევმა. ამრიგად ელცინის აუწონავმა ნაბიჯებმა უკუშედეგი გამოიღო და ჩეჩნეთის დამორჩილების ნაცვლად, მან პრაქტიკულად მთელი ჩრდილოეთი კავკასია კრემლის წინააღმდეგ აამხედრა. მოსკოვიდან მართული ადგილობრივი ოპოზიცია მოლბა დუდაევის წინაშე, ვინაიდან მათ დაინახეს თავიანთი აშკარა უსუსურობა. იმავე დღის საღამოს, რუსეთის წარმომადგენლებთან მიღწეული იქნა მოლაპარაკება ხანკალაში ბლოკირებული რუსული ჯარის დაუყოვნებლივ გაყვანაზე ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან. 1991 წლის 10 ნოემბერს მისმა აღმატებულებამ, პრეზიდენტმა დუდაევმა მსოფლიო საზოგადოებრიობას ამცნო ჩეჩენი ერის ნება-შეჰქმნან დამოუკიდებელი სახელმწიფო და ამასთან ერთად დასძინა, რომ რუსეთის იმპერიული ძალების აგრესიის შემთხვევაში, ისინი მედგარ წინააღმდეგობას გაუწევდნენ მათ. დაუძლურებული საბჭოთა რუსეთის იმპერია იძულებული გახდა დაჰყოლოდა თავისუფლებისმოყვარე ხალხის ნებას. თუმცა, კრემლი საგულდაგულოდ ემზადებოდა რევანშისთვის და 1994 წლის დეკემბერში,რუსეთი ომის გამოუცხადებლად შეიჭრა ჩეჩნეთის რესპუბლიკა-იჩქერიაში, სადაც შეიყვანა 30 ათასი ჯარისკაცი, 230 ტანკი, 450 ჯავშანტრანსპორტიორი. ამ მომენტიდან იწყება რუსეთ-ჩეჩნეთის პირველი ომი. აქტიურად იბომბება დედაქალაქი-გროზნო, რომელიც რუსებმა პრაქტიკულად აღგავეს პირისაგან მიწისა; პარალელურად რუსეთის სპეცსამსახურები სულმოუთქმელად ნადირობენ პრეზიდენტ დუდაევზე. 1996 წელს, ულტრათანამედროვე აპარატურის მეშვეობით მოხდა პრეზიდენტის მობილური სატელეფონო საუბრის გადატაცვა და მის მისამართით გაგზავნილ იქნა ზესიზუსტის მქონე რაკეტა. ჯოჰარ დუდაევი ვერაგულად იქნა მოკლული სოფელ გეხი-ჩუს სიახლოვეს. მის პატივსაცემად დედაქალაქ გროზნოს ეწოდა ჯოჰარ-ღალა.

Our "Network":

Project Gutenberg
https://gutenberg.classicistranieri.com

Encyclopaedia Britannica 1911
https://encyclopaediabritannica.classicistranieri.com

Librivox Audiobooks
https://librivox.classicistranieri.com

Linux Distributions
https://old.classicistranieri.com

Magnatune (MP3 Music)
https://magnatune.classicistranieri.com

Static Wikipedia (June 2008)
https://wikipedia.classicistranieri.com

Static Wikipedia (March 2008)
https://wikipedia2007.classicistranieri.com/mar2008/

Static Wikipedia (2007)
https://wikipedia2007.classicistranieri.com

Static Wikipedia (2006)
https://wikipedia2006.classicistranieri.com

Liber Liber
https://liberliber.classicistranieri.com

ZIM Files for Kiwix
https://zim.classicistranieri.com


Other Websites:

Bach - Goldberg Variations
https://www.goldbergvariations.org

Lazarillo de Tormes
https://www.lazarillodetormes.org

Madame Bovary
https://www.madamebovary.org

Il Fu Mattia Pascal
https://www.mattiapascal.it

The Voice in the Desert
https://www.thevoiceinthedesert.org

Confessione d'un amore fascista
https://www.amorefascista.it

Malinverno
https://www.malinverno.org

Debito formativo
https://www.debitoformativo.it

Adina Spire
https://www.adinaspire.com