Ebooks, Audobooks and Classical Music from Liber Liber
a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z





Web - Amazon

We provide Linux to the World


We support WINRAR [What is this] - [Download .exe file(s) for Windows]

CLASSICISTRANIERI HOME PAGE - YOUTUBE CHANNEL
SITEMAP
Audiobooks by Valerio Di Stefano: Single Download - Complete Download [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Alphabetical Download  [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Download Instructions

Make a donation: IBAN: IT36M0708677020000000008016 - BIC/SWIFT:  ICRAITRRU60 - VALERIO DI STEFANO or
Privacy Policy Cookie Policy Terms and Conditions
გრაფი - ვიკიპედია

გრაფი

ვიკიპედიიდან

გრაფი (გერმ.: Graf, ლათ.: Comes, ინგლ.: Earl, ფრანგ.: Comte, იტალ.: Conte) ევროპული არისტოკრატული ტიტულია. სახელწოდება "გრაფი" გერმანული ენიდანაა ქართულში შემოსული. ტერმინის ეტიმოლოგია:

გერმანული ენა - "გრაფი" (Graf)
ძველი ლიტერატურული გერმანული ენა - "გრაფიო", "გრაფო" (Grafio, Gravo)
სავარაუდოდ საშუალო ლათინური ენა - "გრაფფიო" (Graffio)
ბიზანტიის ხანის ბერძნული ენა - "გრაფეუს", "სუგგრაფეუს" (

ბერძნული "გრაფეუს" ითარგმნება, როგორც: "ის, ვინც საბჭოს კრებს". გვიანრომაულ ხანაში ლათინური "კომეს" ეწოდებოდა მაღალი რანგის საიმპერიო საფინანსო საქმეთა მოხელეს (ლათ.: comes largitionum).

მეროვინგების და ფრანკების სამეფოს პერიოდში გრაფი სამეფო სახელოს მატარებელი პიროვნება იყო, რომელიც რაიმე ადმინისტრაციულ ერთეულში (საგრაფო, გაუ) ხელისუფლებით იყო აღჭურვილი და გარკვეულ სფეროში (მარკა, სამეფო ციხესიმაგრე, სამეფო სასახლე/პალატი, სამეფო დომენი) მეფისნაცვალს წარმოადგენდა. თავდაპირველად გრაფები სამხედრო უფლებებით იყვნენ აღჭურვილნი, შემდგომში ამას დაემატა სასამართლო, საფინანსო და ადმინისტრაციული ძალაუფლება. გრაფის ინსტიტუტი ფრანკების სამეფოდან გავრცელდა საფრანგეთში, ინგლისში (ქაუნტი), ესპანეთში, იტალიაში და უნგრეთში (კომიტატი). XI-XII საუკუნეებში გრაფის ინსტიტუტი სამოხელეო ინსტიტუტიდან საგვარეულო-არისტოკრატულ ტიტულარულ ინსტიტუტად გადაიქცა. ასე რომ გვიან შუა საუკუნეებში გრაფი, როგორც მოხელე მხოლოდ მემკვიდრეობითი არისტოკრატი შეიძლება ყოფილიყო.

გერმანული არისტოკრატია იყოფოდა 2 კლასად: მაღალ და დაბალ არისტოკრტებად. გრაფები მაღალი არისტოკრატიის ყველაზე დაბალ საფეხურზე იდგნენ. გრაფის მეუღლე იყო "გრაფინია" (გერმ.: Gräfin), ვაჟები ასევე "გრაფებად" იწოდებოდნენ, ხოლო გაუთხოვარი ქალები "კომტესა"-ად (გერმ.: Komtess). ზრდილობიანი მიმართვის ფორმები იყო:

  • "მაღალკეთილშობილებავ" (გერმ.: Hochwohlgeboren) - დაბალი არისტოკრატიიდან წარმომავალი გრაფები, რომლებიც მემკვიდრეობით ფეოდს არ ფლობდნენ.
  • "უგანათლებულესობავ" (გერმ.: Erlaucht ) - მაღალი არისტოკრატიიდან წარმომავალი გრაფები, რომლებიც მემკვიდრეობით ფეოდს ფლობდნენ.

გერმანულ სფეროში არსებობდა ე.წ. "მეორეხარისხოვან გრაფის" ტიტულიც, რომლის მიხედვითაც მხოლოდ საგრაფო ფეოდის მფლობელი და შემდგომში მისი მემკვიდრე, ურავლეს შემთხვევაში უფროსი ვაჟი, (იხ.: ფიდეი კომისუმ) რჩებოდა გრაფად, ხოლო დანარჩენი მემკვიდრეობის გარეშე დარჩენილი შვილები ბარონის ტიტულს ატარებდნენ. 1919 წელს გერმანიაში წოდებების გაუქმების შემდეგ ბევრმა "მეორეხარისხოვანმა გრაფებმა" გრაფის ტიტულის, როგორც გვარის შემადგენელი ნაწილის ტარების უფლება დაკარგეს.


[რედაქტირება] იხილე აგრეთვე

Our "Network":

Project Gutenberg
https://gutenberg.classicistranieri.com

Encyclopaedia Britannica 1911
https://encyclopaediabritannica.classicistranieri.com

Librivox Audiobooks
https://librivox.classicistranieri.com

Linux Distributions
https://old.classicistranieri.com

Magnatune (MP3 Music)
https://magnatune.classicistranieri.com

Static Wikipedia (June 2008)
https://wikipedia.classicistranieri.com

Static Wikipedia (March 2008)
https://wikipedia2007.classicistranieri.com/mar2008/

Static Wikipedia (2007)
https://wikipedia2007.classicistranieri.com

Static Wikipedia (2006)
https://wikipedia2006.classicistranieri.com

Liber Liber
https://liberliber.classicistranieri.com

ZIM Files for Kiwix
https://zim.classicistranieri.com


Other Websites:

Bach - Goldberg Variations
https://www.goldbergvariations.org

Lazarillo de Tormes
https://www.lazarillodetormes.org

Madame Bovary
https://www.madamebovary.org

Il Fu Mattia Pascal
https://www.mattiapascal.it

The Voice in the Desert
https://www.thevoiceinthedesert.org

Confessione d'un amore fascista
https://www.amorefascista.it

Malinverno
https://www.malinverno.org

Debito formativo
https://www.debitoformativo.it

Adina Spire
https://www.adinaspire.com