გრანელი, ტერენტი
ვიკიპედიიდან
ტერენტი სამსონის ძე გრანელი (ნამდვილი გვარი კვირკველია), (* 25 ნოემბერი, 1897, ახლანდელი ქ. წალენჯიხა ― † 10 ოქტომბერი, 1934, თბილისი), ქართველი პოეტი.
1918 წლიდან ცხოვრობდა თბილისში, მუშაობდა რკინიგზაზე, გაზეთების რედაქციებში. სწავლობდა შალვა ნუცუბიძის მიერ თბილისის უნივერსიტეტში დაარსებულ ფილოსოფიურ კურსებზე (სემინარებზე). თბილისშივე დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობა (1917–1918). გრანელის ლექსები ხასიათდება სევდითა და მისტიციზმით (კრებულები: "სამგლობიარო ხაზები", 1921; "სულიდან საფლავები", 1922; "Memento mori", 1924; "ტერენტი გრანელი", 1926), რის გამოც მწერლობაზე იდეოლოგიური ზეწოლის შედეგად დიდხანს ყურადღება არ ექცეოდა. 80–იანი წლებიდან ამ უთვალსაჩინოესი ლირიკოსის შემოქმედება ღირსეულად დაფასდა. გამოიცა მისი ლექსების სრული კრებულები. 1927 წელს თბილისში გამოიცა ერთჯერადი გაზეთი "ტერენტი გრანელი".
დაკრძალეს პეტრე–პავლეს სასაფლაოზე, ხოლო 1987 წელს გადაასვენეს დიდუბის პანთეონში.