Ebooks, Audobooks and Classical Music from Liber Liber
a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z





Web - Amazon

We provide Linux to the World


We support WINRAR [What is this] - [Download .exe file(s) for Windows]

CLASSICISTRANIERI HOME PAGE - YOUTUBE CHANNEL
SITEMAP
Audiobooks by Valerio Di Stefano: Single Download - Complete Download [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Alphabetical Download  [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Download Instructions

Make a donation: IBAN: IT36M0708677020000000008016 - BIC/SWIFT:  ICRAITRRU60 - VALERIO DI STEFANO or
Privacy Policy Cookie Policy Terms and Conditions
ბრანდტი, კარლ - ვიკიპედია

ბრანდტი, კარლ

ვიკიპედიიდან

კარლ ბრანდტი
გაზარდეთ
კარლ ბრანდტი

კარლ ბრანდტი (გერმ.: Karl Brandt) (* 8 იანვარი 1904, მიულჰაუზენი, ელზასი; † 2 ივნისი 1948, ლანდსბერგ-ამ-ლეხი, ბავარია) - იყო გერმანელი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; ა. ჰიტლერის პირადი ქირურგი; სს-ის ბრიგადენფიურერი და ვაფენ-სს-ის გენერალ-ლეიტენანტი; გერამნიის სანიტარიისა და ჯანდაცვის გენერალ-კომისარი მესამე რაიხის დროს და მთავარი ბრალდებული ნიურნბერგის ექიმთა სასამართლო პროცესზე.


[რედაქტირება] ბიოგრაფია

კარლ ბრანდტი 1904 წელს გერმანელი ოფიცრის ოჯახში, მაშინდელ გერმანიის იმპერიის შემადგენლობაში მყოფ ელზასში დაიბადა. სკოლა მან დრეზდენში დაამთავრა და 1922 წელს მედიცის სესწავლა დაიწყო იენაში. შემდგომში იგი მედიცინას ეუფლებოდა ფრაიბურგისა და ბერლინის უნივერსიტეტებში. 1932 წელს იგი „ნსდაპ“-ის შემადგენლობაში შევიდა, ხოლო მომდევნო 1933 წელს „სა“-ში. იმავე წელს კარლ ბრანდტი „სა“-დან „სს“-ში გადავიდა.

1933 წელს მისი პაციენტი იყო ჰიტლერის შეფ-ადიუტანტი ვილჰელმ ბრიუკნერი, რომელიც ავტოავარიის შედეგად მძიმედ დაშავდა. სწორედ ამ პიროვნებად წარადგინა ბრანდტი ფიურერთან. 1934 წლის 14 ივნისს იგი ჰიტლერის ლაიბ-ექიმად დაინიშნა. 1934 წლის 29 ივნისს კარლ ბრანდტი „სს“-ის უნტერშტურმფიურერი გახდა. იმავე წელს მან იქორწინა ანი რებორნზე, რომელიც ცნობილი მოცურავე იყო და ადოლფ ჰიტლერს XX ს-ის 20-იანი წლებიდან იცნობდა.

1939 წლის 1 სექტემბრიდან ექიმ ფილიპ ბოულერთან ერთად კარლ ბრანდტი ხელმძღვანელობდა ე.წ. „აქცია ტ-4“-ს (ეუთანაზია). მკვლელობებისათვის ამორჩეულ იქნა შემდგომი ადგილები:

  • ჰადამარი.
  • გრაფენეკის სასახლე.
  • ჰარტჰაიმის სასახლე.
  • ზონენშტაინი.
  • ბერნბურგი.
  • ბრანდენბურგი.
კარლ ბრანდტი განაჩენი გამოცხადების დროს ნიურნბერგის ექიმთა სასამართლო პროცესზე
გაზარდეთ
კარლ ბრანდტი განაჩენი გამოცხადების დროს ნიურნბერგის ექიმთა სასამართლო პროცესზე

1942 წლის 28 ივლისს კარლ ბრანდტი დაინიშნა რაიხის სანიტარულ და ჯანდაცვის საქმეთა გენერალ-კომისარად. ამ ტანამდებობაზე ის კოორდინირებას უწევდა სამოქალაქო და სამხედრო ჯანდაცვის სფეროებს. მან იცოდა კონც-ბანაკებში მიმდინარე ადამიანებზე ჩატარებულ სამედიცინო ცდებზე, ცდებს მალარიის და ჰეპატიტ „ა“-ს საწინააღმდეგოდ ის პირადად კურირებდა. 1943 წლის 5 სექტემბერს ჰიტლერის პირადი ბრძანებით იგი დანიშნულ იქნა სამედიცინი მომარაგებისა და მიწოდების უფროსად და სამედიცინო კვლევების მთავარ კოორდინატორად. მისი გავლენა იმდენად დიდი იყო, რომ რაიხის ექიმთა საზოგადოების ფიურერი კონტი ტანამდებობის მისთვის დათმობასაც კი აპირებდა, თუმც ეს განაცხადი ჰიტლერმა არ დააკმაყოფილა.

კარლ ბრანდი მეგობრობდა ალბერტ შპეერთან, რაც ბორმანის მოწინააღმდეგეთა რიგებში ყოფნას ცდილობდა. ამ უკანასკნელის პოლიტიკური ხვანჯების წყალობით კარლ ბრანდტი ჰიტლერის ლაიბ-ექიმის თეო მორელის ინტრიგაში გაეხვა და ფიურერის ექიმის თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნა. 1945 წლის 16 აპრილს ბრანდტი დააპატიმრეს და ჰიტლერის პირადი ბრზანებით სიკვდილით დასჯა მიესაჯა. განაცენის სისრულეში მოყვანა მისმა მფარველმა ჰაინრიხ ჰიმლერმა დააყოვნა და ალბერტ შპეერის შუამდგომლობის შემდეგ კარლ ბრანდტი გათავისუფლებულ იქნა კიდეც. მოკავშირეთა ჯარებმა ბრანდტი დიონიცის მთავრობის წევრებთან ერთად დააპატიმრა ფლენსბურგში

ნიურნბერგის ექიმთა სასამრთლო პროცესზე კარლ ბრანდტს სივდილით დასჯა მიესაჯა და ლანდსბერგის ციხეში ჩამოხრჩობილ იქნა.


[რედაქტირება] იხილე აგრეთვე

  • ნიურნბერგის ექიმთა სასამართლო პროცესი


[რედაქტირება] ლიტერატურა

  • Götz Aly (Hrsg.): Aktion T4 1939-1945. Die Euthanasie-Zentrale in der Tiergartenstraße 4. Berlin: Hentrich, 1989. ISBN 3-926175-43-5
  • Michael H. Kater: Ärzte als Hitlers Helfer. München: Piper Taschenbuch Verl., 2002. ISBN 3-492-23407-0
  • Robert S. Wistrich: Wer war wer im Dritten Reich. Ein biographisches Lexikon. Frankfurt/M.: Fischer Taschenbuch Verl., 1993. ISBN 3-596-24373-4
Our "Network":

Project Gutenberg
https://gutenberg.classicistranieri.com

Encyclopaedia Britannica 1911
https://encyclopaediabritannica.classicistranieri.com

Librivox Audiobooks
https://librivox.classicistranieri.com

Linux Distributions
https://old.classicistranieri.com

Magnatune (MP3 Music)
https://magnatune.classicistranieri.com

Static Wikipedia (June 2008)
https://wikipedia.classicistranieri.com

Static Wikipedia (March 2008)
https://wikipedia2007.classicistranieri.com/mar2008/

Static Wikipedia (2007)
https://wikipedia2007.classicistranieri.com

Static Wikipedia (2006)
https://wikipedia2006.classicistranieri.com

Liber Liber
https://liberliber.classicistranieri.com

ZIM Files for Kiwix
https://zim.classicistranieri.com


Other Websites:

Bach - Goldberg Variations
https://www.goldbergvariations.org

Lazarillo de Tormes
https://www.lazarillodetormes.org

Madame Bovary
https://www.madamebovary.org

Il Fu Mattia Pascal
https://www.mattiapascal.it

The Voice in the Desert
https://www.thevoiceinthedesert.org

Confessione d'un amore fascista
https://www.amorefascista.it

Malinverno
https://www.malinverno.org

Debito formativo
https://www.debitoformativo.it

Adina Spire
https://www.adinaspire.com