Ebooks, Audobooks and Classical Music from Liber Liber
a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z





Web - Amazon

We provide Linux to the World


We support WINRAR [What is this] - [Download .exe file(s) for Windows]

CLASSICISTRANIERI HOME PAGE - YOUTUBE CHANNEL
SITEMAP
Audiobooks by Valerio Di Stefano: Single Download - Complete Download [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Alphabetical Download  [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Download Instructions

Make a donation: IBAN: IT36M0708677020000000008016 - BIC/SWIFT:  ICRAITRRU60 - VALERIO DI STEFANO or
Privacy Policy Cookie Policy Terms and Conditions
ბლომბერგი, ვერნერ ფონ - ვიკიპედია

ბლომბერგი, ვერნერ ფონ

ვიკიპედიიდან

ვერნერ ფონ ბლომბერგი
გაზარდეთ
ვერნერ ფონ ბლომბერგი

ბლომბერგი, ვერნერ ედუარდ ფრიც ფონ (გერმ. Werner Eduard Fritz von Blomberg) ( * 2 სექტემბერი 1878; სტარგარდი (პომერანია), გერმანია; † 14 მარტი 1946; ნიურნბერგი, გერმანია ) - გერმანელი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, გენერალ-ფელდმარშალი, მესამე რაიხის სამხედრო საქმეთა მინისტრი 1935-1938 წ.წ.


[რედაქტირება] ბიოგრაფია

  • 1878 - 2 სექტემბერი: ვერნერ ფონ ბლომბერგი დაიბადა დაიბადა ქ. სტარგარდში, ვიცე-პოლკოვნიკ ემილ ფონ ბლომბერგის და მისი მეუღლის ემა ჩეპეს (გერმ. Emma Tschepe) ოჯახში.
  • 1894 - 1897 - ბლომბერგი სწავლობდა გროს-ლიხტენფელდეს (ბერლინი) კადეტთა მთავარ სკოლაში.
  • 1897 - სამხედრო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ იგი ლეიტენანტის წოდებით მსახურობდა ჰანოვერში გენერალ-ფელდმარშალ პრინც ალბრეხტ პრუსიელის სახელობის ჰანოვერის 73-ე ფუზილიერთა პოლკში.
  • 1904 - ბლომბერგს ობერლეიტენანტის წოდება მიენიჭა.
  • 1904 - 1907 - ბლომბერგი სწავლობდა ბერლინის სამხედრო აკადემიაში.
  • 1908 - მიენიჭა კაპიტნის წოდება და გადაყვანილ იქნა გენერალურ შტაბში.
  • 1911 - იგი დაინიშნა 1-ლი ლოთარიგიული Nr. 130 ინფანტერიის პოლკის მეთაურად ქ. მეცში.
  • 1914 - პირველი მსოფლიო ომის დასაწყისში ბლომბერგი დაინიშნა მე-19 სარეზერვო დივიზიის გენერალური შტაბის პირველ ოფიცრად. იგი თავის დივიზიასთან ერთად იბრძოდა ბელგიაში და სენ-კვენტინთან (ფრ. Saint-Quentin) საფრანგეთში.
  • 1915 - ბლომბერგმა მონაწილეობა მიიღო ზამთრის საბრძოლო კამპანიაში შამპანში და ელზასში - "ჰარტმანსვაილერსკოპფის ბრძოლა" (გერმ. Hartmannsweilerkopf, ფრ. Vieil Armand ), მაისი - ივნისი: ვერდენის ბრძოლაში. ზაფხულში გადაყვანილ იქნა აღმოსავლეთ ფრონტზე და იბრძოდა ლვოვთან (უკრაინა) და გორლიცესთან (პოლონეთი).
  • 1916 - მიენიჭა მაიორის წოდება.
  • 1917 - გადაყვანილ იქნა მე-7 არმიის გენშტაბის ოფიცრის თანამდებობაზე.
  • 1918 - სუასონთან, ესნთან და მარნთან ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისთვის ბლომბერგი დააჯილდოეს ორდენით "Pour le Mérite"
  • 1919 - მიენიჭა ვიცე-პოლკოვნიკის წოდება.
  • 1919 - 1921 - მუშაუბდა რაიხსვერის გენერალურ შტაბში სხვადასხვა თანამდებობებზე.
  • 1921 - გადაყვანილ იქნა მე-5 დივიზიის შტაბის შეფად შტუტგარტში.
  • 1925 - ბლომბერგი, უკვე პოლკოვნიკი, გადაყვანილ იქნა რაიხსვერის ჯარების საწვრთნელი განყოფილების უფროსის თანამდებობაზე.
  • 1927 - დაინიშნა სახმელეთო ჯარების შტაბის შეფად.
  • 1928 - 1 აპრილი: მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება.
  • 1929 - 1933 - იყო 1-ლი სამხედრო ოლქის მთავარსარდალი კიონიგსბერგში.
  • 1930 - შემოდგომაზე გაემგზავრა სასწავლო კურსებზე აშშ-ში.
  • 1932 - დაინიშნა გერმანული დელეგაციის წევრად ჟენევის განიარაღების კონფერენციაზე.
  • 1933 - 30 იანვარი: - ბლომბერგი დაინიშნა რაიხსვერის მინისტრად და მიენიჭა ინფანტერიის გენერლის წოდება. 30 აგვისტო: მიენიჭა გენერალ-პოლკოვნიკის წოდება.
  • 1934 - ბლომბერგმა და რაიხსვერმა ნეიტრალური პოზიცია დაიკავა "რიომის პუტჩის" დროს, მიუხედავად იმისა რომ რაიხსვერის 2 გენერალი ფერდინანდ ფონ ბრედო და კურტ ფონ შლაიხერი მოკლულ იქნენ. 2 ივლისი: რაიხსპრეზიდენტ პაულ ფონ ჰინდენბურგის გარდაცვალების შემდეგ ბლომბერგმა გერმანიის შეიარაღებული ძალები ადოლფ ჰიტლერის ერთგულებაზე დააფიცა.
  • 1935 - 16 მარტი: მინისტრთა კაბინეტს წარუდგინა პროექტი რომლის თანახმადაც ჰიტლერი მთავრობისა და სახელმწიფოს მეთაურად უნდა დანიშნულიყო. იმავე წელს რაიხსვერი გადაკეთდა ვერმახტად და და ბლომბერგი დაინიშნა რაიხის სამხედრო საქმეთა მინისტრის (გერმ. Reichskrigsminister) თანამდებობაზე.
  • 1936 - 20 აპრილი: მიენიჭა გენერალ-ფელდმარშლის წოდება.
  • 1938 - იანვარი: ბლომბერგმა იქორწინა ყოფილ პროსტიტუტზე ერნა გრუნზე (გერმ. Erna Gruhn) და ამით დაარღვია მის მიერვე რადიკალურად გამკაცრებული ვერმახტის წევრთა საქორწინო წესდება. ბლომბერგი იძულებული იყო გადამდგარიყო. 4 თებერვალი: იგი, გენერალ ბარონ ვერნერ ფონ ფრიჩთან ერთად გათავისუფლებულ იქნა ყველა მის მიერ დაკავებული თანამდებობიდან და გარიცხულ იქნა ვერმახტის რიგებიდან.

ბლომბერგის გადადგომის შემდეგ სამხედრო საქმეთა სამინისტრო გაუქმებულ იქნა და დაარსა ვერმახტის უმაღლესი მთავარსარდლობა ( გერმ. Oberkomando der Wehrmacht - "OKW"), რომლის შეფად ვილჰელმ კაიტელი დაინიშნა. ჰიტლერმა ისარგებლა ამ მომენტით და ვერმახტის ნამდვილი "წმენდა" მოაწყო, რომლის დროსაც 40 გენერალი პენსიაში იქნა გაშვებული, ხოლო 34 დააქვეითეს.

Our "Network":

Project Gutenberg
https://gutenberg.classicistranieri.com

Encyclopaedia Britannica 1911
https://encyclopaediabritannica.classicistranieri.com

Librivox Audiobooks
https://librivox.classicistranieri.com

Linux Distributions
https://old.classicistranieri.com

Magnatune (MP3 Music)
https://magnatune.classicistranieri.com

Static Wikipedia (June 2008)
https://wikipedia.classicistranieri.com

Static Wikipedia (March 2008)
https://wikipedia2007.classicistranieri.com/mar2008/

Static Wikipedia (2007)
https://wikipedia2007.classicistranieri.com

Static Wikipedia (2006)
https://wikipedia2006.classicistranieri.com

Liber Liber
https://liberliber.classicistranieri.com

ZIM Files for Kiwix
https://zim.classicistranieri.com


Other Websites:

Bach - Goldberg Variations
https://www.goldbergvariations.org

Lazarillo de Tormes
https://www.lazarillodetormes.org

Madame Bovary
https://www.madamebovary.org

Il Fu Mattia Pascal
https://www.mattiapascal.it

The Voice in the Desert
https://www.thevoiceinthedesert.org

Confessione d'un amore fascista
https://www.amorefascista.it

Malinverno
https://www.malinverno.org

Debito formativo
https://www.debitoformativo.it

Adina Spire
https://www.adinaspire.com