ბზიკი
ვიკიპედიიდან
"ბზიკი", ქართული იუმორისტული ჟურნალი. გამოდიოდა 1907 წელს თბილისში, ჟურნალების "ეკლისა" და "ოხუნჯის" გაგრძელებაა. რედაქტორები - ა. წერეთელი (№ 1), პ. გაჩეჩილაძე (№ 2), გამომცემელი - თ. ბაქრაძე. თანამშრომლობდნენ: ი. ხანდაშვილი (მიმინო), ნ. კალანდაძე (ეშმაკი) და სხვა. ჟურნალის მხატვრული გაფორმება და კარიკატურები ეკუთვნის ო. შმერლინგს. რიცხვისა და თვის მიუნიშნებლად გამოვიდა "ბზიკის" ორი რვაგვერდიანი ნომერი.