ახვერდიანი, გევორქ
ვიკიპედიიდან
გევორქ ახვერდიანი (* 5 ივნისი/17 ივნისი, 1818, თბილისი ― † 17 ნოემბერი/29 ნოემბერი, 1861, იქვე), სომეხი ლიტერატურათმცოდნე, საზოგადოებრიცი მოღვაწე. აგროვებდა აშუღური პოეზიის ნიმუშებს. საიათნოვას სომხურ ლექსებს დაუთმო გამოკვლევა, კომენტარები და გამოსცა მოსკოვში (1852). ნაშრომი "თბილისის ამქრები" ავტორის სიკვდილის შემდეგ ნაწილ-ნაწილად გამოიცა თბილისში (1882-1883). 1903 წელს გამოვიდა მის მიერ შედგენილი კრებული XVIII საუკუნისა და XIX საუკუნის I ნახევრის გუსანთა სიმღერებისა.